ეკატერინა ბიცოლა და იაგო მერაბოვიჩი   2 comments

ნათესავებთან რომ ვიყავი გუშინ თუ როცა იყო რა, მეზობელი შემოვიდა და დამემდურა, რა იყო, ენა რომ გადაგიკიდია მხარზე, ჩემზე არ უნდა დაწეროო? მთელი ქვეყანა ჩემს პორტრეტს ეთაყვანება და შენ რა თავს იფასებო. თავიდანვე უხეში ქალი იყო ეკატერინა პავლოვნა, მაგრამ რაც სიყვარულში კრახი განიცადა (თავისივე უხეშობის გამო), მას მერე ხომ კარგი არაფერი ამოსვლია პირიდან.

ეკატერინე ბიცოლა ზემელზე გასაყიდ ტილოზე

ეკატერინე ბიცოლა ბიძაჩემის მეზობლის ძმის მეორე ცოლი, აწ უკვე ქვრივია. თავის დროზე ერთ–ერთ კრასავიცად ითვლებოდა, კარგი ოჯახის შვილი და კარგი დიასახლისი, ისე ქარგვაც ეხერხებოდა. 16 წლის იყო პირველად რომ გაათხოვეს. არ მიყვარდა, მაგრამ მამის სიტყვას წინ ვინ დაუდგებოდაო, თან მზითებსაც უკვე ჩირჩილი მიესია და სხვა რა გზა იყოო. პირველი ქმარი მალევე გაიწვიეს ომში და 18 წლის უშვილო ქალი დარჩა ობლად, მაგრამ ისეთ ღრმა დეკოლტეებს ატარებდა, რომ შემოება ასე შემთხვევით ერთი მუშა.
ისე, იმ მუშაში რა მოეწონა არ ვიცი. იაგო მერაბოვიჩი – მალიარი გამოძახებით – ნიჭიერი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზარმაცი იყო. გეპეის საინჟინრო დაამთავრა, მაგრამ მალიარობის იქით არ წასულა. ხელოსნების პროფესიული ჩვევა კიდე სმაა. აბა, ვისზე რითი იყო ნაკლები იაგო? “ზა ნას”–ო იტყოდა, გადაჰკრავდა პერცოვკას, იდაყვზე ჩაისუნთქავდა და “ჰუ”–ო დააყოლებდა. ხოდა, მაგ “ჰუ”–ებმა დაღუპეს ეს ახალგაზრდა კაცი.
სიყვითლე და ეკატერინე ბიცოლა ერთად დაერივნენ საწყალს. არც ერთმა გაახარა და არც მეორემ. სიყვითლემ C ჰეპატიტი ციროზის სახით მოუტანა და ეკატერინემ კიდე ვალები. რაღა ექნა იაგოს? არც ჯანმრთელობა და არც ფული?
ადგა, დაუწერა “იმას” განცხადება, სანამ ჩემი ფეხით ამოვსულვარ მანდ, სტაციონარში გამაგზავნეთო და გაუშვეს ერთ–ერთ ცენტრში. სახელს ვერ დავწერ, კონფიდენციალურია, მაგრამ ვიტყვი, რომ ზედ გამოჭრილი იყო ამ კაცზე!
მართალია ის შარმი აღარ ჰქონდა იაგოს, მაგრამ რაღაც კიდევ შემორჩენოდა და ეკატერინესგან გვერდით მარგარიტაზე გადაუხვია სტაციონარში. დაადგა ჯერ თვალი და მერე ფეხი ამ გოგოს და გაიცნო–დაახლოვდა.
ორივე ისეთი გამხდრები იყვნენ, რომ გული რომ არ წასვლოდათ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ თუ ეყრდნობოდნენ და ამის გამო, ბევრს

იაგო მერაბოვიჩი მარგარიტასთან ჯაჯგურში. პაციენტმა "კლიმტმა" შეასწრო და მოსდო ყველას

შეყვარებულები ეგონა. არა, ახლა, იაგო წინააღმდეგი არც იქნებოდა, მაგრამ მარგარიტამ დაიჟინა, გინდა თუ არა, ქორწილამდე ნამუსს ნუ ამხდი, ნუ მაკოცებო. ადრე “ჰუ”–ს რომ იძახდა მერაბოვიჩი, ერთ დღესაც “უჰ”–ო თქვა და დაეკონა ქალბატონს (თან ჩამოეყრდნო კიდევაც რა).
ეკატერინა პავლოვნამ ეს რომ გაიგო, დაიპუტა ყველაფერი, მე მაგის საღალატო რა მჭირს, ამ ჭირიანმა კაცმა მეორე ჭირიანში რომ გამცვალაო და იმ დროისთვის ცნობილ მხატვარს და საკმაოდ ნიჭიერ კაცს – ლეონარდო და ვინჩს – დაუკავშირა ბედი თუ ლოგინი არაოფიციალურად.
ლეონარდო ცუდი კაცი ნამდვილად არ იყო, მაგრამ როგორც ყველა მხატვარს, ამასაც ჰქონდა უცნაურობები. ღამით უპატრონო მკვდრებს კვეთდა ხოლმე, უნდა ვნახო შიგნით რა ხდებაო. უუუუჰ, მაჟრჟოლებს რა …
მარა ღარიბი იყო ლეონსიტო, ამიტომ ხატავდა ეკატერინა ბიცოლას თავის დეკოლტიანად და ზემელზე აბარებდა გასაყიდად ხოლმე.
ასე გაჰქონდათ თავი, სანამ ორივემ აქ – ზეცაში – არ ამოყვეს თავი.
ახლა ეკატერინა პავლოვნა ბიძაჩემის ოჯახის მეზობელია და ყავას უმაგათოდ არ სვამს.
ლეონარდომ რაც გაიგო, რომ მატარებელი გამოუგონიათ, თავის თავში ჩაიკეტა, გინდა თუ არა, მე ვაპირებდი მაგასო. რა ვიცი, ერთი რა …
იაგო მერაბოვიჩი მარგარიტაზე დაქორწინდა, მაგრამ კოცნის იქით მაინც ვერ წავიდა, შენ მე ვინმე ქუჩის ქალი ხომ არ გგონივარ, რეებს მკადრებო, ეჩხუბება ცოლი.
აესეთი ამბებია, აჰა, ეკატერინა ბიცოლა, ხომ დავწერე თქვენი ამბავი? აღარ დამემდურო და მე რა ვიცი, რაიმე ჯადოა რ გამიკეთო, კაცო, ძლივს მიშოვია სამსახური, მაცივრის კრედიტი მაქვს დასაფარი.

გალაქტიონი + მერი, აკვილინე, ოლღა … = xxx   Leave a comment

იმდღეს პოსტს გწერდით წერილებზე და ბუზი თუ კოღო თუ რაღაც ჯანდაბა შემოფრინდა და ფანჯარა რომ უნდა გამეღო გასაგდებად, გადმოვიხედე და რა დავინახე თქვენთან:
რამდენიმე კინკილა კაცი შეკრებილიყო პარლამენტთან და ბოდიალობდნენ რაღაცეებს. რა ხდება მეთქი დავინტერესდი და თითონ

აი, თქვენი აქცია მობილურით გადავიღე და თუ ხარისხი არ ვარგა, იმის ბრალია, რომ ცოტა შორს ვარ, ზეცაში

ვერაფერი გაგიგიათ, მე რა უნდა გამეგო? გავსკდი სიცილით, უცხოპლანეტელებს ჰგავდით აქედან. ამ სიცივეში ან არ გეზარებათ, ან სხვა საქმე არ გაქვთ??? ვაი, ვაიიი …
ისე, სიცივეზე და წერილზე გამახსენდა, პოსტს წერილებზე გწერდით მეთქი. ხოდა, რამდენიმე საჩივარი მოგვივიდა თქვენგან:
ერთი ის იყო, აცივდაო. ჯერ ეს ერთი, როგორც მთაწმინდელი რუსიკო ამბობს, ჩაიხედეთ კალენდარში, არ არის დროოო??? და მეორეც: მაგაზე ჩემთან ნუ იწუწუნებთ რა, “იმან” ჩართო კონდიციონერი და ეტყობა დაუბერა თქვენთან, თორემ ჩვენთან მშვენიერი მზიანი ამინდებია. ახლაც ახალი თხელი გამჭვირვალე კოფტა მაცვია და სულ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვიტყვი, რომ ძალიან მიხდება.
მეორე საჩივარი პროდუქტებზე ფასის მომატებაზე იყო, და მაგ ამბავში სხვაგან მოხვდით, გენაცვალე. მასეთ ამბებს თქვენი ეკონომიკის მინისტრი უნდა, “ის” რა მოცლილი კი არ არის, ისიც გვეყოფა, რომ თქვენი არ იყოს, ჩვენც გაგვიძვირეს წყალი და ახლა მეორე ბატალიონის ანგელოზები გაფიცულნი დგანან ტრაფარეტებით. ხმის ამოღება უნდა ისწავლოთ, მარტო დგომით ვერაფერს უშველით, მარა მე რა ჭკუას გარიგებთ აქციებზე, სტატისტიკით მიხედვით, პირველ ადგილზე ხართ ევრაზიაში.
ხო, კიდე ერთი საჩივარი იყო გიორგობასთან დაკავშირებით, წელს რაღაც არ იგრძნობოდა, რაიმე სასწაული გვინდაო. ეგ გადავეცით შესაბამის ორგანოებს (მესასწაულე განყოფილებას) და ახლო მომავალში აუცილებლად ელოდეთ რაიმე სასწაულს.
ნუ, ჰაიტიდან ხომ მოდის და მოდის საჩივრები, მაგ უბედურებმა წერა–კითხვაც არ იციან წესიერად, ძლივს ვარკვევ რა უნდათ, ამასწინათ რომ მოწისძვრა მოხდა მადნ, ხომ გახსოვთ? ხოდა, მოუწერიათ, დაგვეხმარეთ მიწის ხვნაშიო და ვერ გავარჩიე და

მე და ოლღა გოლოვინის პროსპექტზეო

მიწისძვრად წავიკითხე და კარგადაც ავაზანზარეთ იქაურობა. რა ჩემი ბრალია, წესიერად ვერ დაწერეს???
უფ, ნეტა რას ვიშლი ნერვებს? მარა მე რას ვიშლი, თავისით მეშლება, ეტყობა სეზონური დეპრესიის ბრალია. დამეწყო და ეგაა რა.
თან ხვალ ბიძაშვილებთან ვაპირებ გასვლას, ცოტას წავიჭორავებ, ამ სამსახურის გამო კაი ხანია არსად ვყოფილვარ, რა ვქნა, მაცივრის კრედიტი მაქვს დასახური რა.
უი, რა უნდა გითხრათ, მაცივარზე გამახსენდა. გალაქტიონზე ვუყურე დღეს გადაცემას, აკვილინე უყვარდაო და ახლა აღმოაჩინესო. ხოდა, ამას ასე ვერ დავტოვებდი, დიდ პატივს ვცემ გალაქტიონს და მის “რაც უფრო შროს ხარ” ლექსზე ვგიჟდები, ხოდა, ჩავაკითხე თავის “იქ” რა, ბატონ ტაბიძეს და ვკითხე, მართალია მეთქი. ისე, ნერვიულობის დასძლევად ჯონს ვთხოვე გამოყოლა, ლენონს, ჩემს სიცოცხლეს. ასე, ორივე მივუსხედით პატარა მრგვალ მაგიდას და “ნაჩნიკ” და თვალებ ანთებულმა გალაქტიონმა დაიწყო თავის ბოლო სიყვარულზე საუბარი.

სასმლეზე რომ დავპატიჟე, ძლივს მაღირსა ღიმილიო. აკვილინე ფართიზე

თურმე, მართლა რაღაც ფართიზე გაუცვნია ეს გოგო, ისე მიყურებდა, რომ თავი უხერხულად ვირძენი და სასმელზე დავპატიჟეო (მაგის გამო მერი დღემდე არ მელაპარაკებაო), მერე ტუდაო, სიუდაო და ერთ კვირაში ფეშენ ვიკის აფთერ ფართიზე ისევ ვნახე და სხვაზე დაწერილი ლექსი უცებ გადავაკეთე და მივეცი, ესიამოვნებოდაო. (ამ დროს ჯონმა ხელზე ხელი მომიჭირა და მე რომ სიმღერა მომიძღვნა, ის წაიღიღინა). ესიამოვნაო და ასე დავვახლოვდითო. ბევრი ვერაფერი მოვასწარი მაგასთან,ერთხელ ფანჯიდან ვიყურებოდი და ვიღაცამ ხელი მკრაო, მაგრამ მერე ულვაშებზე ხელი გადაისვა და ჩუმად დააყოლა, კიდევ კარგი მეტი ვერაფერი გაიგეთ ჩვენს შესახებ, თორემ მოეჭრებოდა თავი

მე და მერი ვიღაც დმპალმა გადაგვიღო კუს ტბაზეო

აკვილინესო.
მერე კიდე რაღცეები გაიხსენა, პირველი ლექსი რომ დავწერე და დედაჩემს ვანახე, თოხი მომცა ხელში და რაც გამოგდის, ის აკეთეო. მეორე ლექსი ძმაკაცს ვანახე და ცოტა ხანში დამშორდაო.
მერი რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა, ეს რა კრასავიცა ქალი იყო, მარა რა შორი და მიუწვდომელიო. ლექსი რომ მაქვს, “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერ”, მართლა ჯვარს კი არ იწერდა, პროსტა რითმას მოუხდა, მთელი ცხოვრება გრაჟდანსკი ბრაკში იყოო.
ნუ, ერთი–ორი ისეთი საიდუმლო გვითხრა მე და ჯონს, რომ თქვენი ლესელიძის ყავაშიც ვერ გავცვლი სათქმელად.
წამოსვლისას უცებ გაგვირითმა:
შეილა და ჯონი
მიდიოდნენ ორნი,
თერთმეტს აკლდა ოცი,
გეხვევით და გკოცნით …
არა, რა, ირძნობა რაღაც გალაქტიონისეული რა! ნახეთ რა ლექსი მოგვიძღვნა წამში. უძლიერესი სიღრმე და რითმია. კიდევ შემომიარეთ ახალ წლამდეო და ალბათ მასეც ვიზამთ რა.
მერე ცოტა გავისეირნე ჯონთან და ახლა, ასე, დადებითი ემოციებით დატვირთული გწერთ სახლიდან. ლოგინში ვწევარ, გვერდით ჩაი მიდევს უშაქრო და წავალ ახლა, გადავბრუნდები და დავიძინებ, ხვალ კი კვირაა, მაგრამ ფუტკარივით სულ ვშრომობ, აბა?!

ნამკითხავები პრინცესა დაიანა   2 comments

დღეს თბილი დღე იყო, ვსეირნობდი და თვალებს ვაჟუჟუნუბდი აქეთ–იქით რომელიღაც მელოდიის ფონზე, რომ “იმან” დამიმესიჯა, მაგდენ წანწალს სჯობს, ოფისში შემოირბინო, საქმე მაქვსო. რაღას ვიზამდი, დავუქნიე მეტროს ხელი (ჩვენთან ჩემსავით ლიბერალური მეტროა, თქვენი მარშუტკებივით ყველას უჩერებს) და მივედი სამსახურში. კი გამიკვირდა, ეს წითელი ხალიჩა რას დაუფენიათ, არაფერი ღირშესანიშნაობა ჯერ არ ხდება თქო, მაგრამ რაში ყოფილა საქმე:

რა ბიჭი ამახია დემი მურმა?! მარა ნიჩივო, ფოტოშოფით ხომ ვიჯერე გული!!! იიიშ

პრინცესა დაიანა ხომ იცით? ხოდა ეგ მოსულა თხოვნით, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა და ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმაო. ვაიმეო და გადაატრიალა თავი. არიქა, წყალი მეთქი და ძლივს მოვაბრუნეთ. როგორც იქნა პულსი მოუწესრიგდა და ქვითინით შემოგვჩივლა, ჩემს უფროს ბიჭს ცოლი მოჰყავსო. კი გავიფიქრე, დიდი ამბავი, ეშტონ კატჩერმა მოიყვანა ცოლი და ამას ვერ გადავიტან მეთქი, მაგრამ აბა, ხმას როგორ ამოვიღებდი. ესაო, ისაო, დისპეჩრის გოგოსთვის ვზრდიდი ჩემს ბიჭსო? ვიღაც

გადალკას კედელზე 8ფეხა პაულის ფოტო ჰქონდა, ჩემი მამა–მარჩენალი ეგ იყოო, მაგან მასწავლა რაც ვიციო

მიდლტონების სიძეობისთვის მივაღებინე განათლებაო? ეს ჩემი ბედოვლათი ექს–ქმარი რაღამ გამოაშტერა, მარა მაგას რა ენაღვლება, თითონ ხომ არ უტარებია 9 თვეო …
მერე მე ეშტონზე ფიქრს გავყევი და ერთი ისღა გავიგონე, ჩემი ბეჭედი რომ აჩუქა, რაზე ფიქრობდა, მაგას მერჩივნა მაშინდელივით დაელომბარდებინაო.
მოკლედ, ძლივს დავაწყნარეთ მე და ვალერიანკამ დაიანა. თავის ოთახამდე პირადად მივაცილე, თან გზაში სულ იმას ვუმეორებდი, მთავარია ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და შენ ხელს ნუ შეუშლი მეთქი, მთავარი ეგ არ არისო, აბა, მაშინ მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი მეთქი და აი, მანდ უკვე ვეღარ მითხრა ვერაფერი.
გულმა ვეღარ მომითმინა ამ საცოდაბით და მაინც თბილოდა და ავდექი და იმ გადალკას დავადექი თავზე, აი, წინაზე რომ გითხარით.
დამსვა მაგიდასთან, აურა გაქვს გასაწმენდიო. ცოტა არ იყოს და მეწყინა. გასაწმენდი ფეხსაცმლით არ გამოვდივარ ქალი და აურით ვივლი?! მაგრამ გავატარე. მერე რაღაცეები იბურტყუნა, იბოდიალა და ახლა მომავალს მივხედოთო…
ჩემზე არ მინდა, ნაცნობის სახელზე დავლევ ყავას მეთქი და ჯერ კარტი, მე შენ ვიღაც აფერსიტი ხომ არ გგონივარო და რამდენი ასოსგან შედგება მისი სახელიო. გაშალა კარტი და რა გაშალა!!!
წარსული ხომ დეტალებში მითხრა, თან სულ დ ასო ამოსდიოდა, ვინმეს დოდოს ან დოდის იცნობდაო. კი ვიფიქრე, დოდო აბაშიძე მეთქი, მაგრამ მერე გავჩუმდი და აბა, მე რა ვიცი მეთქი. ორი ბიჭი ყავსო. ოჯახში კაცს სხვა ქალი უდგას მ ასოზეო და მასთან პასწელიო, მოხუცი ქალიც ამოდის გვირგვინით, არ ვიცი, ტო ლი მის ინგლისი იქნებოდა ოდესმე ტო ლი რაიმე თანამდებობა უჩანს, საწყობის გამგე ხომა რ არისო. (რას წარმოიდგენდა ელიზაბეტზე რომ იყო საუბარი, თორემ ორმაგს გადამახდევინებდა).
ვიღაც ახალგაზრდა გოგოს ვხედავ, თვითმფრინავის ბილეთი უჭირავს ხელში, ან სადემ უნდა წასვლა ან რაღაც მასეთი ბიზნესი აქვს

ეჭვი მაქვს, რაღაცას სერიალიდან ვღიღინებდი. ღმერთო გამახსენე და მერე მომკალი თუ გინდა!

ოჯახში და გაზაფხულზე თეთრი კაბა და შენი ნაცნობის უფროსი ბიჭი გარანტირებული აქვს, მომაჭერი ეს თავი მასე თუ არ იყოსო.
წინააღმდეგიობა შეხვდება, მაგრამ პუსტაში უდგას ნერვიულობა, ასიანი რძალი გახდება და ა, ნალექს ხომ ხედავ შავადო, მატაკა ჭიქა, წარსულში დგას, კარგად იქნება ყველაფერიო.
გადავუხადე სტავკა, გამოვედი სახლიდან, სამჯერ გადავაფურთხე, მაინც, რამე არ იყოს ისე თქო და ასე გულდამშვიდებული წამოვედი იმავე მელოდიის ღიღინით, რაც დაიანამდე ამეკიდა, მაგრამ ახლა სახლში ვარ უკვე და ვერაფრით ვისხენებ, რა მელოდია იყო, წავალ MP3-ს ფლეილისტს გადავხედავ, თორემ მთელი ღამე ვერ მოვისვენებ.
თქვენ ჭკუით იყავით, ისედაც სხვა ბევრი გვაქვს საფიქრალი ზეცაში …

სტუმრად დედა ტერეზასთან   6 comments

დღეს სამსახურის მერე დედა ტერეზასთან შევიარე საჭორაოდ. მარკეტში იოგურტები, პუდინგები და რბილი ნამცხვარი ავიღე

მუშაობისას

(კბილების ამბავია, ასაკშია), სახარინიც დიაბეტიკებისთვის და მივადექი სახლში. ზარი დავრეკე და იმხელა ხმაზე იყო, კინაღამ უკან გამოვიქეცი (ეს უკვე სმენის ამბავია, ასაკშია). მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც “ხარაშო დერჟიტსაო” რუსები რომ

ამ წყვილსაც პრობლემა ჰქონდა დედა ტერეზას თერაპიამდე

იტყვიან, ზუსტად მასეა მისი საქმე. დღემდე იღებს წყვილებს თერაპიაზე. ვისაც ოჯახში პრობლემა აქვს, მოაკითხავს ხოლმე და ესაუბრება, აი, როგორც თქვენ ფსიქოლოგები გყავთ.
ამასწინათ კი შემომჩივლა, სეანსის დროს ჩამეძინება ხოლმეო და მეც კარგი რაღაც ვასწავლე, მათ უკან დაჯექი, უთხარი, არ მინდა თქვენი დაკომპლექსება თქო და რომც ჩაგეძინოს, თუ ხვრინვა არ გახასიათებს, ვერაფერს გაიგებენ მეთქი. კაკ რაზ გუშინ დამირეკა, გაამართლაო.
ისე, ნორმალურ რჩევებს იძლევა. ერთხელ ჩემზე რამდენიმე წლით უფროს მამრს ვხვდებოდი, 20 თუ 22 წლით უფროსს, არც იგრძნობოდა განსხვავება და ჩვენი ურთიერთობა ნიმაპაუზაში რომ შევიდა, აი, რა რჩევა მომცა: თუ გინდა რომ შეინარჩუნო სანამ მთლად გახრწნილაო, მაშინ არ შეახსენო რომ თავიდან რომ თმები სცვივა, ისინი ცხვირში ამოსდისო.
გენიალური რჩევა აღმოჩნდა, იმ საღამოსვე დავშორდი და ორ კვირაშიც გადავიტანე “მარტოსულობის” დეპრესია. (ისე, ჯონი დამეხმარა მაგაში, უნდა ვაღიარო).
მოკლედ, დავსხედით მაგიდასთან სუსტად განათებულ ოთახში, არ უყვარს დიდი შუქი (ეს კიდე “სოჩიკის” და თვალების ამბავია, ასაკშია) და დავიწყეთ ძველი ისტორიების გახსენება.

ტერეზა. ჩემებმა არ იცოდნენ, რომ ვეწეოდიოოო

ისეთებს მიყვებოდა, რომ თვალები შუბლზე ამივიდა, არადა მაღალი შუბლი მაქვს და არც ისეთი იოლი საქმეა ეგ.
იქაო დუეიტ იეზენჰაუერს ვხვდებოდიო.კი ვიფიქრე, ასაკშია, ალბათ თითონ მოიგონა ეს სახელი მეთქი, მაგრამ მერე ვიკიპედიაში გადავამოწმე და ერთი საუკუნის არიან მართლა. თან სულ მინდოდა პირველი ლედი ვყოფილიყავიო და კარადიდან გვირგვინი გამოიღო, თავზე დაიდო და ასე თვალებ–ანთებულმა განაგრძო. მერე კიდე ისეთი ხალხი ჩამომითვალა, რომ გადავირიე. შონ კონერის მამაო, მუჰამედ ალიო – ჩემზე პატარა კი იყოო, მაგრამ კანის ფერმა არ იმოქმედა და ასაკი რას დაგვაკლებდაო, იური გაგარინს აქ შევხვდი ერთხელ, პირველად რომ ამოფრინდაო, მე და ბონი პარკერი, აი, ვის მერეც ფილმი “ბონი და კლაიდი” გადაიღესო, ერთად ვართ გაზრდილები და მასთანაც რაღაც მაკავშირებდაო და ბოლოს მოლი ბრაუნი – ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრი ახსენა და რა

ტერეზა და შონ კონერის მამა

ვიცი, უცებ გაჩუმდა და სხვა თემაზე გადავიდა. ეტყობა, მაინც ქალი რომ არის მოლი, მაგიტომ, მაგრამ მე ყველაზე ლიბერალი ანგელოზი ვარ, ეგეთბი ჩემზე არ მოქმედებს.
მერე მეც მოვყევი ჩემი ამბები, ვინ აღარ გავიხსენე, სად აღარ გავიხსენე, მაგრამ ეს დედა ტერეზა ვერაფრით გავაკვირვე, გამოცდილება ეტყობა მაინც თავისას შვრება რა.
ასე გულიანად ვიჭორავეთ, მერე საძინებელში ნათურა გამოვუცვალე, თითონ ვერ სწვდება, სტაფილოც გავუხეხე და წამოვედი, რაღა უნდა მექნა მეტი.
ეეეხ, წავალ ახლა დავწვები, ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი, გამოცდა მაქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი და ვაბშე აზრზე არ ვარ საგნის, ისევ და ისევ “მისი” იმედი მაქვს, იქნებ ამჯერადაც დამეხმაროს …

ჯულიეტა ორსულადაა   2 comments

დღეს ერთი გოგო შემეხმიანა დედამიწიდან, საქართველოდან ვარო. კომენტარზე შეეტყო რომ სასიამოვნო გოგო იყო, მაგრამ ასე ადვილად ხომ არ ენდობი ხალხს, არა?! ხოდა მეც ავდექი და დავგუგლე და რაღაცეებიც ვიპოვნე. სოფიო რქმევია და ბლოგიც ჰქონია. თან ისეთი კაცი გაიხსენა, რომ ნამდვილად არ მოველოდი: იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინ! ვააა, მაინც საიდან გაახსენდა, ამგრამ ეტყობა მაინც პოპულარულია თქვენთან. აქ ცოტა უფრთხის ხალხი, რომ დალევს ხოლმე, აპათოლოგებს და სკამზე ავა ხოლმე, მე მისმინეთ, ბრძანება უნდა გამოვსცეო და მაიმუნობს რაღაცეებს. არა, ცუდი კაცი არაა, მაგრამ ზომა არ იცის რა. ამასწინათ ვკითხე, ბესარიონოვიჩ, არ მოგენატრა დედამიწა, რა კარგად იყავით მეთქი და თვალზე ცრემლი მოადგა, ულვაშებზე ხელი გადაისვა და ისე ნაღვლიანად მითხრა, მარტო გორელებმა დამაფასეს, ნამდვილი სტალინგრადიაო, რომ კინაღამ მეც ავტირდი.
არადა, ბოლოს რომეო და ჯულიეტაზე ვიტირე. ეს დიკაპრიო რა ნიჭიერი

სინამდვილეში რომეო ზანგი იყო და ჯულიეტას მშობლები კიდე რასისტები

ბიჭი გყავთ, გადავირიე. ფილმი რომ ვნახე, ვიფიქრე, წავალ ნამდვილებს ვნახავ მეთქი და ჩავაკითხე. მშვენივრად არიან მოწყობილნი. ორსაწოლიანი ლუქსი აქვთ კარგი ხედით და ჯულიეტა როგორც იქნა ორსულად არის. ბიჭს ველოდებით, რომეო ჯუნიორ მოტეგი გვეყოლებაო. ჯულიეტას ამმის სახელის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ უილიამ შექსპირს დავიწყნია მშობლების სახელების დამატება ნაწერში და ახლა რომ ვთხოვეთ, რამე დაარქვი, ტეხავსო, ქვა ააგდო და ტავი შეუშვირა, შანსი არაა, არ მიყვარს გადაკეთება გამოცემის მერეო.
ისე, უილიც კაი უცნაური კაცია, დღემდე წერს რაღაცეებს, მაგრამ იმ ფრაზას ვერ ვაპატიებ, არარაობავ დედაკაცი უდნა გერქვას შენო. თუ კარგია შექსპირი ერქვას! აბა, როგორი მოსასმენია? მერე კი ამიხსნა, მაგ დროს შეყვარებულზე ვიყავი გაბრაზებულიო, მაგრამ მაინც რა, კონტროლი არ უნდა დაეკარგა. არა, წყენა არ ჩამიდია გულში, მაინც ანგელოზი გოგო ვარ, დედაკაცები სხვაგან

ეს ბიჭი მართლა ერთი–ერთზე ჰგავს უილის, მგონი დედის მხრიდან ესეც შექსპირია

მოიკითხოს.
ბარემ ჩამოსული ვიყავი და სხვებსაც შევუარე, მაგრამ უმეტესობა სადღაც გაკრეფილიყვნენ. თურმე ჯექსონს, ჯექსონი ხომ იცი, კაცო, მაიკლი, ხოდა მაგას საქველმოქმედო კონცერტი გაუმართავს გზააბნეული სულების დასახმარებლად. შემოსული თანხით რუკების და საშვების ყიდვას აპირებდა. ყოჩაღ, რა! მალადეც! რეი ჩარლზიც აქ იყო, გავიხედე და რას ვხედავ, დამჯდარა და წიგნს კითხულობს. კი გამიკვირდა, ეს ბრმა კაცი რამ გააგიჟა მეთქი და გამოველაპარაკე. თურმე, თითო კარგ სიმღერაზე თითო ციფრით ემატებოდა თვალთ და ერთი–ორს კიდევ დავწერ და მერე ასპროცენტიანი მხედველობა მექნება, მინანქრზე მინდა მუშაობაო. რას არ გაიგებ რა …
ამათი ნერვები არ მქონდა რა, ისედაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, მაცივარი მაქვს განვადებით ნაყიდი და დაფარვა ხომ უნდა. წავალ ახლა, მოვადურებ ჩაის, ვიღაცისთვის ატმის ლიპტონი ჩაუტანებიათ და მეც შემხვდა. მერე ჩავწვები ლოგინში, წავალ ოცნებებში და ჩამეძინება კიდევაც. ხვალ დაქალს ველოდები, საჭორაო გვაქვს, თორე ვეღარ იტევს ეს გული …
აბა, ძილი ნებისა ღმერთებო და ადამიანებო და ცოტა დაკვირვებით რა, ყველას რეი ჩარლზივით კი არ გაგიმართლებთ.

დაე, იცოდეთ სიმართლე   2 comments

თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამასწინათ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსს ველაპარაკებოდი და საერთოდაც, ხშირად ვსაუბრობთ. ოღონდ ახლა მისი ფანები არ გაგიჟდეთ და არ დაიპუტოთ თმა, ჩვენც გვინდაო. ცოტა სხვანაირად არის საქმე. კი, კარგი ბიჭი იყო მანდ, ზანგების დასაცავად გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ პატარ–პატარა ცოდვები მაინც ჰქონდა თეთრებთან, ამიტომ აქაური სასჯელი მის კანზე აისახა და ახლა გერმანელი თეთრკანიანის გარეგნობა აქვს. სამაგიეროდ მოწოდებები იგივე დარჩა და აქაც აგრძელებს თავის “საოცნებო სიტყვას”, ოღონდ მეტი წარმატებით. მაინც ეფექტურია თეთრი რომ შავებზე იძახის ძმები ვართო, მაგრამ ამ ანგელოზივით გოგოს რას გადამეკიდა ნეტა ვიცოდე?
ისე, საწუწუნო რა მაქვს, ამხელა დაკავებული კაცია და მე მეჭორავება ხოლმე.
მაგრამ წინაზე რომ შეგპირდით ბიბლიიდან მოგიყვებით ნამდვილ ამბებს მეთქი, განა დამავიწყდა?
ხოდა სულ თავიდან დავიწყოთ, ადამი და ევათი, მაგრამ ევა სად იყო, ადამი რომ მოწყენილობით კვდებოდა. რა აღარ სცადა, რომელ ხეს აღარ ესაუბრა და რომელ ცხოველს აღარ ესროლა ქვა, მაგრამ როდემდე? ეგეც კი არა, და ეგ იყო ადამიანი, თუ იყო და ადგა ერთ დღესაც და დაწერა განცხადება (ჩვენთან მოწესრიგებული სისტემაა), მარტოობით ვკვდები, მოვითხოვ ვინმესო. ორ დღეში “იმან” გადახედა ნაწერს და დაიბარა საუკეთესო ქირურგი (<–– კუზანოვის წინაპარი) და ნეკნ–ნაკლულ ადამჩიკას პოდრუგად ევა გაუჩინა. ისე, ევა სხვანაირი იყო თავიდან ჩაფიქრებული, მაგრამ მერაბიშვილს არ უთხრათ და ცოტა მოწეული იყო კუზანოვის დიდიდიდი …დიდი ბაბუა და ზომებში ცოტა გააზვიადა და ცოტა დაამრგვალა. ნუ, მერე კიდევ რაღაცეები შეიცვალა ევამ, როგორც

ადამი. გასაუბრებაზე მიდის მენეჯერის თანამდებობაზე და მოწესრიგდა ბიჭი

პირველ კლიენტს, დიდი ფასდაკლებები შეხვდა და ტუჩის დაბერვა და ბოტოქსი იაფი დაუჯდა.
მოკლედ, გაიცნო ადამმა ეს გოგო. სხვათა შორის, ქერა იყო ევა და მაქედან მოდის გამოთქმა, ქერები სულელები არიანო. ეგ რომ თქვა ადამმა, სხვაფერ თმიანი ქალი კი არა, საერთოდ სხვა ქალი ნანახიც არ ჰყავდა, მაგრამ კი დამმკვიდრდა და …
და ცხოვრობდნენ ასე “გრაჟდანსკი ბრაკით”, მაშინ სად იყო კონკა და ხელის მოწერები.
ერთ დღესაც, ევამ ბაზარში წავალ ვაშლის საყიდლადო, ადამმა კი უთხრა, აგე გადადი მეზობლის ბაღში და მოკრიფეო (მეზობელი სად ჰყავდა ერთი, საინტერესოა?!), მაგრამ არაო, დაიჟინა ქალმა და კაი ჩიტიც დაიჭირა. ხოდა ეს კაი ჩიტი რომ დაიჭირა, ჯარიმის გადახდაც მოუწია და დარჩა უფულოდ, მაგრამ ხელ–ცარიელი ვერ მივიდოდა, ასე უვაშლოდ, ამიტომ დაუჯერა ადამს, გადავიდა მეზობელთან ჩუმად (არა რა, რომელ მეზობელთან, მაინც ვერ გამიგია!) და დაუცარიელა ხე.
ამ საქციელით შემოერღვა მეათე მცნება (უკვე არსებობდნენ ეს მცნებები, თქვენ არ იცოდით უბრალოდ): სხვისი არაფერი მოგინდესო, და ედემის დასახლებიდან დეპორტიც აირტყეს, ეგენი ხომ უვიზოდ იყვნენ.
აუ, გაგიჟდა ადამი, ნათესავი ჩვენ არა გვყავს რომ მივადგეთ და სასტუმროს ფულიც არ გვაქვს და ვაბშე, ფული რა არისო, ასე

ახალგაზრდა და ასაკში მყოფი ევა – photoshop CS5

ჩემოდნებზე ხომ არ ვისხდებითო და დაიწყეს მუშაობა. ამ მუშაობაში გაკეთილშობილდნენ, გადასახადების გადახდაც დაიწყეს, ნაგავსაც აღარ ყრიდნენ ქუჩაში და ასე ამერიკულად ცხოვრობდნენ. (ისე, მართლა, ამერიკას ადამის და ევას სტილი აქვთ აღებული საცხოვრებლად).
მაგრამ ახლა მთავარი რა არის:
ყველას რომ ჰგონია ევამ შეაცდინა ადამიო და ისაო და ესაო, აბა დაუფიქრდით ნაწერს. თითონ ევა არის მსხვერპლი. მასზე მორალურად იმოქმედეს, რამაც გამოიწვია საკაცობრიო ცვლილება. მაგრამ ხომ გეუბნებით, ჯერ ვერაფერი გაგიგიათ ბიბლიის მეთქი, მაგრამ არაფერია, ნელ–ნელა აგიხსნით და სიმართლეს დაგანახებთ. ახლა არქივში ვიქექებოდი და ფოტოები ამოვიღე, რომ გენახათ როგორ გამოიყურებოდნენ. ევასთან ფოტოშოფიც გამოვიყენე, რომ ახალგაზრდა და “მერე ევა” გენახათ, ბოლოსდაბოლოს ორკვირიანი კურსი ტყუილად ხომ არ გავიარე. აი, სად გამომადგა.
ბუნებრივია მათი შვილების ამბავიც დაგაინტერესებთ, მოგიყვებით, განა მეზარება, მაგრამ ახლა ჩემი სერიალი იწყება, მაინტერესებს დანიელა რას შვრება, ბავშვი ჰყავდა ცუდად, “ის” კიდე არ მიყვება, წინასწარ თუ გითხარი რა მოხდება, საინტერესო აღარ იქნებაო. არადა, ვკვდები ინტერესით ალეხანდრომ რომ ცოლი მოიყვანა, როდემდე გაქაჩავს ნეტა.
აბა, არ იცელქოთ, დღეს რაღაც არ იყო ხასიეთზე “ის” და უარესად არ გააბრაზოთ

სიყვარულო ძალსა შენსაო და ჭირი შენ!   Leave a comment

სულ არ ვაპირებდი ამ შუაღამისას მოწერას, მაგრამ რაღაცნაირი დღე გაგვითენდა კი არა, დაგვიღამდა მე და ჰესტიას. ჰესტია ხომ იცით? ისე, რაც იცით, ბარემ ისიც იცოდეთ რომ არასწორად იცით. იმდენი ჭორია მოგონილი და მერე ინტერნეტით გავრცელებული, რომ სხვა გზა არ გაქვთ, კითხულობთ და იჯერებთ. მოკლედ, მე დამიჯერეთ, რასაც აქ წაიკითხავთ, ის არის სიმართლე, თან პირველი პირიდან მოყოლილი, ხუმრობა ხომ არ არის?!
და მე და ჰესტია დღეს წავედით იმ ქუჩაზე, სადაც ზეცის საუკეთესო ბარებია ერთად თავმოყრილი. ერთ–ერთი ავარჩიეთ, ძააალიან გვიყვარს ეგ ბარი, შევედით და რა შევედით??? რომ წამოვიდა ეს ჩაძინებული მოგონებებიიი … თან რა ჟანრის არ გინდა რომ იყოს, კომედია თუ დრამა თუ რომანტიული.

კუპიდონია, მაგრამ სახის წაშლა მთხოვა, ეს რა პოზაში გადაგიღივარო

ხოდა ვუყურებდით მე და ჰესტია ერთმანეთს თვალებში და ასე ვტივტივებდით წარსულისმე + ჯონი, მაგრამ აქაც წავშალე სახეები, მგონი იოკოს ჩემი ბლოგი გამოწერილი აქვს და მაჟრიალებს მაგ ქალზე ტალღებზე, რომ ჰოტეიმ დამიმესიჯა, მეც მოვალო. ჰოტეი არის ვინც არის.ჩინელი ღმერთია სიცილის და მატრაბაზობის. ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და გაცინებულ ბუდასაც ეძახიან. მაგრამ სანამ ჰოტეი მოვიდოდა და დაიწყებდა თავის მატრაბაზობას, მანამდე უნდა აღვნიშნო კუპიდონის გამოსვლა. ახლა ყველა ღმერთს დაწვრილებით ნუ ამახსნევინებთ, ერთს ვიტყვი, რომ სიყვარულის ღმერთია და სახელს ამართლებს.
ეს ბარაბანშიკი კუპიდონი დამჯდარა ჯოხებით ხელში და არც მესალმება. ხან იქიდან შევხედე, ხან აქედან, ხან ჰესტია გავახედე, მაგრამ შენც არ მომიკვდე! (ტფუ ტფუ ტფუ, მაგ სიტყვას ნუ ვახსენებ, ასრულება იცის). ბოლოს ავდექი და ტუალეტთან დავუსატკავე და რაც სათქმელი მქონდა. ყველაფერი ვუთხარი, დაღლილი იყო, თორემ სახე შეეცვლებოდა ცოტა მაინც.
მოკლედ, ასე თუ ისე, გავარკვიე ურთიერთობა და დავუბრუნდი მაგიდას და ვინ წამომჯდარა მეოთხე სკამზე??? იანუსი. იანუსი და ჯანდაბა! მაგრამ იმ დღეს კი კარგი იყო.
ახლა თქვენ დროში არ აიჭრათ, ეს ძველი პოსტია ახალი გაგრძელებით.
ეს მოგონებები და წარსულში ბოდიალი კარგია, მაგრამ ამ ჯონსაც რომ ვერ ვივიწყებ კაცო?? არ გამიხდა პრობლემად ეს ლენონი?! ახლა შერიგებაზე ვფიქრობ, აბა, ეს ანგელოზი როდემდე ვიყო მარტო, თან ამასწინათ სიმღერა მომიძღვნა და დაიღვენთა ეს ჩემი გული, ადრეც ხომ გითხარით, გულჩვილი ვარ მეთქი. თან დილით დედა ტერეზასთან შევიარე, მაღაზიაში მივდიოდი და რამე ხომ არ უნდა მეთქი და დამტოვა ჩაიზე, მომაყოლინა პირადულები და გამოსვლისას მომაძახა, გიყვარდეს მოყვასი შენიო, თითქოს ბიბლიის გამოცემაში არ მქონდეს მონაწილეობა მიღებული!
ისე, ცოტა მძიმედ კი მახსოვს ეგ პერიოდი. დავწერდით რაღაცას, მერე “ის” წაშლიდა, არა, მაგათთვის ზედმეტად რთულია, ვერ

ერთი საორჭოფო კითხვა მაქვს, იქნებ რაიმე მითხრას რა

გაიგებენო და ასე ხდებოდა ყოველ აბზაცზე. საბოლოოდ მაინც რთული გამოვიდა, ბოლომდე მაინც აზრზე არ ხართ, არადა ამდენი საუკუნეა ჩაჰკირკიტებთ, მაგრამ არაფერია, მოვა მეორედ და მიხვდებით ყველაფერს. ხოდა ეს “გიყვარდეს მოყვასი შენი” ჩემი შთაგონებითაა დაწერილი. იმ მომენტში კაკ რაზ კაბინეტში შემოვედი ხელფასების თაობაზე. იგვიანებდა და დამინახა თუ არა “იმან”, ტაში შემოჰკრა, ეგარიო და ჩააჯინა ფრაზაც!
მერე იმდენი გრამატიკული შეცდომა გაგვეპარა, რომ ძველ ქართულს მივაწერეთ.
მერე გავარჩიოთ თუ გინდათ და ამ გახსენებაზე 10 მცნების ამბებსაც მოგიყვებით, მაგრამ ახლა წავედი, ყავას დავლევ, გოგოებმა კარგი გადალკა ვიცით, კარგად იხედებაო და ვნახოთ აბა ვინ არის.
p.s. ნოსტრადამუსს არ უთხრათ ამ მკითხავის ამბავი, ამასწინათ კარტი გამიშალა და ისეთები მელაპარაკა, რომ მგონი ცოტა ამუქებს რაღაცეებს, სულ ცეცხლი და წალეკვა და დასასრულიო გაიძახოდა თქვენზე და ჭკუით იყავით

ისევ ვალერიანკა თუ მიშველის   2 comments

კაი ხანია არაფერი მომიწერია, მაგრამ ემოციურად მძიმე კვირა მქონდა. თქვენ თუ გგონიათ, აქ – ზეცაში ანგელოზებს სულ გვილხინს და სადარდებელი არ გვაქვს, ძალიან ცდებით, ჩვენც გვახასიათებს განცდები და სიმთვრალისას ტირილი, ბატონო.
დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ სიფხიზლე დამიჯდა ახლა ძვირად ჩემი მეტიჩრობის გამო.
მეტიჩარა ვაარ, აბა რა ვარ! დღეს ჩინურ რესტორანში ვიყავით (“პიკასოში” – ისე უხარია პიკასოს მის საპატივსაცემოდ რომ დაარქვეს, რომ კაცი მეცხრე ცაზეა, არადა მისი საშვი მეორეს იქით არ ჭრის, მაგრამ ხომ გითხარით, “ის” კეთილია მეთქი და თან ხელოვნებასაც აფასებს) მე და იანუსი და ცოტა არ იყოს და გამაბრაზა. ეს ბოლო რამდენიმე ათასწლეულია მაბრაზებს. რა უნდა ვერ გამიგია.
ეგ არაფერი, სხვა ისეთები ხდება მანდ – მიწაზე, რომ თქვენს გამო ოხრად მაქვს სამუშაო. ხან სულები დაახარისხეო, ხან გადახედე მაგათ (თქვენ – ადამიანებს), რაღაც თავს გავიდნენო. მოკლედ, გამაგიჟებთ რა.
დღეს შაბათია, არ ვმუშაობდი და კურიერის ერთი ბლოკი ვნახე, ბუდაზე იყო.
კაი კაცია ეს ბუდა, მაგრამ არ გრცხვენიათ? ეს ამხელა კაცი აქ წვალობს, აღარ იცის რით დაგეხმაროთ და თქვენ კიდე ზიდჰარტას ქანდაკებებს დასდევთ ჩინეთში? მერე კიდე პირი დაგიღიათ, ცუდი ამინდები რატომ არისო. მადლობა თქვით, ნოესნაირი მუშა არ გყავთ ამ საუკუნეში, თორემ წარღვნა არ აგცდებოდათ.

უკაბელოც მაქვს, ჩამორჩენილი არ გეგონოთ

ეგ კი არა, საღამოობით ვიღაც რეკავს და ხმას არ იღებს ტელეფონში. ეჭვი მაქვს რომ დედამიწაზე აქაური კოდი გაიგეს და რომელიღაცა თქვენგანი მაიმუნობს. დავაყენებ ჩამწერს, და მერე ნახეთ, უახლოეს ორმოში ჩავარდნა გარანტირებულია.
ტელეფონზე გამახსენდა, ისმინებაო დაიზმენებულები რომ ხართ, დიახაც, ისმინება, მაგრამ რად გინდა, ხეირიანს ვერაფერს გაიგებ, ტყუილად დროის კარგვაა.
უხ, ეს რა გაბრაზებული წერილი გამომდის, მაგრამ სულ იანუსის ბრალია, რა უნდოდა, ვერ ვიყავი მშვენივრად მეგობრებთან ერთად?

ტუტუცი მუზები

საერთოდ, ბეძნებთან ვმეგობრობ ძალიან. ოლიმპოს დასახლებიდან არიან, მხიარული ხალხია, ბახუსი რომ მოვა ხოლმე, მერე იწყება სმა და ანეკდოტები, მერე მისი მუზები რომ აკნავლდებიან ხოლმე, ძნელი მოსასმენი კი არის, მაგრამ მალე ამთავრებენ ხოლმე.
ძააან ვდაქალობ ჰესტიასთან. განათლებული და კარგი ოჯახისშვილი ღმერთია, თან რომ მოკლა, საიდუმლოს არ გაამხელს, ცოტა ისაა, რომ … მაგრამ იპოვნის თავის ნახევარს, აბა, რას იზამს?
დილის ექვსი კი არის ახლა, მაგრამ ამ გახსენებაზე, წავალ, დავურეკავ, დეტალებში მას მოვუყვები დღევანდელ საღამოს, თორემ თქვენ კაცი ვერ გენდობათ, სადმე რამე არ თქვათ, ვინმემ არასწორად არ გაიგოს და თავი არ მომეჭრას ამ ანგელოზ გოგოს.

თეთრი მაგიდიდან   Leave a comment

გუშინ ვეღარ მოგწერეთ, ერთ–ერთ მიცვალებულისთვის ნოდარ დუმბაძის წიგნი ჩაუტანებიათ და იმას ვკითხულობდი მთელი საღამო. გენიალური კაცია რა! აი, სულ მასეთები უნდა გაეჩინეთ “იმას”, მერე ხომ იქნებოდით ჭკუით?
აქაც შევხვედრივარ ნოდარს, ერთად ვმსხდარვართ სუფრასთან, მაგრამ ისეთი თავმდაბალი კაცია, რომ ხელნაწერებსაც არ მათხოვებს, სერვანტესთან და დოსტოევსკისთან ვმეგობრობ და ჩემი ნაწერები რა გამოსაჩენიაო, არადა მე პირადად ყველას მირჩევნია.
არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ, ადამიანები ცოტა სულელები ხართ, არც კი იცით რა კაცი გამოუშვით ჩვენთან. ნუ, ახლა თქვენ გამოუშვით, რა, თავში არ აგივარდეთ. უბრალოდ მისი ფილმები რომ ვნახეთ, ყველა ვეხვეწეთ “იმას”, ამოიყვანე, გაცნობა გვინდა თქო და ვეღარ გვაწყენინა.

აფროდიტე. ცოტა თავქარიანი გოგოა, მაგრამ გული აქვს კეთილი

არა, ისე, გულჩვილი კია და მოწყალე “ის”. ჩვენთან ხომ როგორ არის? რამდენიმე, მოდით თქვენს ენაზე – “ინსტიტუტია”. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ღმერთები არიან, მთელი საბერძნეთის ელიტა აქაა, ზევსიდან დაწყებული, ჰადესით და პოსეიდონით დამთავრებული.
მერე რომაელებიც აქ არიან, მარსი და ავრორა, ავრორა ხომ იცით, მზის ჩასვლისას გამოჩნდება ხოლმე, მაგის მონაკვეთი საღამოს 6

ავრორას ფოტო აქაურ ფეისბუქზე. ნუ, ახლა ცოტა ფოტოშოფიც არის რა

მერე იწყება და გიჟდება “რომანტიკულ” წყვილებს რომ ხედავს. აი, ბათუმი უყვარს მაგიტომ, სულ ბულვარში გდია ხოლმე საღამოობით.
ხო, მოკლედ, ვინ გინდა რომ არ იყოს.
აი, ის აიღე, ჩვენი ბებია–ქალი მესკენეტი. ეგვიპტიდანაა და შობადობის ღმერთია, რომ ჰკითხოთ, მაგრამ სულ პირბადით და ხალათით დადის, ღმერთია თუ ბანდიტი, ვერ გაარჩევ და იმასთან მეგობრობს, უნუტი რომ არის, გველის ფორმა რომ აქვს. უიმეეე, ამასწინათ ფეხი დავადგი და დღემდე არ მელაპარაკება.
ხოდა, “ჩვენის” გულჩვილობა და მოწყალება რაში გამოიხატება, იცით? ხომ შეუძლია გაყაროს, მაგრამ არა, ბატონო! ეგ კი არა, ბუფეტში ერთადაც სადილობენ ხოლმე და ხანდახან ფეხბურთსაც ერთად უყურებენ. ძირითადად ამონ რა აგებს ხოლმე და სულ ეგ დარბის ლუდის ამოსატანად.
კაი, გავიქეცი ახლა, მერე მოგიყვებით მაგათ ისტორიებს.

გაციებული სამსახურიდან   Leave a comment

ეტყობა გუშინ ხალათ–მოსხმული რომ გწერდით, მაშინ სადიანღაც დამიბერა თუ რა იყო, ჯანდაბა მაგას, გაციებული ვარ ახლა. არადა ისიც გითხარით, “ამასთან” დაგვიანება არ შეიძლება მეთქი და დილით ნახევრად–ჩაცმული გამოვვარდი სახლიდან.
ამ საკუთარი მანქანის ყიდვასაც ვერ დავადგი საშველი, არადა მგონი კაკ რაზ რომ ქართულ საიტზე ვნახე განვადებით. კარგი ორკარინაი ფორდი მომივიდოდა.
უი, ფორდზე გამახსენდა, მოკლედ, ვზივარ ჩემს მააგიდასთან, მარჯვნივ ყავა მიდგას, დღეს შაქარიც ჩავყარე, ჩემი გემოგლობინი არ მომწონს და … მოკლედ, ვზივარ და “იმან” არ შემომიტანა სია, ვინც უნდა გამოვიძახოთ?
სიაში ვინ გინდა რომ არ იყოს:
თინა თერნერიო, ჰარრისონ ფორდიო, აი, მაგაზე გამახსნედა, შონ კონნერიო (ეგ კი გამიხარდა, ბევრი მიქარვა არ აქვს დედამიწაზე,

იუმორიც რა გრაციოზული აქვს?! ლავ იუ, შონ!

შეიძლება სადმე ახლოს მოათავსონ ჩემთან, ვგიჟდები ჯეიმს ბონდზე, ისეთი მამაკაცურია!!!), კიდე ისაო, ფრენსის ფორდ კოპოლაო, მაგრამ მერე ამაზე გადაიფიქრა, ახალი ფილმის პროექტი აქვს და ვაცალოთო. მოსწონს “იმას” ფილმები.
მოიცათ, მირეკავენ …
––––––––––––––––––––––
ახალი პარტია მივიღეთ თეთრი ტანსაცმლის, აი, აქ რომ ვაცმევთ ადამიანებს და ზომები უნდოდათ …
––––––––––––––––––––––
მოკლედ რას ვამბობდი?
ხოდა, ფილმები უყვარს მეთქი და ამასწინათ მოვაწყეთ სეანსი, თქვენ რომ კინო გაქვთ, მასეთი. გლადიატორს ვუყურეთ და გავსკდი ტირილით, ეს რა კარგი რაღაც გადაგიღიათ, გადავირიე. თან რა კარგად თამაშობს ეს რასსელლი, კაცო, კინაღამ მეორე კაბინეტში მივაკითხე, ძლივს დამაჯერეს რომ ტყუილიაო. ერთი მაგასაც დაველოდები, ჯონის არ იყოს, იქნებ რამე გამომივიდეს.

აქ ტკბილი მოგონებებისას ვსვამთ და ორივე წითლები ვიყავით უკვე :)) ლუციფერთან ვართ ბინაში

მაგრამ ასეთი ცანცარა კი არ ვარ, უბრალოდ, ხომ გითხარით, ჰუმანური ვარ, აი, თქვენ რომ დედა ტერეზა გყავდათ, ახლა ჩვენ გვყავს, ისე, კაი ქალი კია, და მეც მასეთი გულის პატრონი ვარ, ორივეს გვიყვარს კაცობრიობა.
ისე, დედა ტერეზაზე გამახსენდა, ცოტა მიხედეთ მაქაურობას, ასე როგორ შეიძლება. გუშინ ღამით ჩაის რომ ვსვამდი, ფანჯრიდან ვიყურებოდი და ზევიდან კარგად ჩანს რეებსაც მიჰქარავთ, სირცხვილია, თავი შეიკავეთ, კაცო. რაღაც ბაღი როა, ალექსანდროვიო თუ 9 აპრილიო. კარგით რა!!! იქ ამბები იყოოო … ეგრევე ლუციფერს დავუმესიჯე, საშენო სანახაობა გაეძრო, მიდი გადახედე – თქო. აზაბოჩენია ჩვენი ლუციფერი და უყვარს ეგეთები.
ისე, კაი ბაბნიკიც არის ყველაფერთან ერთად. თან სიმპატიურია როგორი?! უჰ, ავ თვალს არ დაენახვება, მარა პრინციპში რას

აი, რომ ვუთხარი ლუციფერს, მეგობრებად დავრჩეთ მეთქი, გაუტყდა

დაენახვება, თითონ არის ავი თვალი. ერთი პერიოდი ვხვდებოდით, მაგრამ მერე ოჯახზე და ეგეთებზე დამიწყო საუბარი და მე ჯერ არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის მეთქი.
კი გაუტყდა და არ გამიბაზრო, რომ შენ მიმატოვე, თორემ მერე დიონისეს მუზები დამცინებენო, მაგრამ მეც თქვენ გეუბნებით, სხვას ხომ არავის. ისე, ეგ მუზები არ მიხსენოთ. ამასწინათ შოფინგზე შევხვდი, სულ ზეპირად იციან სეილები და მეორადები. ისეთი კარგი ფესხაცმელი მაყიდინეს ქუსლოჩკებზე, რომ ახლა სალონში ჩასვლა დამრჩენია, და ყველა მოციქული ჩემი იქნება და დაეთხრება კიდევაც თვალები ზოგ–ზოგიერთებს აქ!!!
აბა, რა ჰგონიათ? ზაოდ–კრაოტი კი მაქვს მე!
უჰ, ვეღარ მოვიდა რა ეს ჩემი ბრეიქიც, მოვკვდი ეს გაციებული ქალი, დილიდან აქ ვზივარ.
წავალ ცოტა ადრე ავიღებ შესვენებას, მოწევა მინდა და “ის” მიშლის, ხომ იცი ლუციფერს უხარია შენ რომ პაპიროსს ქაჩამ და ეშმაკი ბიჭია და გძნობები ისევ გაუჩნდება შენს მიმართ, ცოდოაო.

მე და ჯონი   Leave a comment

ახლა ჩემს სახლში ვარ, ახალი მოსული სამსახურიდან და რაღაც ვერ ვისვენებ, უნდა მოგიყვეთ ერთი ჩემი “ინტრიშკა” ისევ და ისევ ჩვენს ჯონზე:
ახალი მოსულია ჩვენთან, ჯერ ბოლომდე არ არის განაწილებული თავის ადგილზე და ხშირად გვიწევდა შეხვედრა. ხან კაბინეტში იბარებდნენ, ხან წესებში ვერ ერკვეოდა და კითხვებით გვაკითხავდა, ერთი–ოჯერ ვითომდა და ნომერი შეეშალა და ჩემთანდ დარეკა … მოკლედ, ამდენ წინდაუკან ბოდიალში რაღაც გაჩნდა ჩვენს შორის.
საერთოდ, ჩემი სუსტი წერტილი გიტარიანი ბიჭებია და რომ ვხედავდი ამ 40 წლის მუსიკოსს, ცოტა არ იყოს და ვფორიაქობდი და ერთხელაც ვეღარ ვუთხარი უარი ჭიქა ყავაზე. ბევრ ყავას ვსვამ და ეტყობა დამიმუღამა.
ბეეევრი ვისაუბრეთ, ესაო, ისაო, იოკოო, ჩემი მეორე ცოლი, მაგრამ პირველი სიყვარულიო და მეც არ მიმაყოლა სიყვარულების

მე და ჯონი. აქ ქუსლებზე არ ვარ და იმიტომ ჩანს მაღალი, თორემ ისე 179 სმ–ია

ნუმერაციას??? გადავირიე ქალი, მთელი თქვენი ქვეყანა მაგათზე ლაპარაკობდა, აქაც საკმაოდ კარგ მუსიკოსად ითვლება და ჭორ–მართალს გაიგონებს კაცი და მეც არ გამრია საქმეში?!
მაგრამ რა ვქნა რომ ზედმეტად ჰუმანური ვარ ზეციურობისთვის, ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა ამდენს და გიტარის ჰანგებზე ყავა ალკოჰოლით შევცვალეთ.
ამ წრუპვა–წრუპვაში (გლინტვეინს ვსვამდით), როგორ დაბნელდა ვერც გავიგე, ვერც ის გავიგე დღემდე ჩემი სახლის სიგნალიზაცია

ქვევით წერია: ლოვ, შეილაო. აქ არა ჩანს, თორემ ...

როგორ მოხსნა ამ ოხერმა, მაგრამ დილით რომ გავიღვიძე, თავის ტკივილი და ჯონი ძლივს გავარჩიე ერთმანეთისგან.
დარწმუნებული ვარ კარგი იყო მასთან, არაფერი მახსოვს კია, მაგრამ ავტოგრაფი მაინც გამოვართვი, მე იქ ჩამსვლელი არ ვიყავი სადაც ახლა თითონაა.

იოკო და ჯანდაბა!!! მეტი ცუდი ფოტო ვერ ვნახე ასატვირთად, მაჟრჟოლებს ამ ქალზე

ერთი ეს კია, რომ იოკოსთან პირნათელი ვერ გამოვდივარ, მგონი მართლა ევასებოდათ ერთმანეთი მაგათ და აქ რომ ამოვა ონოების ქალი, თვალებში როგორ ჩავხედო არ ვიცი.
ნუ გამიბაზრებთ ახლა ამ ამბავს, უბრალოდ თქვენთვის ჩუმად გშურდეთ, თორემ გამიგია იაპონელებმა დანდობა არ იციანო და შარის თავი არ მაქვს ჩემი ბუნებრივი სისუსტეების გამო, თორემ განა პირველია ეს შემთხვევა.
მოკლედ, თქვენ რომ ბორჯომი და ნაბეღლავი გაქვთ, ჩვენც გვაქვს საპახმელიო რაღაცეები და ისევ იმათმა მიშველეს, ჩინური სუპიც დავაყოლე, აი, ცხარე–მჟავე როა და ასე თუ ისე, მოვედი გონებაზე და მოვიდა მესიჯიც:
ვოთ არ იურ ფლანს ფორ თუნაით–ო.
აი, მანდ უკვე ვეღარ მოვითმინე!!! ის არ ეყოფოდა, გუშინ რომ შემაბა ეს გამოუცდელი გოგო? ახლა კიდე დღევანდელ ღამესაც აპირებდა ბიჭი გულაობას, მაგრამ რა მისი ბრალია, ეტყობა კარგი ვიყავი რა. რამ გამამწარა არ ვიცი, მაგრამ ასევე პირდაპირ ვაჯახე:
დიარ ჯონ, ამ სორი, ბათ ლივ მე ალოუნ, აი დონთ ლავ იუ–მეთქი.
მე კი მსდია ცოტა ხანს კიდევ, მაგრამ ჰა, აბა არ დასცალდა, წააბრძანეს იქ, სადაც ახლაა (ტფუი! … მტრისას).
თუ მოახერხა, ახლაც მიგზავნის ხოლმე იქიდან მესიჯებს და ბოლოში სულ ასე ამთავრებს: :* ან “ქისს”–ო მიაწერს ხოლმე.
არა, ხომ ყოფილია, მაგრამ მაინც უხარია ხოლმე გულს რა წაკითხვა.
ეეეხ, გადავვარდი ახლა მოგონებებში, არადა ხვალ ადრე ვარ ასადგომი, “იმასთან” დაგვიანება არ შეიძლება, არ იცდის ქვეყანა.
წავალ ახლა, ხალათს მოვისხამ, ჩაის დავლევ ფოტოალბომით ხელში და დავწვები მერე, აბა რაღა ვქნა.
ძილი ნებისათ და ჭკუით, იცოდეთ …
ჯონ … მაი ბეიბი ჯონ …

ხედი ზემოდან #1   Leave a comment

მოთეთრო – მეთქი კი დავირქვი ახლა, მაგრამ მთლად მასეც არ არის საქმე. არც ისეთი თეთრი ვარ, რომ აქ – ზეცაში – სოლარიუმების რიგში ვიდგე და ტონალურები ვიდღაპნო სახეზე. ისე, საერთოდაც, დღეს სულაც არ ვარ თეთრი.
ვიცი, თქვენ, მანდ – ადამიანებს გაინტერესებთ რა ხდება აქ ჩვენთან, მსუბუქად რომ ვთქვათ “ნაკლებ–ადამიანებთან”. ნუ ახლა, მთლად დაწვრილებით ვერაფერს მოვყვები, სეკრეტები და ტაინები ჩვენც გვაქვს, ბატონო, მაგრამ რაღაცეებს გეტყვით.
დავიწყოთ ჩემით:

დაახლოებით ამდაგვარია ჩემი მაგიდა, ოღონდ თხილის ხისგანაა

მე თქვენს ენაზე “სეკრეტარშა” ვარ, “მისი” კაბინეტის შესასვლელთან ვზივარ თეთრ მაგიდასთან, ტელეფონის ორი ყურმილი მიდევს. ერთი პირადულია, მეორე კი “ფირმას” უკავშირდება. ყავის ჭიქა ყოველთვის მარჯვენა კუთხეში მიდევს, ბავშვობიდან ცაცია ვარ და ხელი რომ არ წავკრა წერისას. კოსმეტიჩკა ქვედა უჯრაშია სარკესთან ერთად, იმედნად მალე მეცვლება გარეგნობა, რომ ხშირად მიწევს ჩახედვა და LCD კომპიუტერი თვალებს მიღლის ხშირად, ოღონდ შნურია რაღაც უცნაურად, სულ მებლანდება ფეხებში.
ხო, ისე, მე ისეთი სეკრეტარშა არ გეგონოთ, ამერიკულ ფილმებში რო არიან, უფროსებთან რომ მაიმუნობენ რაღაცეებს. მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, ნუ, ახლა იმ კომპიუტერის შნურივით მოუწესრიგებელი ხანდახან, მაგრამ მაინც … აქაური ეთიკაც ეთიკაა !
რამდენი წლის ვარ არაა საჭირო დასაწერად, თორემ არ დაიჯერებთ და თან (ნაო)ჭიანს წარმომიდგენთ, ვიცი მე თქვენი უაზრობები.
საყვარელი ადგილი განსატვირთად ბრაზილიის აყოლებაზე მაქვს ზეცაში, მიყვარს პლიაჟი და კოკტეილები.
ვერ მიხვდებოდით და გეტყვით, რომ აქ ასეა: რომელ ადგილსაც გინდა აირჩევ და იგივე შეგრძნებებს ეუფლები, რასაც მიწაზე, ოღონდ თქვენ რომ მთელი ცხოვრება ფულს აგროვებთ/იპარავთ ან ლატარიაში იგებთ (ჰმ! ვისი დამსახურებით?!) და ამის ხარჯზე ნებივრობთ, ჩვენთან, ბატონო უფასოა, ოღონდ დამსახურება უნდა. ანგელოზობის ამბიცია გაქვს და კარგად იქცევი?? – აიღებ კარტას, სადაც “კარგი” და “ცუდი” გეწერება და იმის მიხედვით გულაობ.
ხო, ბრაზილიაში მეგობრებთან ერთად არის კარგი, თორემ ბავშვებს დისნეი ლენდის თავზე ვასეირნებ ხოლმე.
ისე, დისნეიც აქაა, ვოლტი. კაი კაცია, მაგრამ დედამიწის ცხოვრებიდან მავნე ჩვევა გამოჰყვა: აქაც ყოველ 5 წუთში ერთხელ იბანს ხელებს.

ისე ისეთია, არ შეცვლილა, აქაც დაბომჟაობს

ამასწინათ თხოვნით მოვიდა, “იმასთან” საქმე ჩამიწყე, იქნებ ერთ მოლანდებაში გამიშვას, სათქმელი მაქვს რაღაც გუFის თაობაზეო. რავი, განცხადება კი დავაწერინე და …
ისე, ახლა ჯონ ლენნონის დაბადების დღე აღვნიშნეთ, ოღონდ ტორტზე 70–ის მაგივრად, სადღაც 500–მდე სანთელი ავანთეთ, თორემ ისე ბნელა იქ, სადაც ჯონიააა … უუუუჰ!!! მაგრამ მაგ ადგილზე ცოტა მერე მოგიყვებით, ნუ გამაფუჭებინებთ ახლა ხასიეთს.
კიდე აქაურობაზე რა გითხრათ, აბა? ნელ–ნელა ხალხს გავიხსენებ, რაიმე ახალიც მოხდება და მოგიყვებით ხოლმე რა.
მთლად დისკრიმინაციაში რომ არ ჩამეთვალოს ეს პოსტი, ისედაც გაჭირვებული ერი ხართ, კი იძახით, 5 მილიონი ვართო, მაგრამ ზევიდან სათითაოდ მყავხართ დათვლილი და 3–იც არ გამოდიხართ და ამიტომ, აბა ვინმეს გაგიხსენებთ.
მმმ …
იმ დღეს მივნარნარებ სამსახურიდან სახლში, ჩემი სმენა დამთავრებულია, ვიფიქრე, აქაურ პეროვზე შევივლი, კარტაზე ახალი

ჩიენლების უბანი მეორედ მოსვლის ქუჩაზე

სიკეთე მაქვს და ცოტას გავიგულავებ მეთქი, რომ ერთი ქართველი არ ამეკიდა? არა, კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ცოტა არ იყოს და უცნაური. კაცი სამოთხეში მოხვდა, ცოტა ნაცნობობით, ცოტა – თავისით და მაინც უკმაყოფილო იყო!
ამდენი ჩინელი რომ არის აქ, აქაც გლობალიზაცია იწყება, საქონელი უხარისოაო. იმას კი არ ამბობს, ცუდად ვიქცევი, რომ ავტობუსით უბლილეთოდ დავდივარო. აქაც დავაყენებთ კონტროლიორებს და მერე ნახეთ. გადარევთ თქვენ კაცს რა.
აი, მერე, ცოტა პირადულსაც დავწერ, თქვენ მე მართლა მოცლილი არ გეგონოთ, ახლა “ის” მიბარებს, მანდ რაღაც მიქარვები ყოფილა, ჩვენი სისტემა error-ს აგდებს თქვენს პლანეტაზე.
ჭკუით იყავით, თორემ წვიმებიდა წარღვნები მერე ნახეთ თქვენ!