Archive for the ‘heaven’ Category

რაო, მიშა, დაგაბოლა ჯექსონმა???   Leave a comment

წინა პოტსში შეგპირდით, მიშასაც გამოვჭიმავ მეთქი და მართლა მომიწევს ისეთი ამბები მოხდა ამასწინათ.
გუშინწინ კაი დილა მქონდა, დილიდან ჯერ თინას მაღაზიაში შევიარე, პროდუქტები ვიყიდე, მერე აქეთ-იქით ვსიერნობდი ჩემთვის, დათბა და მისწორდება მზის სათვალით სიარული, რომ უცებ მობილურზე მესიჯი მომდის, სხვისი ნომრიდან გირეკავ, რეი ვარ და მიპასუხეო, ოღონდ ტექსტი გაუმართავად ეწერა, ახლა ბრმა კაცს რა უნდა მოსთხოვო და ზარიც შემოვიდა.
ალო- თქო და ეგრევე, შეილა, კიდე კაი სახლში ხარ, შენთან სერიოზული საქმე მაქვსო.
რომელი ხარ თქო და რომელს მოგცემ მე შენ, რეი ვარ, რეიო. რით ვერ ისწავლა ამ კაცმა რომ მობილური უშნუროა, მარა მაინც გავახარე, სახლში ვარ, რამე მოხდა თქო?
უიმე, შენ კიდე არ იციო … და ამ დროს პარალელურად მეორე ზარი შემოვიდა, მარტინისგან, ეს სიზმრადაც არ მექნება ნანახიო!!!
ვაა, უკვე მართლა დავინტერესდი, რა მოხდა ასეთი, რომ ყველა ჩემს ტელეფონს ეცა თქო. მაგრამ ტელეფონს კი არა, უკვე მე რომ მეცა მაიკლი, მივხვდი, დიდი ამბავი ხდებოდააა …
საღამოსთვის დავიბარე ჩემთან სახლში ყველა, მორგანიც ამოვიდა, გვერდით სადარბაზოშია, ჩუსტებით გადმოვიდა ეგრევე და აბა, ბიჭებო რა იყოთ, რა ხდება მეთქი და თურმე რა ყოფილა:
მიშას ისეთი უკადრებია, რომ მე მაგას ვერ გავიმეორებ, ვიდეოს ავტვირთავ მარტო:

ახლა ხო ნახეთ რატომ იყო ეს ხალხი აღშფოთებული? განსაკუთრებით ჯექსონების ბიჭი აქტიურობდა, ეს რა გამიკეთა, შეურაცხყოფილი ვარო, დღეს თუ არა, გუშინ მეც ხომ შავი ვიყავიო. მაგაზე კი მეცინებოდა, მაგრამ რომ შევატყვე, სიტუაცია იძაბებოდა, ამანაც გადაფივით არ დაამთავროს მეთქი, და მოდით ბიჭებო, რამე გავუჩალიჩოთ, ბეზობიდნი თქო. სტივს სიხარულისგან მგონი თვალები აენთო და გადავწყვიტეთ, სიგარეტის მაგივრად რამე სხვა მოგვეწევინებინა მიშასთვის.
ახლა, მე მაგას საკუთარ სახლში როგორ ვიკადრებდი? ხოდა, ბეზოტკაზნი კიდე დედა ტერეზა გვყავს, თან ხო მედაქალება, ხოდა ეგრევე სფიდ დაიალის 4-ს დავაჭირე და მოვდივართ ძველები, ვიჭორაოთ სიგარეტით მეთქი. მაგაზე უარს როგორ გვეტყოდა, უყვარს რაღაცეებს რომ გვიყვება ხოლმე ახალგაზრდობიდან, ინდოელების ბელადს ვუყვარდიო და ეგეთებს და მოკლედ, მივადექით.
თან მიშას გადავურეკე, არ დამიწყო ბრიფინგები, გზების და შენობების გახსნა, ჩაჯდა თვითმფრინავში და მოვიდა თქო. ამასაც დაუბარებია საქართველოში, ინვესტიციებზე მივდივარ და მერე კიდე ამერიკაშიო და წამოვიდააა. ისე, კაი აფერისტია, კი არ გაწითლდება ხოლმე რომ იტყუება, ერთი ცხვირთან გაისმევს ხელს და ეგაა რა.
ხოდა, მოვიდა მიშაც და ვატყობ, ცქმუტავს. ტუალეტში ხომ არ გინდა მეთქი, არა არა, პროსტა მალე უნდა გავიდე, საქმე მაქვსო.
ერთი კი გამომხედა ეშმაკურად ჯექსონამ, მარა მგონი ჩვეულებრივად გამომხედა, უბრალოდ გამოხედვაა აქვს მასეთი, რავი რა და მიშას მიუბრუნდა, ხელები სველი მაქ, აააგე, ამ სიგარეტს მოუკიდეო რა. ან ის იმხელა კაცი რამ გამოაშტერა დროზე ადრე, რომ დაიჯერა სველი ხელები, ან რა დახამებული იყო პაპიროსს, რო იმხელა ნაპასი ამოარტყა, მგონი სანდრა სახლში არ აწევინებს და აივანზე კიდე მეზობლები ხედავენ და მაგიტო, მარა ფაქტია, მიშა კარგ ხასიეთზე დადგაააა…
ერთი დაასლოკინა და აბა, მე მართლა წასასვლელი ვარ, პრობკები ყოფილა, არადა ჯორჯტაუნში მელიანო.
ერთი კი გადავუბრიალე თვალები მაიკლს, მაგრამ მიშას ამბავი არ იცით? ბოლო სიტყვებს გზაში გაწევს კაცს და გაქრა!!!
ეგ ოხერი ჩემზე სწრაფად გადაადგილდება, რა ძრავი აქვს ასეთი, არ ვიცი.
ნუ, იმ სიგარეტის გაფუჭება ცოდო იქნებოდა, ამიტომ კრუგში დავატრიალეთ და ასე, კაი კაი ხასიეთით დედა ტერეზას ისეთები ვათქმევინეთ, რომ რეიმ და სტივმაც გაახილეს თვალები.
საღამო იყო, სოფიო მირეკავს, გეხვეწები რუსთავი ორზე გადართეო.
დედაა, ნეტა არ მენახა, ეს როგორ შეგვარცხვინა ამ კაცმა, მალალიტრაჟკა რომ იყო კი ვიცოდი, მარა ერთი ამოქაჩვით რომ ასე მოუვიდოდა, არ მეგონა. ბიჭები კი დარჩნენ კმაყოფილნი, ჩინური რესტორანი ჩვენზეა, ობშიაკში შენ არ დაგადებინებთო და რავი აბა, ნახეთ ერთი როგორ იქცევა:

Advertisements

ბიძინა, დამიმესიჯე, თორე ინანებ!!!   Leave a comment

ახლა ძალიან გაბრაზებული რომ არ ვიყო, არ დავწერდი ამ პოსტს, ხო ნახეთ, ხელი მაქვს აღებული წერისგან, სხვა რაღაცეებით ვარ დაკავებული, სადღა მცალია ამხელა ანგელოზ ქალს სამაიმუნოდ, მაგრამ პუშკინს თუ ყავდა აბორიგენი ნათესავი, მეც მყავდა ადამიანი წინაპარი და მომეძალა ემოციები.

ვინ გამოგიყვანა საჩხერედან? ახლა აღარ გინდა შეილა, ხო???

ვინ გამოგიყვანა საჩხერედან? ახლა აღარ გინდა შეილა, ხო???


მოკლედ, რაშია საქმე:

გადამაგდეს!!! ხალხნო, გესმიით?!! გააა-დაა-მაააგ-დეეეს !!!

ვინ და ძალიან რომ გიყვართ ბიძინა, იმან!!!

სულ თავიდან დავიწყებ, როგორ გავიცანი:

რამდენიმე ათწლეულების წინ იყო (არ მიყვარს წლებში დაკონკრეტება), შევედი მარკეტში, ფასდაკლება იყო პროდუქტებზე და ავიღე რაც სულს და გულს უხარია და ველოდები კასირშასთან ჩემს რიგს, რომ ჩემამდე ერთი რაღაცნაირად ჩაცმული ბიჭი დგას და ხურდას ითვლის. სიგარეტი როა “პირველი”, მაშინ ლარი და ოცი ღირდა, მაგრამ მაინც აკლდებოდა ხურდა და დავუმატე, ოღონდ მალე მოსულიყო ჩემი რიგი, გადავიხადე ჩემი პოკუპკების და გამოვედი, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ, რომ მარტინი და სურნელოვანი სანთლები და “notebooკ“-ს ვუყურო და არ ამეტორღიალა ეს ბიჭი?!
შენთან ვალში ვარ, იქნებ ერთი ღერი აგეღოო, არადა, ჩანთაში კენტი მიდევს, რვა ნომერი, მაგის ქეციანი პირველი რად მინდა, არა მეთქი, აბა, მაშინ მიგაცილებო და ვახ, ვერ მოვიშორე რა, თან მშიერი თვალები ჰქონდა და ბარემ, პარკებს ვათრევინებ მეთქი და ასე გავიცანი ბიძინა.
მაშინ სად იყო ბიძინა, ბიძოს მეძახიან უბანშიო, ნახალოვკაშიო.
დავაპურე, ეგ კი არა, აბაზანაშიც შევუშვი, საჭირო იყო რა და უკვე აზრზე რომ მოვიდა, DVD-ს ვუყუროთ მეთქი. სანამ ავუხსენი ეგ რა არის და დავაჯერე რომ ასეთი რაღაცეებიც არსებობს, გავიდა მთელი საღამო და თვალი მოჰკრა კომპიუტერს.
ვაიმეეე, ახლა ამაზე დაიწყო, ეს რა არის, ის რა არისო და ბევრი რომ არ ელაპარაკა, ყველაზე მარტივი – ექსელში მუშაობა ვასწავლე.
სკაიპიც გავუხსენი, ოღონდ ბიძო-1956 უნდოდა, ჩემი დაბადების წელიო და ბანძია თქო, მაშინ შავი ტიტაო და ასეა დღემდე სკაიპში.
მოკლედ, ეგ იყო და ეგ. ჩაუჯდა კომპიუტერებს, გაიტანა-გამოიტანა, აქეთ-იქით და აიწყო ბიზნესი.
ჯერ დენძი და სონი გაასაღა, მერე IBM, Pentium 1,2,3 … HP, DELL …
ხოდა, რაღად უნდა შენი შეილა? FB-ში კი ვყავარ მეგობრებში, მაგრამ მარტო ფერმის თამაშების მოწვევას მიგზავნის.
ამასწინათ დავურეკე, ბიძო, რას შვრები, გავიგე საქართველოს ხელისუფლებაში მოსულხარ მეთქი და ბიძო არა, ბიძინაო. გულში კი ვიფიქრე, თუ გამოგაჭენე შე შავო ტიტავ ჟურნალ თბილისელებში, მერე განახებ ბიძინობას მეთქი, მაგრამ შემეცოდა, რომ მახსენდება როგორ ეძებდა ხოლმე კლავიატურაზე ექსელისთვის ციფრებს, გული მიკვდება.
გავმწარდი და რა გავმწარდი, შეხვედრა დავუნიშნე, თან გავაფრთხილე, შენ იხდი მეთქი, გამოვეწყვე საუკეთესო ნარიადში და მივედიიი …
კურიერში რო არ მყოლოდა ნანახი, ვერც ვიცნობდი, მოტეხილა ცოტა, მაგრამ არ შევდრკი. რო დამინახა, წამოდგა, გამოიქცა, ჩამეხუტა, ჩემო შეილაო. ახლა გავხდი შენი შეილა, FB-ში რო გწერ, რას მაიგნორებ მეთქი? ხანდახან ჩემი ბიჭი შედის და არ მინდა მასეო.

ან მანქანის ტარება ვინ გასწავლა და ვინ გიყიდა პრავა?!

ან მანქანის ტარება ვინ გასწავლა და ვინ გიყიდა პრავა?!

გაჭედვების თავი არ მქონდა, გავუტარე და შევყევით საუბარს და მარტინს (სიმბოლურად მარტინს ვსვამთ ხოლმე, ჩვენი გაცნობისას რო გაუსინჯა გემო, მაგ პონტში) და მოვიხედე, მის სახლში ვარ.
თავიდან კი ვიფიქრე, ლუვრში რა მინდა მეთქი, მაგრამ არა, რა ლუვრი და პარიზი, თბილისია, მთაწმინდაო და კოცნა რომ დამიპირა, ავტეხე კივილ-წივილი, ცოლს სანამ არ გაშორდები, ჩვენს შორის არაფერი იქნება მეთქი, თან მეორე დღეს ლენონების ოჯახში ვიყავი მიწვეული და ჯონს ასე ვერ მოვექცეოდი.
გავშორდებიო – მეტი არაა ჩემი მტერი, რო ეგ მაგას იზამს, მაგრამ ვუთხარი, შენთან სალაპარაკო მაქვს ფხიზელ თავზე და 20-ში დამიმესიჯე თქო და აბა, ჰა?! სადაა მესიჯი?!
ჯანდაბა, ბიძო, შენს თავს, ნახე თუ არ განანო ეგ შენი პრემიერმინისტორბა, ჯერ კიდე მაქვს შემორჩენილი სვიაზები. როგორც მიშას პრეზიდენტობა არ შევარჩინე!!!
აესე, ახლა სუ გამოვაჭენებ ხოლმე შენს ამბებს და მერე არ დამიწყო, ჩემო შეილა, ამას გიყიდი, იმას გიყიდიო, ტოჟე მნე ონასისი!!!
ხოდა, ახლა კეთილი ინებოს, წაიკითხოს ეს პოსტი ბატონმა ბიძინამ და დამიმესიჯოს, თავი მაინც იმართლოს, რატომ დამადო დღეს, პატარა ქალი ხო არ ვგონივარ მაგას!!! სხვა თუ არაფერი, აგერ, ა, ჩემი ჯონი მეფიცება სიყვარულს და კიდე რამდენი მაგარი ტიპი!!!
p.s. არ დამიწყოთ, რა მიშისტვით წერო, მიშაზეც ბევრი მაქვს მოსაყოლი და მაგ ვაჟბატონსაც გამოვჭიმავ მალე

KGB ერევანში   1 comment

არა, მართლა დიდი ხანი გავიდა, რაც არაფერი დამიწერია, არც ახლა ვაპირებდი, მაგრამ სოფამილამ, აი, ქვედა პოსტში რომ დავწერე მასზე, მოყევი როგორ ხარ, რას შვრებიო …
მოკლედ, ჩემო სოფო, მინდა გითხრა, რომ დამაწინაურეს, მალე ზეციურ პოლიტიკაში ჩავერთვები, ლამაზი კი ხარ, მაგრამ ჭკვიანიც ხარ, შენნაირი იშვიათი ქმნილება არ უნდა იკარგებოდეს ღრუბლებშიო და საიდუმლო ზადანიეთი ერევანში ვარ.

ანგელოზი ვარ, ეკლესიაში წამოვწექი და კარენმა კინაღამ მსხვერპლად შემწირა

ახლა, არავისთან გამცეთ, როგორც სტუდენტი, ისე ვარ აქ, თქვენ უფლებებს და დემოკრატიზაციას ვსწავლობ. მარა, აი, მართლა ჭკვიანი რომ ვარ რა, დიპლომი დავაბეჭდინე, ვითომ მანამდე ჟურნალისიტიკა დავამთავრე მეთქი, აბა, ეგღა მაკლია, ზევიდან ეყურებინათ ჩემზე, პირიქით, მე ვუყურებ ადამიანებს ზევიდან.
ისე, საღოლ თქვენ რა, ეს რა უფლებები გქონიათ და კიდე წუწუნებთ!!! მართლა მეხის ღირსი ხართ …
ხოდა, რას ვამბობდი, რომ სტუდენტებთან ვცხოვრობ ერთ დიდ სახლში. ცოტა უცნაური ხალხი კია, მარა ანგელოზის ხასიეთი ტყუილად მაქვს? სამი გადარეული ბიჭი და ექვსი გოგო ვართ. ვინ გინდა რომ არ იყვნენ, ნასწია, საშა, კორნელი, არწიომი, ანდრეი, დანიელა …
ლექციები კიდე რა უცნაური რამე ყოფილა, ზიხარ და გძინავს, ამ დროს კიდე სერიოზნი მუჟჩინა რაღაცეებს ყვება. ერთი კია, პროგრამას უნდა ვუთხრა, სკამებს საზურგეები გადაუწიოს, თორე სკოლიოზი მიმსხვერპლებს.
მე და ბენჯამინი <3 სტარი ნოვი გოდქალაქი კი ავითვისე, კვირაში მაქსიმუმ უკვე ორჯერ დავიკარგო, მაგრამ ბარებით ვორიენტიციებ და საბოლოოდ სახლს ვაგნებ ხოლმე.
ისე, ეგ რა არის, მეტი დამაჯრებლობისითვის, სოფაჩკა, შეყვარებულიც კი მყავდა, როგორც თქვენ, ადამიანებს გიყვართ ხოლმე. ოღონდ, მე ლოკალურს ამერიკელი ვარჩიე, მართლა კარგი ბიჭია, აი, დავდებ ფოტოს —>
თან ინგლისურს დავხვეწავ მეთქი, აქ სწავლა ინგლისურად და რუსულად აღმოჩნდა, კიდევ კარგი გამოცდილება მქონდა, გემახსოვრებათ, ჯონ ლენონთან ინტრიშკები მახასიეთებდა და მანდ დავხვეწე, მაგრამ ვის რად უნდა შენი “იმეჯინ” და “ვუმენ” … აქ სერიოზული ბაზარი მიდის, “ფროჰიბიშენებით”და “ებოლიშმენთებით” …
კაი, სწავლა იქით იყოს, და სახლის საქმეებმა ხომ მომკლეს რა. მე რა ვიცოდი, რომ წიწიბურა ჯერ უნდა გაარჩიო? არა, ვინმე ნორმალურმა იცის? ამ კიდე რომ სხვისი თეთრი მაიკა შენს შავ სვიტერთან ერთად არ უნდა გარეცხო? მაგრამ ეგ არაუშავს, არ სწყენია არწიომს. არა, ის თუ იცოდით, რომ რაქშით რომ ხეხავ აბაზანას, ხელთათმანები უნდა ჩაიცვა, თორემ მერე ხელები გექავება?
ხო, კაი, ეგენი გავიარეთ, მაგრამ ახლა მთავარი!!!
ერთი გოგო გავიცანი, თამარა, ოღონდ რაღაც ასე მგონია, რომ თითონაც ჩემნაირი აგენტია. აბა, ადამიანს ამხელა მოთმინე და სიკეთე ჰქონდეს, ცოტა საეჭვოა, მგონი ზეციური კაგებეშნიკია თითონაც. მაგრამ, რომ ვიცნობდი, რა ვიცოდი რა შარში ვყოფდი თავს.
არა, მიხვდებოდით, რომ იუმორი დასიცილი მიყვარს და მის მეუღლეს, ბატონო, გენიალური იუმორი აქვს, მართლა ნესრავნიმი, მარა რად გინდა?! სულ ჩემსკენ არის მომართული!
აი, წარმოიდგინეთ, გავედით ბარში, დავლიეთ (შეგვიძლია და ვსვამთ, აბა?!), მერე თამარა და კარენი მოდიან სახლში, მაგრამ მეც ხო უნდა ავეტორღიალო, ძლივს ჩემიანი ვიპოვნე, ხოდა დილით, სიზმრად რომ მჟავე კიტრს ხედავ, ამ დროს ბალიში გხვდება თავში, ან კბილის პასტა გაქვს ლოყაზე, ან მიწისძვრაა და შენ ისე ხარ დაშინებული, რომ თვალდახუჭული ამბობ, “კარენ, დაი პოსპაწ, ნე ძიორგაი კრავაწ … ” რა ნე ძიორგაი, მისწისძვრაა თურმე, ადექი, თავს უშველე …
სინამდვილეში კიდე,მიწისძვრა კი არა, თურმე “ის” მირეკავდა, პატარა საქმე ჰქონდა და რომ მეძინა, ზარი არ მესმოდა და ვიბრაციით გამაღვიძა რა.
აესეთი ამბებია, სხვა ამბებიცაა, მარა იმეებს ვერ გამოვჭიმავ, სოფიო, რავი, ვინმემ არ წაიკითხოს, სივი არ გამიფუჭდეს, თორემ ჩამეყრება წყალში ამდენი ძილი ლექციებზე და ეგ ხუმრობა საქმე კი არაა.
მერე კიდევ დავწერ მიწიერ ამბებს, ახლა სირცხვილია, ხალხი მელოდება, შეილა შეილაოოო …
ხოდა, აბა, შემდეგ პოსტამდე რა …

მკვდრების ტახტის მыსლები და დოდო   Leave a comment

უუუჰ, კაი ხანია არ დამიწერია არაფერი, ასოებს ძლივსღა ვცნობ, მაგრამ არაფერია, ცოტა გაიჭირვეთ და მიმიხვდით სათქმელს. თან, ცოტა არ იყოს, სანერვიულო პერიოდი მქონდა და მეშინოდა, თვალი არ მეცეს თქო. თან აქ, ზეცაში, ცოტა ძნელია ჯადოს მომხსნელის პოვნა და კიდე, საკეტებს რომ ცვლის, იმის პოვნა. თან ჯადოზე, კაცო, გადაგრევენ, გეუბნებიან თეთრი მაგი ვარო და ამ დროს, შააავი შააავი, პელე რომ მონაგონია, ისეთები არიან. თვალებში გიურებენ და გატყუებენ რა.
არა, ერთს კი ვიცნობ, ისეთია, შავი კატა რომ გადაურბენს, თითონ იფურთხება სამჯერ.
დოდო ჰქვია, ჩემი დოდო.

აი, დოდო, კაკ რაზ მარჯვენა ხელით დალეული ყავის ჭიქა ახალი გადატრიალებული მაქვს

მაგარი ქალია, ფოტოსაც დავდებ, ოღონდ ცოტა სხვანაირს, რომ ბევრმა არ იცნოს, ისედაც რიგები აქვს, თან სტავკა პატარა აქვს და ყველაფერს ზუსტად იძახის.
ამასწინათ გადამრია, შორი გზა გიჩანსო. ერთი კი ვიფიქრე, ალბათ, ვარკეთილში დაქალს ავაკითხავ მეთქი, მაგარ ღომს აკეთებს დედამისი, მაგრამ არა, კაცოოო, მთლად ქვეყნის ბოლოში კი არაო და მართალიც აღმოჩნდა, შემთხვევით ჩავაბარე სომხეთში. ეგ სხვა ბაზარია, მერე იყოს … მოკლედ, დოდო მაგარია რა.
თითონ, ტიპიც გენიალურია და მაგ სიტყვაზე გამახსენდა, მაცივრის კრედიტს რომ დავფარავ, მერე აპარატს გამოვიტან, პოლუ–პროფესიონალს რა, და მანამდე ზენიტით დავსდევდი გადასაღებად და სულ მეჩხუბებოდა, არა ვარ ფოტო–გენიალური, გამანებე თავიო.
იმ დღეს კიდე რობერტ პატისონმა დამირეკა, გეხვეწები, კარგ ვიდზე ვარ და შემხვდიო. ისე, რომ იცოდეთ, რობერტი, რობიკო რა, რობერტ სტურუას საპატივსაცემოდ დაარქვეს, ბებიამისი იცნობდა 80–იანებში. მეტს აღარ გავაგრძელებ,რ ამე არ წამომცდეს, მაინც რა …
ოოო, მეზარებოდა, მარა არ მოისვენა, შემხვდი, შემხვდი, შემხვდიო დებილივით იმეორებდა. ჯანდაბას შენი თავი მეთქი, ამოვიცვი ჯინსები, მაიკა, ახლა, რომ არ მოგატყუოთ, დიდად არ ვეპრანჭები, ცოტა მახინჯია თითონ და არ მინდა ჩემს გვერდით დაკომპლექსდეს. ხოდა, ამ დროს დოდომ დამინახა და სად მიტასაობო. აი, ამ ბიჭს უნდა შევხვდე მეთქი, ჩემს ახალ ნოკია N97–ში ფოტო ვანახე და უიმეეე, რა ამპირივით თვალები აქვსო. დიდი ამბავი, ვ დაავიწყდა. ერთხელ ს დაავიწყდა და მთელი კვირა იმას

რობიკო ჩემი ფანჯერბის ქვეშ, და ეს თუ კარგ ვიდზეა, მაშინ მე რაღა ვთქვა?

იძახდა, ტრესულ მდგომარეობაში ვარო.
ნუ, მართლა გენიალური ქალია რა. ყავაში სად ხედავს ხოლმე ქერა ბიჭებს არ ვიცი რა, ახლაც მითხრა, “შენიო” მალე დაგირეკავს და სისულელები არ ელაპარაკოო.
კიდე სხვა ამბებიც არის დოდოზე მოსაყოლი, მარა ყველაფერი ერთად რომ დავწერო, როგორც თითონ იძახის, ინტუიცია ვიში კლასი მაქვსო და რამე არ იგრძნოს, თორე შეპირებულია, ერთ დღესაც გაგძუყნიო და არ ამისრულოს.
ისე, ამასწინათ კი ვნახე ერთი სტრანნი სიზმარი, ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო, შუაზე აღარ ვამბობ არაფერს.
ვითომ, ბიჭი ვიყავი (ტფუი ეშმაკს და ლუციფერს და ყველა მაგათ) და ვითომ ჩემი თავი გოგო შემიყვარდა … მიხვდით ახლა რამეს? ხოდა, ვერც მე, მარა ფაქტი იყო, ჩემ თავ ბიჭს ჩემი თავი გოგო კაი ხანი არ ვთანხმდებოდი შეხვედრაზე. იმედია არც დავთანხმდი, თორე კარგი არაფერი მოჰყვებოდა ამას.
ეგრევე დოდოსთან გავიქეცი, ეგეც იცის, იანდექსში რომ სონნიკი ჩაწერო, მაგაზე მაგარია დოდო. არიქა, მიშველე, რას ნიშნავს მეთქი. მიყურა, მიყურა და თითი საფეთქელთან დაიტრიალა, შენა მაგრა გაუბერეო. რას უნდა ნიშნავდეს, წადი სანამ არ მახსოვს რაც მითხარი, წყალს მოუყევიო. რავი, კი მოვუყევი და ….
ხოდა, ასეა რა. თუ რამე მიჭირს, დოდოსთან გავრბივარ, ბევრი რამ მასწავლა, მაგალითად: თეთრი ფერი სიზმარში სიჩქარეს ნიშნავსო, პოდკოვა (ნალი ავიწყდება ხოლმე) უდაჩასო (წარმატებაც ავიწყდება ხოლმე), ხახვის ჭრისას დანა ძმარში დაასველეო, ლილოში რო წახვიდე, 4 ნომერი მარშუტკა გაწყობსო, ყოფილებს არ აჰყვეო, ყველა კაცი ნაგავიაო … მოკლედ რა, ცხოვრებას მასწავლის დოდო.
რამდენიმე რჩევას მეც დაგიწერთ, გამოგადგებათ:
“გაზს თუ აუწევ, არ გეგონოს უფრო მალე შეიწვება კვერცხიო”…
“შავი შარვალი თუ დაგჭირდა, ციგნებში ნახეო”…
“ძილის წინ რასტვორიმი კოფე არ დალიო, პიზდეცო”.
“ღამე არ მოგავო, გაუთხოვარი დარჩებიო”… <–– ჯანდაბა, უფრო ადრე ვერ მასწავლა?!
"რაბოტუ დაი, დენგი სამი პრიდუტო" …
"ბევრი სწავლისგან მამაშენივით გარეკავო" …
რავი, გამოსადეგი თუ რამე ნახეთ, გამოიყენეთ, გადამოწმებულია დოდოს მიერ.
ახლა უნდა გავიდე, მკვდრების ტახტზე ვეწევით ხოლმე. მე და დოდო წამოვგორდებით საღამოს და მანდ მოდის კარგი მისლებიო იძახის. მაგ ტახტს კიდე იმიტომ ჰქვია მკვდრების, რომ თუ ვინმეს ფეხი აუცდა აქ ამოსასვლელად და მოკვდა, ჩერეზ მაგ ტახტით ხდება რა, მანდ ასვენებენ ხოლმე. მე და დოდოც გავიშოტებით ხოლმე, და თუ გაუნძრევლად ვწევართ, მართლა ვერ გაარჩევთ ცოცხლები ვართ თუ მკვდრები.
უიმეე, რეებს არის რომ ვწერ, არ ამისრულდეს, ქალმა მეორე მაგისტრატურაში ჩავაბარე ერევანში და ჯანდაბას, მერე მაგაზეც დავწერ.

გეფიცებით ჯონებთან არაფერი მქონია!!!   1 comment

დღეს დღე მქონდა?? უუუF, არ იკითხოთ! ჯერ დილა დაიწყო უცნაურად, მაწვნის ქალის მაგივრად კარტოფილის კაცი მოვიდა. ისე, იაფად კი ყიდდა, მაგრამ რა მეკარტოფილებოდა, თან, ბარემ შემწვარი რომ იყიდებოდეს, კიდე ხოოო … მაგრამ ჩემს ინსტიტუტში ვიყავი წასასვლელი. ვიცი გაგიკვირდებათ, ასეთმა ნასწავლმა კიდე რაღა უნდა ისწავლოო, მაგრამ დიპლომების ხამი გამოვდექი და კაკ რაზ რომ ივლისში დაცვა მაქვს მაგ დიპლომის. დაცვა რა, დაუცველი და მშიშარა კი არ არის, მასე ეძახიან რატომღაც. მოკლედ, ეგ თქვენ გაარკვიეთ, მე იმას ვამბობდი, რომ ბოლოჯერ რომ დაიყვირა იმ კაცმა, კარტოფილიო, ეგრევე თაიმერიც ჩაირთო, ბითელზის სიმღერით. ცოტა

აი, ჯონი რომ მეხვეწება. მე კი ცუდად ვარ ამ ფოტოზე, მაგრამ გავრისკე და დავდე, რომ არ გეფიქრათ, რომ ფოტოშოფი გამოვიყენე

რაღაცნაირი გადასვლა კი იყო, მაგრამ უარესები გამიგონია და არ შევიმჩნიე, არაფრით აქვს პოლზე ნაკლები ხმა იმ კაცს!
ნუ, მერე როგორც ხდება ხოლმე, ჯერ ვიბანავე, მერე მოვემზადე და სულ მალე მივედი კიდევაც, ჭკვიანი გოგო ვარ, სახლთან ახლოს მდებარეში ჩავაბარე, ორ–სამ ნაცნობზე მეტი არ მხვდება გზაში და ნაკლებად ვაგვიანებ ხოლმე (ნივიჟუებს დრო არ მიაქვს).
მივედი, რადიოში შევედი, ეგ საქმე მქონდა და რომ დავიწყე ლაპარაკი, ამ დროს ზარი გაისმა, ვიღაც გზას აცდენილი რეკავდა.
კი გამიკვირდა, მაგრამ აბა, უზრდელი ხომ არ ვარ? ვუპასუხე, FM შეილა გისმენთ მეთქი და ხმას არ იღებს, თან სუნთქვა ისმის. დებილი ხომ არ ვარ? რომელი ხარ მეთქი, მაინც სიჩუმეა და რაღ მექნა, დავიწყე სუნთქვის მოსმენა. მესამე ჩასუნთქვაზე ვიცანი ვინც იყო და ნეტა არ მეცნო რა!!!
ჩემი ……………………………………………………………………………………………..

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აი, ხალხნო, ამ პოსტს გწერდით, როდესაც ჩემმა დაქალმა დამირეკა და გამომლანძღა, რა არის, სულ ერთნაირი პოსტები გაქვს, სულ ზნამინიტოსწებს ეხუტები, რით არ მოგბეზრდა ჯონი დეპიო. არადა, დედას გეფიცებით, ჯონი დეპთან არაფერი მქონია. მიწა გამისკდეს, მე თუ მაგასთან მეჩალიჩოს ან მის შემოთავაზებას პაემანზე დავთანხმებულიყავი. გეფიცებით, “ისაა” მოწმე, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა, მე მაგას ვიკადრებდი???!!! მასეთად მიცნობთ???
თან, ააა ბატონო როგორი შეყვარებული ვარ!!!
თუ ჯონია, მაშინ ლენონი, დეპთან და კენედისთან მხოლოდ და–ძმური ურთიერთობა მაქვს!
ერთხელ კი შევხვდი ჯონ კენედს, გადამეკიდა, გული მიგრძნობს, მალე სიკვდილი არ ამცდებაო, თან ცოტა ნასვამი იყო, სიმხნევეს მმატებს, რაღაც თხოვნა მაქვს შენთანო

იმ საწყალის საფლავი. ჭირისუფალი თუ იცნობს, ბოდიში მოიხადოს იმ წერილისთვის

და ეგ თხოვნა იყო, რომ მოვტყუვდი და შევხვდი. ჩემი სახლის წინ, პადიეზდის კარებთან ჩამოვჯექი და ამ დროს შავი ლიმუზინიდან გადმოვიდა, მუხლებზე დამიჩოქა და მთხოვა. ნუ, რა მთხოვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ბარემ ნოკიას დამტენიც რომ გააყოლა, ეგ ფაქტია. ჩემმა მეზობელმა თვისი ციფრულით გადაგვიღო, თუ ვიპოვნე ფოტო, დავდებ.
მაგრამ არ გინდათ ბატონო საინტერესო ამბები ჩემი ცხოვრებიდან და მაშინ თქვენს პრობლემებს განვიხილავ.
ახლა მისმინეთ, რომ იწერებით, ბენზინი გაძვირდაო, ჩემი ბრალია??? არა, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ჩემი ბრალია??? არა! მე რა შუაში

მერლინი ყველაფერში მბაძავდა და მარიომ რომ შემაშინა, მერლინმაც შეიშინა თავი

ვარ? არანაირ შუაში არ ვარ, არც გვერდით, არც გარშემო, არც სადმე მანდ მაგ საკითხთან, ხოდა დაოკდით.
ან კიდე ერთი წერილი მოვიდა, რაღაც გვიან ბნელდება ბოლო ხანიაო.
მინდა მივმართო ავტორს ანონიმურად: გოგონი, მადლობა თქვი, რომ სინათლე ხელს გიშლით, აიკრძალა ბატონო პარკებში ზასაობა, ა–იკ–რძა–ლააა!!! 400 ლარიან ჯარიმას ხარ გადარჩენილი და კიდე წუწუნებ???
ხო, ამასწინათ ერთი იყო კიდე ასეთი, ეტყობა ვიღაცას ჩაატანეს, არც მიწაზე ვარგოდი და არც ცაში გაამართლებო. რა არის ახლა ეს??? არა, გეკითხებით, რა არის ეს, ჰა??? რატომ ანადგურებთ მორალურად ამ საწყალ ადამიანს? აწ უკვე სულს???

ნეტა რას ვიშლი ნერვებს რა … მოდით, რამე კარგზე ვისაუბროთ, თორემ ანგელოზის მოთმინებაც ამოწურვადია.

დღეს ხომ არის 26? ხოდა, დედაჩემის დაბადების დღეც არის. მამაჩემი ჩემს პოსტებს არ კითხულობს, ამიტომ თითონ უნდა გაიხსენოს …
კიდე ისევ და ისევ რუსულის გაკვეთილი მაქვს რამდენიმე საათში და რუსულად ჩამომახრჩობს მასწავლებელი, რაღაც გავაპრაკატე და …
კიდე, ერთი გეგმა მაქვს, მაგრამ არ დავწერ, თვალი არ მეცეს და კიდე მეშინია ხოლმე, რომ მეზობლის ძაღლი არ მეცეს ხოლმე, რაც კი არსებობს ეგ საწყალი, სულ მშიერია და …
შიმშილით სომალშიც შიათ …
აფრიკაში კი აუცილებლად წავალ, როგორ მიყვარს ის ფილმი: out of africa. ერთი–ერთზე ჩემი ისტორიაა რა. ნუ მომაყოლინებთ, უყურეთ და სიფილისის სცენა ამოიღეთ და ეგაა რა.
რობერტთან სხვა მოგონებებიც მაქვს, მაგრამ არაო ჩემმა დაქალმა და რა ვქნა! კაცის გამო როგორ დავიმდურებ დაქალს.
მოკლედ, ასე დავამთავრებ ჩემს დღეს ახლა, თორემ ცოდო ვარ ხვალ, ხვალ კი არა, 4 საათში უნდა ავდგე და თუ არ დავწვები, როგორ ავდგები? და მერე არ გავიგო ნათქვამი, ქალებს ლოგიკა არ აქვთო, აბა ეს რა არის, ახლა რომ დავწერე?!
ხოდა, წავალ, ჩემთვის გავიხსენებ რაღაცეებს და იქნებ ძილიც მომეპაროს და მოპარვაზე გამახსენდა, ერთხელ მარიომ (ჩიმარომ) ისე შემაშინა, უკნიდან მომეპარა და ვუ–ო რომ დამიძახა, მარა არ მოვყვები!
ვოტ!

ყურებს იქითაც ყოფილა სიყვარული   4 comments

ვაიმეეე, ხალხნო მიშველეთ!!!
მთელი ღამე უდნა გავათენო იმის შიშით, რომ დილით არ ჩამეძინოს, თორემ მომხვდება სერიოზულად. თან ვისგან რომ იცოდეეეთ? ჩემი რუსულის მასწავლებლისგან! მეც არ მჯერა რასაც ვწერ, რად მინდა აქ რუსული, მაგრამ მინდა! არა, გგონიათ არ ვიცი??? როგორ არა, აი, ინგლისურთან ერთად განახებთ რომ ვიცი: i am a table = я стол …
უფრო რთულებიც შემიძლია, მაგრამ აბა თქვენი ცოდნის დონე არ ვიცი, თორეეეემ …

ეს ის დღეა, როდესაც ბონო გავიცანი, საბურავი დაეშვა და ვულკანიზაციამდე მივიყვანე

თან კიდე იცით რაშია საქმე? არ მინდოდა თქმა, მაგრამ შეყვარებული ვარ. აღარც ლეონარდო მინდა, აღარც ოსკარ უაილდი (უიმე, რამ გამახსენა, ეტყობა თითონ მახსენა, ამასწინათ შევპირდი ჩაიზე მისვლას). ხოდა, შეყვარებული ვარ მეთქი, ოღონდ ვერ ვიტყვი ვისზე. საკმაოდ ცნობილი პერსონაა, მერე ინტერვიუების და ეგეთი მაიმუნობების თავი არ მაქვს.
ისე, ცოტა გეტყვით როგორიცაა:
მუქი კანი აქვს, მაგრამ ისეთი ნააააზიიიიი …
თვალებიც მუქი აქვს, ორივე …
ტუჩები არავის საქმე არ არის, არ მაჩხუბოთ ახლა … მოკლედ, ძალიან სიმპატიურია!!!
განათლება ძალიან მაღალი აქვს და იუმორი ძალიან ტონკი (აგე, თუ არ ვიცი რუსული!)…
მანერები ძალიან დახვეწილი და ცხვირსახოცი ძალიან ზოლიანი …
უი, რაც მთავარია, ქართველი არ არის და ჩინეთშია ნამყოფი.
არც უსაქმური არ არის, თავის ბიზნესი აქვს, აბა?! მეც არ მჯეროდა, სანამ მთელი იქაურობა არ მომატარა, სადაც

ეს ის პერიოდია, სიყვარულზე უარი რომ ვუთხარი და საშობაო ბარათი რომ მივიღე, რომის პაპად უნდა აღვიკვეცოო. ძლივს გადავაფიქრებინე

ვიყავით. ოიმეეე, რა კარგი იყოოო … მეცხრე ცასაც ჯობდა, არადა მეცხრეში მაგარი რაღაცეებია.
მოიცათ, კაცო, რა დროს ცაა, ეს რა მომივიდა, ეს მინდოდა ახლა მე???
ეგ რა არის, ჩემი საყვარელი სიმღერები რომ ჩამირთო, დავდნი ამხელა ანგელოზი ქალი …
მოკლედ, ეს ყველაფერი რომ გავაცნობიერე, რომ მივხვდი, რომ ჩემსა და ჯონს შორის ვიღაც ჩადგა, (არა, ჯონი მაინც ჯონია რა), ეგრევე დავურეკე ბონოს. ბონო ხომ იცით??? U2–ს ხმა და ყველაფერი, ხოდა ვუთხარი, წამო, ადრე რომ ვიდექით ხოლმე ქუჩაში, შენ რომ უკრავდი და ქუდს დებდი ხოლმე, ის დრო გავიხსენოთ, თან რამე სენტიმენტალური დმაიკარი, შეყვარებული ვარ მეთქი.
ისე, რომ არ მოგატყუოთ, ცოტა არ ესიამოვნა, თითონ მე ვუყვარვარ, მაგრამ ურთიერთობა გარკვეული გვაქვს, იცის, რომ ჩვენს შორის ვერაფერი იქნება და უარიც ვერ მითხრა.
ხოდა, ჩამოვდექით ერთ–ერთ სკვერთან და დაიწყო სიმღეა:


პატარა რომ ვიყო, ასეთი შეყვარებული ვიქნებოდი, როგორც ეს გოგო იჯღანება

თან, ჩვევაში დღემდე დარჩა ქუდის მიწაზე დადება, მაგრამ ქუდი არ აღმოაჩნდა და ცხვირსახოცი გაფინა. ნუ, რაღა მექნა და მეც ჩამოვუდექი გვერდით. სიმღერა ხომ იცანით? რომ წამსკდა ცრემლებიიი … გამვლელები უნდა გენახათ, ამ ერთ სიმღერაში იმდენი ფული დავაგროვეთ, რომ მე ქოთნის ყვავილი ვიყიდე და ბონომ კიდე მანქანას გავარეცხინებო.
უჰ, თან პატრიკ სვეიზი გამახსენდა, საწყალი, სიმსივნით გარდაიცვალა სულ ახლახანს და ზეცაში დღემდე გზააბნეული დადის, ვერაფრით დაიმახსოვრა სად როგორ გააგნოს გზა, ორიენტაცია არ უვარგოდა ეტყობა, ჯერ კიდევ მანდ.
მერე, გავისეირნეთ მე და ბონომ, თან მიყვებოდა რაღაცეებს, მაგრამ ვერ ვუსმენდი, რა მექნა, შეყ–ვა–რე–ბუ–ლი ვაააარ!!!
მაგრამ, ყოველ წამს არ ვუმეორებდი, მაინც, ვუფრთხილდები მის გრძნობებსაც.
მოკლედ, მე და ჩემი ვა … უხ, ჯანდაბა, კინაღამ წამომცდა სახელი!
ოიმე, ახლაც მურაჟკები დამრბიან (აგე, კიდე ჩემი რუსული!), რომ მახსენდება რა კარგი იყო ის დღე.
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. მთლად ადვილადაც არაა საქმე, ორივე დაკავებულები ვართ, მე მთელი ცა მყავს საკონტროლებელი, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, არა? მას კიდე ბიზნესი და მთელი ამბები.
თან მალე დაბადების დღე აქვს, ახლა “ნანუკას შოუ”–ზე გულახდილი კი ვარ და გეტყვით, რომ 3 ივლისს. ვენაცვალე, მზის ნიშნით კირჩხიბია. უხ, კირჩხიბი კი არა, ჩემი პუზატია ეგ!!!
არა, ხუმრობის გარეშე, ეგ კარგია, ორივე წყლის ნიშნები ვართ და იქნებ ზღვის პირას ვიყიდოთ სახლი, ჭას აღარ სჯობს ეზოში???
აესეთი დამწვარი ვარ სიყვარულით, ზაგარს მაინც იძლეოდეს რა.
მოკლედ, მოგიყევით ყველაფერი და კიდევ რამდენიმე საათი უნდა გავქაჩო, რომ არ ჩამეძინოს, წავალ, წიგნს წავიკითხავ. უი, მაგაზე გამახსენდა, იცით რა ნაკითხია?!
მერე ყავას დავლევ. უი, მაგაზეც გამახსენდა, ესპრესსო უყვარს ორმაგი.
მერე ვიბანავებ. უიიი, მაგაზეც გამახსენდა, ცურვა იცის კარგად.
მერე რუსულზე წავალ. რუსულიც იცის გენიალურად (არსებობს ეგეთი ცოდნაც ენის!).
ხოდა, აბა, რავი, ისეთ კარგ ხასიეთზე ვარ, რომ ყველაფერს გაპატიებთ, რაც გინდათ, ის გიქნიათ … მე ყურებამდე ვარ შეყვარებული!!! და იმის იქითაც!!!

+ 10 წელი   2 comments

იმ დღეს ვწევარ, რომ რაღაც ნაცნობმა ხმამ გამაღვიძა. კი ვიფიქრე, შანსი არაა, ჯიმი ფეიჯი და კაი ცხოვრება სადაა მეთქი, მაგრამ მართლა ეგ იყო. გადავირიე, საიდან იცოდა ჩემი საყვარელი სიმღერა, თან ისეთი კეთილი სიმღერაა, სულ მადლობებს იხდის.
ახლა ტყუილად კი არ ვახსენე კარგი ცხოვრება. ამასწინათ ვზივარ ჩემთვის კაბინეტში, კარგად ვცხოვრობ, რომ “იმან” დამიძახა, შემო, მაგარი რაღაც უნდა განახოო. კი ვიფიქრე, ალბათ თავის ახალ მობილურში რამე ფუნქცია აღმოაჩინა და ის თქო. წინაზე მასე მოხდა, მესიჯებში sent–ები ნახა და ისე უხაროდა, მთელი დღე გაგზავნილებს კითხულობდა, ეს რა კარგი რაღაც არისო.
მაგრამ შევცდი ბატონო, ისეთი მაგარი რაღაც გაეძრო, კინაღამ გავგიჟდი.
დიდი ეკრანი პულტით და ტელეფონების წიგნით. ახალ ვერსია ტიტრები ჰქონია წიგნის მაგივრად, მაგრამ ესეც კარგი იყო. მოკლედ, მომავალში ვინ როგორი იქნება, ის ვნახე,

თამთას ბავშვი ... რაღაც არაპამპერსისეულად გამოიყურება, ვერაფერი გავიგე

თან გადასახვევი აქვს, 10 … 20 … წლის მერე, როგორც გინდა რა. აბა, რომ ცმოვუარე ნაცნობეეებს …
ჯერ ჩემი დაქალით სალომე ადამიათი

სალომეს უახლოესი ძმაკაცი, კაი მეგობარი – ილჰამ ალიევი

დავიწყე, მაინტერესებდა რას მაიმუნობს ახლა ისეთს, რომ მომავალში გამოადგეს და ვნახე კიდევაც. 10 წელიწადში დაუჭერია კეისი და პარლამენტში არ შედის? არა, თავიდანვე ვატყობდი რაღაც მასეთს, სემინარს არ მაზავდა, მაგრამ აი, პარლამენტის თავზე რომ აზერბაიჯანის დროშა დავინახე, მივხვდი ეს ყველაფერი თქვენთან – საქართველოში – არ ხდებოდა. რავი, კი ჰქონდა კმაყოფილი სახე და …
ახლა მეორე დაქალი ვნახე და ვაი, ეს რა ვნახე … ჯერ ნისლი იყო, მერე ცოტა გაიფანტა და გამოჩნდა გამხდარი ქალი ბავშვს ასეირნებდა. თან ხელში ქართულ–გერმანული სასაუბრო ეჭირა და ქართული აქცენტით რაღაცეებს იძახდა, მე მარტო “შაიზე” გავარჩიე, ქვას რომ ფეხი წამოჰკრა, მაშინ ჩაიბურყუნა. კარგად დავაკვირდი და თამთა აღმოჩნდა. ბავშვს დავაკვირდი და დიდი ჯვარი ეკიდა, თან nothing else matters-ს ღიღინებდა. ძააან დავიბენი …
ახლა კიდევ ერთ დაქალს გადავხედე, ვიფიქრე, გულს დავიწყნარებ მეთქი და რას ვხედავ? დიდი დარბაზი … წითელი ფარდები და ხალიჩები … ტაში … მადლობები … სცენა … ბიჭი სცენაზე … თან მეცნობა ეს ბიჭი, თან არა … ძააან კი მგავს და აუდიტორიას რომ გადავხედე, ვხედავ სალომე და სერგი სხედან. სალომემ ცხვირსახოცით ცრემლი მოიწმინდა და სერგის გადაუჩურჩულა, ამას რას მოვესწარით, ჩვენმა გიომ როგორ გვასახელა, რომ ნობელის პრემია აიღოო … ეს რა ნათლია ჰყავსო …
უჰ, მართლაც რომ მესიამოვნა …
მაგრამ ახლა ისეც არ გამოვიდოდა, რომ ბიჭებისთვის არ გადამეხედა.
გივიკოთი დავიწყე, და ახლა იმდენ ნულს ვერ დავწერ, რამდენიც თითონ დაწერა იმ ჩეკზე, რომელიც გამოწერა, მაგრამ უკან რომკომუნიზმი ჩინეთში – დათოს პარტიის ლოგო ... დათო, ლენინი, მაო დავაბრუნე კადრი ნულების დასათვლელად, მაშინ გავიგე, როგორ ჩაილაპარაკა, ფულით სიყვარულს ვერ იყიდიო და ისიც დავინახე, საქორწინო ბეჭედი რომ არ ეკეთა …
რაღა მექნა და გოგას გადავხედე. ვხედავ პატრული დგას და რაღაცას ამბობს, ოცლარიანი ჯარიმაო … კი გამიკვირდა, რა უნდა მანდ თქო, მაგრამ თურმე ეგ პატრული გოგას აჯარიმებდა, შავი ემელის ჯიპი შენიაო, თან ვიცი პრავი ხარ, მაგრამ გეხვეწები, მჭირდება ეგ ჯარიმა, სამი პროცენტი მერიცხება და ივენთი მინდა მოვაწყოო …
კი ჩამეცინა ულვაშებში (მართლა კი არ მაქვს, კაცო, გამოთქმაა მასეთი) და ულვაშებზე სტალინი გამახსენდა, სტალინზე კიდე ერთი ახლობელი, ამჟამად პერსპექტიული ახალგაზრდა და თურმე კიდე მომავალში ბატონი დავითი, უი, უკაცრავად, სახელი შეუცვლია, ბატონი იოსები ჩენეთში წასულა, იქ ჯერ კიდევ არის კომუნიზმიო, და რაღაც პარტია “კომუნიზმი მუდამ გულში და გულს გარეთ!” ჩამოუყალიბებია, სლოგანი აქვთ: ვინც ჩვენ ვერ გვაფასებს, ყველა მიშისტიაო! თან სულ ბრინჯს ჭამს იქ …
დათო ვნახე და ნიკას დავტოვებდი? და ვხედავ, ანგელა მერკელი (კი მოტეხილა) ყვავილებს გადასცემს ჩვენს ნიკუშას და თან ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, მერე ხალხს მოუბრუნდა, სტადიონზე ხდება რა, და ეს ჩვენი სიამაყე, ჩვენი გიტარის პაგანინიაო. იქუხა ტაშმა და მაინც გაისმა ხმა, ვირაც გოგო ყვიროდა, მაგ ბიჭს ხელი დაედება და ვიღაცას წითელი აენთებაო. არ ვიცი ვინ არის ეგ გოგო, ქართველი იყო, ფაქტია, მაგრამ ეტყობა კაი ხნის წასული იყო ეგეც გერმანიაში … რა ვიცი, რა ვიცი …
ამ განცხრომაში ვარ, ზოგზე ვგადაობ, ზეგი მეცოდება, ზოგი მიკვირს, რომ “იმან” გეყოფაო, ბევრს წვავს შუქსო და გამორთეო. ბეეევრი ვეხვეწე, მაცადე, კიდე დამრჩნენ თქო, მაგრამ გაჯიუტდა, ისედაც ბევრი მოგვდის გადასახადი, სოჩიკი გიჟივით ტრიალებსო და გიჟზე ერთი გამახსენდა, უცებ ვნახოთ და ვსიო თქო და კაიო და ვხედავთ, ყველგან ცხვარია, ვიღაც სათვალიანი დგას და დასდევს ერთ–ერთ ცხვარს. ერთ ხელში თერმომეტრი უჭირავს, მეორეში ასპირინი და იქვე ფურცელზე მინაწერია, ცდა მეორე, ცხვრის ფილტვების ანთებაო … ჩვენ კი მივხვდით ვინც იყო და რაც უნდოდა, მაგრამ სხვებს ვერ გაუგიათ და ახლა “შეშლილი ფროფესორი მეცხვარის” სახელით ყოფილიყო ცნობილი.
ჩემიც ვნახე, აბა, არ ვნახავდი? მაგრამ ეგ დიდი ისტორიაა, ახლა მაგის დამწერი არ ვარ, მეძინება მაგრად, თან ხვალ საინტერესო შეხვედრაზე მივდივარ, ვარსკვლავთმრიცხველებთან, ჩემი პირადი რუქა შემიდგინეს, ეს რა ნატვრის თვალი ხარო.
წავედი ხალხნო, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, ჩაირთვება კიდევ, კაცო, მე დავდებ მაგ დენის ფულს …

%d bloggers like this: