ხედი ზემოდან #1   Leave a comment

მოთეთრო – მეთქი კი დავირქვი ახლა, მაგრამ მთლად მასეც არ არის საქმე. არც ისეთი თეთრი ვარ, რომ აქ – ზეცაში – სოლარიუმების რიგში ვიდგე და ტონალურები ვიდღაპნო სახეზე. ისე, საერთოდაც, დღეს სულაც არ ვარ თეთრი.
ვიცი, თქვენ, მანდ – ადამიანებს გაინტერესებთ რა ხდება აქ ჩვენთან, მსუბუქად რომ ვთქვათ “ნაკლებ–ადამიანებთან”. ნუ ახლა, მთლად დაწვრილებით ვერაფერს მოვყვები, სეკრეტები და ტაინები ჩვენც გვაქვს, ბატონო, მაგრამ რაღაცეებს გეტყვით.
დავიწყოთ ჩემით:

დაახლოებით ამდაგვარია ჩემი მაგიდა, ოღონდ თხილის ხისგანაა

მე თქვენს ენაზე “სეკრეტარშა” ვარ, “მისი” კაბინეტის შესასვლელთან ვზივარ თეთრ მაგიდასთან, ტელეფონის ორი ყურმილი მიდევს. ერთი პირადულია, მეორე კი “ფირმას” უკავშირდება. ყავის ჭიქა ყოველთვის მარჯვენა კუთხეში მიდევს, ბავშვობიდან ცაცია ვარ და ხელი რომ არ წავკრა წერისას. კოსმეტიჩკა ქვედა უჯრაშია სარკესთან ერთად, იმედნად მალე მეცვლება გარეგნობა, რომ ხშირად მიწევს ჩახედვა და LCD კომპიუტერი თვალებს მიღლის ხშირად, ოღონდ შნურია რაღაც უცნაურად, სულ მებლანდება ფეხებში.
ხო, ისე, მე ისეთი სეკრეტარშა არ გეგონოთ, ამერიკულ ფილმებში რო არიან, უფროსებთან რომ მაიმუნობენ რაღაცეებს. მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, ნუ, ახლა იმ კომპიუტერის შნურივით მოუწესრიგებელი ხანდახან, მაგრამ მაინც … აქაური ეთიკაც ეთიკაა !
რამდენი წლის ვარ არაა საჭირო დასაწერად, თორემ არ დაიჯერებთ და თან (ნაო)ჭიანს წარმომიდგენთ, ვიცი მე თქვენი უაზრობები.
საყვარელი ადგილი განსატვირთად ბრაზილიის აყოლებაზე მაქვს ზეცაში, მიყვარს პლიაჟი და კოკტეილები.
ვერ მიხვდებოდით და გეტყვით, რომ აქ ასეა: რომელ ადგილსაც გინდა აირჩევ და იგივე შეგრძნებებს ეუფლები, რასაც მიწაზე, ოღონდ თქვენ რომ მთელი ცხოვრება ფულს აგროვებთ/იპარავთ ან ლატარიაში იგებთ (ჰმ! ვისი დამსახურებით?!) და ამის ხარჯზე ნებივრობთ, ჩვენთან, ბატონო უფასოა, ოღონდ დამსახურება უნდა. ანგელოზობის ამბიცია გაქვს და კარგად იქცევი?? – აიღებ კარტას, სადაც “კარგი” და “ცუდი” გეწერება და იმის მიხედვით გულაობ.
ხო, ბრაზილიაში მეგობრებთან ერთად არის კარგი, თორემ ბავშვებს დისნეი ლენდის თავზე ვასეირნებ ხოლმე.
ისე, დისნეიც აქაა, ვოლტი. კაი კაცია, მაგრამ დედამიწის ცხოვრებიდან მავნე ჩვევა გამოჰყვა: აქაც ყოველ 5 წუთში ერთხელ იბანს ხელებს.

ისე ისეთია, არ შეცვლილა, აქაც დაბომჟაობს

ამასწინათ თხოვნით მოვიდა, “იმასთან” საქმე ჩამიწყე, იქნებ ერთ მოლანდებაში გამიშვას, სათქმელი მაქვს რაღაც გუFის თაობაზეო. რავი, განცხადება კი დავაწერინე და …
ისე, ახლა ჯონ ლენნონის დაბადების დღე აღვნიშნეთ, ოღონდ ტორტზე 70–ის მაგივრად, სადღაც 500–მდე სანთელი ავანთეთ, თორემ ისე ბნელა იქ, სადაც ჯონიააა … უუუუჰ!!! მაგრამ მაგ ადგილზე ცოტა მერე მოგიყვებით, ნუ გამაფუჭებინებთ ახლა ხასიეთს.
კიდე აქაურობაზე რა გითხრათ, აბა? ნელ–ნელა ხალხს გავიხსენებ, რაიმე ახალიც მოხდება და მოგიყვებით ხოლმე რა.
მთლად დისკრიმინაციაში რომ არ ჩამეთვალოს ეს პოსტი, ისედაც გაჭირვებული ერი ხართ, კი იძახით, 5 მილიონი ვართო, მაგრამ ზევიდან სათითაოდ მყავხართ დათვლილი და 3–იც არ გამოდიხართ და ამიტომ, აბა ვინმეს გაგიხსენებთ.
მმმ …
იმ დღეს მივნარნარებ სამსახურიდან სახლში, ჩემი სმენა დამთავრებულია, ვიფიქრე, აქაურ პეროვზე შევივლი, კარტაზე ახალი

ჩიენლების უბანი მეორედ მოსვლის ქუჩაზე

სიკეთე მაქვს და ცოტას გავიგულავებ მეთქი, რომ ერთი ქართველი არ ამეკიდა? არა, კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ცოტა არ იყოს და უცნაური. კაცი სამოთხეში მოხვდა, ცოტა ნაცნობობით, ცოტა – თავისით და მაინც უკმაყოფილო იყო!
ამდენი ჩინელი რომ არის აქ, აქაც გლობალიზაცია იწყება, საქონელი უხარისოაო. იმას კი არ ამბობს, ცუდად ვიქცევი, რომ ავტობუსით უბლილეთოდ დავდივარო. აქაც დავაყენებთ კონტროლიორებს და მერე ნახეთ. გადარევთ თქვენ კაცს რა.
აი, მერე, ცოტა პირადულსაც დავწერ, თქვენ მე მართლა მოცლილი არ გეგონოთ, ახლა “ის” მიბარებს, მანდ რაღაც მიქარვები ყოფილა, ჩვენი სისტემა error-ს აგდებს თქვენს პლანეტაზე.
ჭკუით იყავით, თორემ წვიმებიდა წარღვნები მერე ნახეთ თქვენ!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: