Archive for the ‘რვაფეხა’ Tag

ნამკითხავები პრინცესა დაიანა   2 comments

დღეს თბილი დღე იყო, ვსეირნობდი და თვალებს ვაჟუჟუნუბდი აქეთ–იქით რომელიღაც მელოდიის ფონზე, რომ “იმან” დამიმესიჯა, მაგდენ წანწალს სჯობს, ოფისში შემოირბინო, საქმე მაქვსო. რაღას ვიზამდი, დავუქნიე მეტროს ხელი (ჩვენთან ჩემსავით ლიბერალური მეტროა, თქვენი მარშუტკებივით ყველას უჩერებს) და მივედი სამსახურში. კი გამიკვირდა, ეს წითელი ხალიჩა რას დაუფენიათ, არაფერი ღირშესანიშნაობა ჯერ არ ხდება თქო, მაგრამ რაში ყოფილა საქმე:

რა ბიჭი ამახია დემი მურმა?! მარა ნიჩივო, ფოტოშოფით ხომ ვიჯერე გული!!! იიიშ

პრინცესა დაიანა ხომ იცით? ხოდა ეგ მოსულა თხოვნით, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა და ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმაო. ვაიმეო და გადაატრიალა თავი. არიქა, წყალი მეთქი და ძლივს მოვაბრუნეთ. როგორც იქნა პულსი მოუწესრიგდა და ქვითინით შემოგვჩივლა, ჩემს უფროს ბიჭს ცოლი მოჰყავსო. კი გავიფიქრე, დიდი ამბავი, ეშტონ კატჩერმა მოიყვანა ცოლი და ამას ვერ გადავიტან მეთქი, მაგრამ აბა, ხმას როგორ ამოვიღებდი. ესაო, ისაო, დისპეჩრის გოგოსთვის ვზრდიდი ჩემს ბიჭსო? ვიღაც

გადალკას კედელზე 8ფეხა პაულის ფოტო ჰქონდა, ჩემი მამა–მარჩენალი ეგ იყოო, მაგან მასწავლა რაც ვიციო

მიდლტონების სიძეობისთვის მივაღებინე განათლებაო? ეს ჩემი ბედოვლათი ექს–ქმარი რაღამ გამოაშტერა, მარა მაგას რა ენაღვლება, თითონ ხომ არ უტარებია 9 თვეო …
მერე მე ეშტონზე ფიქრს გავყევი და ერთი ისღა გავიგონე, ჩემი ბეჭედი რომ აჩუქა, რაზე ფიქრობდა, მაგას მერჩივნა მაშინდელივით დაელომბარდებინაო.
მოკლედ, ძლივს დავაწყნარეთ მე და ვალერიანკამ დაიანა. თავის ოთახამდე პირადად მივაცილე, თან გზაში სულ იმას ვუმეორებდი, მთავარია ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და შენ ხელს ნუ შეუშლი მეთქი, მთავარი ეგ არ არისო, აბა, მაშინ მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი მეთქი და აი, მანდ უკვე ვეღარ მითხრა ვერაფერი.
გულმა ვეღარ მომითმინა ამ საცოდაბით და მაინც თბილოდა და ავდექი და იმ გადალკას დავადექი თავზე, აი, წინაზე რომ გითხარით.
დამსვა მაგიდასთან, აურა გაქვს გასაწმენდიო. ცოტა არ იყოს და მეწყინა. გასაწმენდი ფეხსაცმლით არ გამოვდივარ ქალი და აურით ვივლი?! მაგრამ გავატარე. მერე რაღაცეები იბურტყუნა, იბოდიალა და ახლა მომავალს მივხედოთო…
ჩემზე არ მინდა, ნაცნობის სახელზე დავლევ ყავას მეთქი და ჯერ კარტი, მე შენ ვიღაც აფერსიტი ხომ არ გგონივარო და რამდენი ასოსგან შედგება მისი სახელიო. გაშალა კარტი და რა გაშალა!!!
წარსული ხომ დეტალებში მითხრა, თან სულ დ ასო ამოსდიოდა, ვინმეს დოდოს ან დოდის იცნობდაო. კი ვიფიქრე, დოდო აბაშიძე მეთქი, მაგრამ მერე გავჩუმდი და აბა, მე რა ვიცი მეთქი. ორი ბიჭი ყავსო. ოჯახში კაცს სხვა ქალი უდგას მ ასოზეო და მასთან პასწელიო, მოხუცი ქალიც ამოდის გვირგვინით, არ ვიცი, ტო ლი მის ინგლისი იქნებოდა ოდესმე ტო ლი რაიმე თანამდებობა უჩანს, საწყობის გამგე ხომა რ არისო. (რას წარმოიდგენდა ელიზაბეტზე რომ იყო საუბარი, თორემ ორმაგს გადამახდევინებდა).
ვიღაც ახალგაზრდა გოგოს ვხედავ, თვითმფრინავის ბილეთი უჭირავს ხელში, ან სადემ უნდა წასვლა ან რაღაც მასეთი ბიზნესი აქვს

ეჭვი მაქვს, რაღაცას სერიალიდან ვღიღინებდი. ღმერთო გამახსენე და მერე მომკალი თუ გინდა!

ოჯახში და გაზაფხულზე თეთრი კაბა და შენი ნაცნობის უფროსი ბიჭი გარანტირებული აქვს, მომაჭერი ეს თავი მასე თუ არ იყოსო.
წინააღმდეგიობა შეხვდება, მაგრამ პუსტაში უდგას ნერვიულობა, ასიანი რძალი გახდება და ა, ნალექს ხომ ხედავ შავადო, მატაკა ჭიქა, წარსულში დგას, კარგად იქნება ყველაფერიო.
გადავუხადე სტავკა, გამოვედი სახლიდან, სამჯერ გადავაფურთხე, მაინც, რამე არ იყოს ისე თქო და ასე გულდამშვიდებული წამოვედი იმავე მელოდიის ღიღინით, რაც დაიანამდე ამეკიდა, მაგრამ ახლა სახლში ვარ უკვე და ვერაფრით ვისხენებ, რა მელოდია იყო, წავალ MP3-ს ფლეილისტს გადავხედავ, თორემ მთელი ღამე ვერ მოვისვენებ.
თქვენ ჭკუით იყავით, ისედაც სხვა ბევრი გვაქვს საფიქრალი ზეცაში …