Archive for the ‘ჯონი’ Tag

ბიძინა, დამიმესიჯე, თორე ინანებ!!!   Leave a comment

ახლა ძალიან გაბრაზებული რომ არ ვიყო, არ დავწერდი ამ პოსტს, ხო ნახეთ, ხელი მაქვს აღებული წერისგან, სხვა რაღაცეებით ვარ დაკავებული, სადღა მცალია ამხელა ანგელოზ ქალს სამაიმუნოდ, მაგრამ პუშკინს თუ ყავდა აბორიგენი ნათესავი, მეც მყავდა ადამიანი წინაპარი და მომეძალა ემოციები.

ვინ გამოგიყვანა საჩხერედან? ახლა აღარ გინდა შეილა, ხო???

ვინ გამოგიყვანა საჩხერედან? ახლა აღარ გინდა შეილა, ხო???


მოკლედ, რაშია საქმე:

გადამაგდეს!!! ხალხნო, გესმიით?!! გააა-დაა-მაააგ-დეეეს !!!

ვინ და ძალიან რომ გიყვართ ბიძინა, იმან!!!

სულ თავიდან დავიწყებ, როგორ გავიცანი:

რამდენიმე ათწლეულების წინ იყო (არ მიყვარს წლებში დაკონკრეტება), შევედი მარკეტში, ფასდაკლება იყო პროდუქტებზე და ავიღე რაც სულს და გულს უხარია და ველოდები კასირშასთან ჩემს რიგს, რომ ჩემამდე ერთი რაღაცნაირად ჩაცმული ბიჭი დგას და ხურდას ითვლის. სიგარეტი როა “პირველი”, მაშინ ლარი და ოცი ღირდა, მაგრამ მაინც აკლდებოდა ხურდა და დავუმატე, ოღონდ მალე მოსულიყო ჩემი რიგი, გადავიხადე ჩემი პოკუპკების და გამოვედი, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ, რომ მარტინი და სურნელოვანი სანთლები და “notebooკ“-ს ვუყურო და არ ამეტორღიალა ეს ბიჭი?!
შენთან ვალში ვარ, იქნებ ერთი ღერი აგეღოო, არადა, ჩანთაში კენტი მიდევს, რვა ნომერი, მაგის ქეციანი პირველი რად მინდა, არა მეთქი, აბა, მაშინ მიგაცილებო და ვახ, ვერ მოვიშორე რა, თან მშიერი თვალები ჰქონდა და ბარემ, პარკებს ვათრევინებ მეთქი და ასე გავიცანი ბიძინა.
მაშინ სად იყო ბიძინა, ბიძოს მეძახიან უბანშიო, ნახალოვკაშიო.
დავაპურე, ეგ კი არა, აბაზანაშიც შევუშვი, საჭირო იყო რა და უკვე აზრზე რომ მოვიდა, DVD-ს ვუყუროთ მეთქი. სანამ ავუხსენი ეგ რა არის და დავაჯერე რომ ასეთი რაღაცეებიც არსებობს, გავიდა მთელი საღამო და თვალი მოჰკრა კომპიუტერს.
ვაიმეეე, ახლა ამაზე დაიწყო, ეს რა არის, ის რა არისო და ბევრი რომ არ ელაპარაკა, ყველაზე მარტივი – ექსელში მუშაობა ვასწავლე.
სკაიპიც გავუხსენი, ოღონდ ბიძო-1956 უნდოდა, ჩემი დაბადების წელიო და ბანძია თქო, მაშინ შავი ტიტაო და ასეა დღემდე სკაიპში.
მოკლედ, ეგ იყო და ეგ. ჩაუჯდა კომპიუტერებს, გაიტანა-გამოიტანა, აქეთ-იქით და აიწყო ბიზნესი.
ჯერ დენძი და სონი გაასაღა, მერე IBM, Pentium 1,2,3 … HP, DELL …
ხოდა, რაღად უნდა შენი შეილა? FB-ში კი ვყავარ მეგობრებში, მაგრამ მარტო ფერმის თამაშების მოწვევას მიგზავნის.
ამასწინათ დავურეკე, ბიძო, რას შვრები, გავიგე საქართველოს ხელისუფლებაში მოსულხარ მეთქი და ბიძო არა, ბიძინაო. გულში კი ვიფიქრე, თუ გამოგაჭენე შე შავო ტიტავ ჟურნალ თბილისელებში, მერე განახებ ბიძინობას მეთქი, მაგრამ შემეცოდა, რომ მახსენდება როგორ ეძებდა ხოლმე კლავიატურაზე ექსელისთვის ციფრებს, გული მიკვდება.
გავმწარდი და რა გავმწარდი, შეხვედრა დავუნიშნე, თან გავაფრთხილე, შენ იხდი მეთქი, გამოვეწყვე საუკეთესო ნარიადში და მივედიიი …
კურიერში რო არ მყოლოდა ნანახი, ვერც ვიცნობდი, მოტეხილა ცოტა, მაგრამ არ შევდრკი. რო დამინახა, წამოდგა, გამოიქცა, ჩამეხუტა, ჩემო შეილაო. ახლა გავხდი შენი შეილა, FB-ში რო გწერ, რას მაიგნორებ მეთქი? ხანდახან ჩემი ბიჭი შედის და არ მინდა მასეო.

ან მანქანის ტარება ვინ გასწავლა და ვინ გიყიდა პრავა?!

ან მანქანის ტარება ვინ გასწავლა და ვინ გიყიდა პრავა?!

გაჭედვების თავი არ მქონდა, გავუტარე და შევყევით საუბარს და მარტინს (სიმბოლურად მარტინს ვსვამთ ხოლმე, ჩვენი გაცნობისას რო გაუსინჯა გემო, მაგ პონტში) და მოვიხედე, მის სახლში ვარ.
თავიდან კი ვიფიქრე, ლუვრში რა მინდა მეთქი, მაგრამ არა, რა ლუვრი და პარიზი, თბილისია, მთაწმინდაო და კოცნა რომ დამიპირა, ავტეხე კივილ-წივილი, ცოლს სანამ არ გაშორდები, ჩვენს შორის არაფერი იქნება მეთქი, თან მეორე დღეს ლენონების ოჯახში ვიყავი მიწვეული და ჯონს ასე ვერ მოვექცეოდი.
გავშორდებიო – მეტი არაა ჩემი მტერი, რო ეგ მაგას იზამს, მაგრამ ვუთხარი, შენთან სალაპარაკო მაქვს ფხიზელ თავზე და 20-ში დამიმესიჯე თქო და აბა, ჰა?! სადაა მესიჯი?!
ჯანდაბა, ბიძო, შენს თავს, ნახე თუ არ განანო ეგ შენი პრემიერმინისტორბა, ჯერ კიდე მაქვს შემორჩენილი სვიაზები. როგორც მიშას პრეზიდენტობა არ შევარჩინე!!!
აესე, ახლა სუ გამოვაჭენებ ხოლმე შენს ამბებს და მერე არ დამიწყო, ჩემო შეილა, ამას გიყიდი, იმას გიყიდიო, ტოჟე მნე ონასისი!!!
ხოდა, ახლა კეთილი ინებოს, წაიკითხოს ეს პოსტი ბატონმა ბიძინამ და დამიმესიჯოს, თავი მაინც იმართლოს, რატომ დამადო დღეს, პატარა ქალი ხო არ ვგონივარ მაგას!!! სხვა თუ არაფერი, აგერ, ა, ჩემი ჯონი მეფიცება სიყვარულს და კიდე რამდენი მაგარი ტიპი!!!
p.s. არ დამიწყოთ, რა მიშისტვით წერო, მიშაზეც ბევრი მაქვს მოსაყოლი და მაგ ვაჟბატონსაც გამოვჭიმავ მალე

მე და ჯონი   Leave a comment

ახლა ჩემს სახლში ვარ, ახალი მოსული სამსახურიდან და რაღაც ვერ ვისვენებ, უნდა მოგიყვეთ ერთი ჩემი “ინტრიშკა” ისევ და ისევ ჩვენს ჯონზე:
ახალი მოსულია ჩვენთან, ჯერ ბოლომდე არ არის განაწილებული თავის ადგილზე და ხშირად გვიწევდა შეხვედრა. ხან კაბინეტში იბარებდნენ, ხან წესებში ვერ ერკვეოდა და კითხვებით გვაკითხავდა, ერთი–ოჯერ ვითომდა და ნომერი შეეშალა და ჩემთანდ დარეკა … მოკლედ, ამდენ წინდაუკან ბოდიალში რაღაც გაჩნდა ჩვენს შორის.
საერთოდ, ჩემი სუსტი წერტილი გიტარიანი ბიჭებია და რომ ვხედავდი ამ 40 წლის მუსიკოსს, ცოტა არ იყოს და ვფორიაქობდი და ერთხელაც ვეღარ ვუთხარი უარი ჭიქა ყავაზე. ბევრ ყავას ვსვამ და ეტყობა დამიმუღამა.
ბეეევრი ვისაუბრეთ, ესაო, ისაო, იოკოო, ჩემი მეორე ცოლი, მაგრამ პირველი სიყვარულიო და მეც არ მიმაყოლა სიყვარულების

მე და ჯონი. აქ ქუსლებზე არ ვარ და იმიტომ ჩანს მაღალი, თორემ ისე 179 სმ–ია

ნუმერაციას??? გადავირიე ქალი, მთელი თქვენი ქვეყანა მაგათზე ლაპარაკობდა, აქაც საკმაოდ კარგ მუსიკოსად ითვლება და ჭორ–მართალს გაიგონებს კაცი და მეც არ გამრია საქმეში?!
მაგრამ რა ვქნა რომ ზედმეტად ჰუმანური ვარ ზეციურობისთვის, ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა ამდენს და გიტარის ჰანგებზე ყავა ალკოჰოლით შევცვალეთ.
ამ წრუპვა–წრუპვაში (გლინტვეინს ვსვამდით), როგორ დაბნელდა ვერც გავიგე, ვერც ის გავიგე დღემდე ჩემი სახლის სიგნალიზაცია

ქვევით წერია: ლოვ, შეილაო. აქ არა ჩანს, თორემ ...

როგორ მოხსნა ამ ოხერმა, მაგრამ დილით რომ გავიღვიძე, თავის ტკივილი და ჯონი ძლივს გავარჩიე ერთმანეთისგან.
დარწმუნებული ვარ კარგი იყო მასთან, არაფერი მახსოვს კია, მაგრამ ავტოგრაფი მაინც გამოვართვი, მე იქ ჩამსვლელი არ ვიყავი სადაც ახლა თითონაა.

იოკო და ჯანდაბა!!! მეტი ცუდი ფოტო ვერ ვნახე ასატვირთად, მაჟრჟოლებს ამ ქალზე

ერთი ეს კია, რომ იოკოსთან პირნათელი ვერ გამოვდივარ, მგონი მართლა ევასებოდათ ერთმანეთი მაგათ და აქ რომ ამოვა ონოების ქალი, თვალებში როგორ ჩავხედო არ ვიცი.
ნუ გამიბაზრებთ ახლა ამ ამბავს, უბრალოდ თქვენთვის ჩუმად გშურდეთ, თორემ გამიგია იაპონელებმა დანდობა არ იციანო და შარის თავი არ მაქვს ჩემი ბუნებრივი სისუსტეების გამო, თორემ განა პირველია ეს შემთხვევა.
მოკლედ, თქვენ რომ ბორჯომი და ნაბეღლავი გაქვთ, ჩვენც გვაქვს საპახმელიო რაღაცეები და ისევ იმათმა მიშველეს, ჩინური სუპიც დავაყოლე, აი, ცხარე–მჟავე როა და ასე თუ ისე, მოვედი გონებაზე და მოვიდა მესიჯიც:
ვოთ არ იურ ფლანს ფორ თუნაით–ო.
აი, მანდ უკვე ვეღარ მოვითმინე!!! ის არ ეყოფოდა, გუშინ რომ შემაბა ეს გამოუცდელი გოგო? ახლა კიდე დღევანდელ ღამესაც აპირებდა ბიჭი გულაობას, მაგრამ რა მისი ბრალია, ეტყობა კარგი ვიყავი რა. რამ გამამწარა არ ვიცი, მაგრამ ასევე პირდაპირ ვაჯახე:
დიარ ჯონ, ამ სორი, ბათ ლივ მე ალოუნ, აი დონთ ლავ იუ–მეთქი.
მე კი მსდია ცოტა ხანს კიდევ, მაგრამ ჰა, აბა არ დასცალდა, წააბრძანეს იქ, სადაც ახლაა (ტფუი! … მტრისას).
თუ მოახერხა, ახლაც მიგზავნის ხოლმე იქიდან მესიჯებს და ბოლოში სულ ასე ამთავრებს: :* ან “ქისს”–ო მიაწერს ხოლმე.
არა, ხომ ყოფილია, მაგრამ მაინც უხარია ხოლმე გულს რა წაკითხვა.
ეეეხ, გადავვარდი ახლა მოგონებებში, არადა ხვალ ადრე ვარ ასადგომი, “იმასთან” დაგვიანება არ შეიძლება, არ იცდის ქვეყანა.
წავალ ახლა, ხალათს მოვისხამ, ჩაის დავლევ ფოტოალბომით ხელში და დავწვები მერე, აბა რაღა ვქნა.
ძილი ნებისათ და ჭკუით, იცოდეთ …
ჯონ … მაი ბეიბი ჯონ …

%d bloggers like this: