Archive for the ‘ჯონი დეპი’ Tag

გეფიცებით ჯონებთან არაფერი მქონია!!!   1 comment

დღეს დღე მქონდა?? უუუF, არ იკითხოთ! ჯერ დილა დაიწყო უცნაურად, მაწვნის ქალის მაგივრად კარტოფილის კაცი მოვიდა. ისე, იაფად კი ყიდდა, მაგრამ რა მეკარტოფილებოდა, თან, ბარემ შემწვარი რომ იყიდებოდეს, კიდე ხოოო … მაგრამ ჩემს ინსტიტუტში ვიყავი წასასვლელი. ვიცი გაგიკვირდებათ, ასეთმა ნასწავლმა კიდე რაღა უნდა ისწავლოო, მაგრამ დიპლომების ხამი გამოვდექი და კაკ რაზ რომ ივლისში დაცვა მაქვს მაგ დიპლომის. დაცვა რა, დაუცველი და მშიშარა კი არ არის, მასე ეძახიან რატომღაც. მოკლედ, ეგ თქვენ გაარკვიეთ, მე იმას ვამბობდი, რომ ბოლოჯერ რომ დაიყვირა იმ კაცმა, კარტოფილიო, ეგრევე თაიმერიც ჩაირთო, ბითელზის სიმღერით. ცოტა

აი, ჯონი რომ მეხვეწება. მე კი ცუდად ვარ ამ ფოტოზე, მაგრამ გავრისკე და დავდე, რომ არ გეფიქრათ, რომ ფოტოშოფი გამოვიყენე

რაღაცნაირი გადასვლა კი იყო, მაგრამ უარესები გამიგონია და არ შევიმჩნიე, არაფრით აქვს პოლზე ნაკლები ხმა იმ კაცს!
ნუ, მერე როგორც ხდება ხოლმე, ჯერ ვიბანავე, მერე მოვემზადე და სულ მალე მივედი კიდევაც, ჭკვიანი გოგო ვარ, სახლთან ახლოს მდებარეში ჩავაბარე, ორ–სამ ნაცნობზე მეტი არ მხვდება გზაში და ნაკლებად ვაგვიანებ ხოლმე (ნივიჟუებს დრო არ მიაქვს).
მივედი, რადიოში შევედი, ეგ საქმე მქონდა და რომ დავიწყე ლაპარაკი, ამ დროს ზარი გაისმა, ვიღაც გზას აცდენილი რეკავდა.
კი გამიკვირდა, მაგრამ აბა, უზრდელი ხომ არ ვარ? ვუპასუხე, FM შეილა გისმენთ მეთქი და ხმას არ იღებს, თან სუნთქვა ისმის. დებილი ხომ არ ვარ? რომელი ხარ მეთქი, მაინც სიჩუმეა და რაღ მექნა, დავიწყე სუნთქვის მოსმენა. მესამე ჩასუნთქვაზე ვიცანი ვინც იყო და ნეტა არ მეცნო რა!!!
ჩემი ……………………………………………………………………………………………..

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აი, ხალხნო, ამ პოსტს გწერდით, როდესაც ჩემმა დაქალმა დამირეკა და გამომლანძღა, რა არის, სულ ერთნაირი პოსტები გაქვს, სულ ზნამინიტოსწებს ეხუტები, რით არ მოგბეზრდა ჯონი დეპიო. არადა, დედას გეფიცებით, ჯონი დეპთან არაფერი მქონია. მიწა გამისკდეს, მე თუ მაგასთან მეჩალიჩოს ან მის შემოთავაზებას პაემანზე დავთანხმებულიყავი. გეფიცებით, “ისაა” მოწმე, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა, მე მაგას ვიკადრებდი???!!! მასეთად მიცნობთ???
თან, ააა ბატონო როგორი შეყვარებული ვარ!!!
თუ ჯონია, მაშინ ლენონი, დეპთან და კენედისთან მხოლოდ და–ძმური ურთიერთობა მაქვს!
ერთხელ კი შევხვდი ჯონ კენედს, გადამეკიდა, გული მიგრძნობს, მალე სიკვდილი არ ამცდებაო, თან ცოტა ნასვამი იყო, სიმხნევეს მმატებს, რაღაც თხოვნა მაქვს შენთანო

იმ საწყალის საფლავი. ჭირისუფალი თუ იცნობს, ბოდიში მოიხადოს იმ წერილისთვის

და ეგ თხოვნა იყო, რომ მოვტყუვდი და შევხვდი. ჩემი სახლის წინ, პადიეზდის კარებთან ჩამოვჯექი და ამ დროს შავი ლიმუზინიდან გადმოვიდა, მუხლებზე დამიჩოქა და მთხოვა. ნუ, რა მთხოვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ბარემ ნოკიას დამტენიც რომ გააყოლა, ეგ ფაქტია. ჩემმა მეზობელმა თვისი ციფრულით გადაგვიღო, თუ ვიპოვნე ფოტო, დავდებ.
მაგრამ არ გინდათ ბატონო საინტერესო ამბები ჩემი ცხოვრებიდან და მაშინ თქვენს პრობლემებს განვიხილავ.
ახლა მისმინეთ, რომ იწერებით, ბენზინი გაძვირდაო, ჩემი ბრალია??? არა, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ჩემი ბრალია??? არა! მე რა შუაში

მერლინი ყველაფერში მბაძავდა და მარიომ რომ შემაშინა, მერლინმაც შეიშინა თავი

ვარ? არანაირ შუაში არ ვარ, არც გვერდით, არც გარშემო, არც სადმე მანდ მაგ საკითხთან, ხოდა დაოკდით.
ან კიდე ერთი წერილი მოვიდა, რაღაც გვიან ბნელდება ბოლო ხანიაო.
მინდა მივმართო ავტორს ანონიმურად: გოგონი, მადლობა თქვი, რომ სინათლე ხელს გიშლით, აიკრძალა ბატონო პარკებში ზასაობა, ა–იკ–რძა–ლააა!!! 400 ლარიან ჯარიმას ხარ გადარჩენილი და კიდე წუწუნებ???
ხო, ამასწინათ ერთი იყო კიდე ასეთი, ეტყობა ვიღაცას ჩაატანეს, არც მიწაზე ვარგოდი და არც ცაში გაამართლებო. რა არის ახლა ეს??? არა, გეკითხებით, რა არის ეს, ჰა??? რატომ ანადგურებთ მორალურად ამ საწყალ ადამიანს? აწ უკვე სულს???

ნეტა რას ვიშლი ნერვებს რა … მოდით, რამე კარგზე ვისაუბროთ, თორემ ანგელოზის მოთმინებაც ამოწურვადია.

დღეს ხომ არის 26? ხოდა, დედაჩემის დაბადების დღეც არის. მამაჩემი ჩემს პოსტებს არ კითხულობს, ამიტომ თითონ უნდა გაიხსენოს …
კიდე ისევ და ისევ რუსულის გაკვეთილი მაქვს რამდენიმე საათში და რუსულად ჩამომახრჩობს მასწავლებელი, რაღაც გავაპრაკატე და …
კიდე, ერთი გეგმა მაქვს, მაგრამ არ დავწერ, თვალი არ მეცეს და კიდე მეშინია ხოლმე, რომ მეზობლის ძაღლი არ მეცეს ხოლმე, რაც კი არსებობს ეგ საწყალი, სულ მშიერია და …
შიმშილით სომალშიც შიათ …
აფრიკაში კი აუცილებლად წავალ, როგორ მიყვარს ის ფილმი: out of africa. ერთი–ერთზე ჩემი ისტორიაა რა. ნუ მომაყოლინებთ, უყურეთ და სიფილისის სცენა ამოიღეთ და ეგაა რა.
რობერტთან სხვა მოგონებებიც მაქვს, მაგრამ არაო ჩემმა დაქალმა და რა ვქნა! კაცის გამო როგორ დავიმდურებ დაქალს.
მოკლედ, ასე დავამთავრებ ჩემს დღეს ახლა, თორემ ცოდო ვარ ხვალ, ხვალ კი არა, 4 საათში უნდა ავდგე და თუ არ დავწვები, როგორ ავდგები? და მერე არ გავიგო ნათქვამი, ქალებს ლოგიკა არ აქვთო, აბა ეს რა არის, ახლა რომ დავწერე?!
ხოდა, წავალ, ჩემთვის გავიხსენებ რაღაცეებს და იქნებ ძილიც მომეპაროს და მოპარვაზე გამახსენდა, ერთხელ მარიომ (ჩიმარომ) ისე შემაშინა, უკნიდან მომეპარა და ვუ–ო რომ დამიძახა, მარა არ მოვყვები!
ვოტ!

Advertisements
%d bloggers like this: