Archive for the ‘ჯექსონი’ Tag

რაო, მიშა, დაგაბოლა ჯექსონმა???   Leave a comment

წინა პოტსში შეგპირდით, მიშასაც გამოვჭიმავ მეთქი და მართლა მომიწევს ისეთი ამბები მოხდა ამასწინათ.
გუშინწინ კაი დილა მქონდა, დილიდან ჯერ თინას მაღაზიაში შევიარე, პროდუქტები ვიყიდე, მერე აქეთ-იქით ვსიერნობდი ჩემთვის, დათბა და მისწორდება მზის სათვალით სიარული, რომ უცებ მობილურზე მესიჯი მომდის, სხვისი ნომრიდან გირეკავ, რეი ვარ და მიპასუხეო, ოღონდ ტექსტი გაუმართავად ეწერა, ახლა ბრმა კაცს რა უნდა მოსთხოვო და ზარიც შემოვიდა.
ალო- თქო და ეგრევე, შეილა, კიდე კაი სახლში ხარ, შენთან სერიოზული საქმე მაქვსო.
რომელი ხარ თქო და რომელს მოგცემ მე შენ, რეი ვარ, რეიო. რით ვერ ისწავლა ამ კაცმა რომ მობილური უშნუროა, მარა მაინც გავახარე, სახლში ვარ, რამე მოხდა თქო?
უიმე, შენ კიდე არ იციო … და ამ დროს პარალელურად მეორე ზარი შემოვიდა, მარტინისგან, ეს სიზმრადაც არ მექნება ნანახიო!!!
ვაა, უკვე მართლა დავინტერესდი, რა მოხდა ასეთი, რომ ყველა ჩემს ტელეფონს ეცა თქო. მაგრამ ტელეფონს კი არა, უკვე მე რომ მეცა მაიკლი, მივხვდი, დიდი ამბავი ხდებოდააა …
საღამოსთვის დავიბარე ჩემთან სახლში ყველა, მორგანიც ამოვიდა, გვერდით სადარბაზოშია, ჩუსტებით გადმოვიდა ეგრევე და აბა, ბიჭებო რა იყოთ, რა ხდება მეთქი და თურმე რა ყოფილა:
მიშას ისეთი უკადრებია, რომ მე მაგას ვერ გავიმეორებ, ვიდეოს ავტვირთავ მარტო:

ახლა ხო ნახეთ რატომ იყო ეს ხალხი აღშფოთებული? განსაკუთრებით ჯექსონების ბიჭი აქტიურობდა, ეს რა გამიკეთა, შეურაცხყოფილი ვარო, დღეს თუ არა, გუშინ მეც ხომ შავი ვიყავიო. მაგაზე კი მეცინებოდა, მაგრამ რომ შევატყვე, სიტუაცია იძაბებოდა, ამანაც გადაფივით არ დაამთავროს მეთქი, და მოდით ბიჭებო, რამე გავუჩალიჩოთ, ბეზობიდნი თქო. სტივს სიხარულისგან მგონი თვალები აენთო და გადავწყვიტეთ, სიგარეტის მაგივრად რამე სხვა მოგვეწევინებინა მიშასთვის.
ახლა, მე მაგას საკუთარ სახლში როგორ ვიკადრებდი? ხოდა, ბეზოტკაზნი კიდე დედა ტერეზა გვყავს, თან ხო მედაქალება, ხოდა ეგრევე სფიდ დაიალის 4-ს დავაჭირე და მოვდივართ ძველები, ვიჭორაოთ სიგარეტით მეთქი. მაგაზე უარს როგორ გვეტყოდა, უყვარს რაღაცეებს რომ გვიყვება ხოლმე ახალგაზრდობიდან, ინდოელების ბელადს ვუყვარდიო და ეგეთებს და მოკლედ, მივადექით.
თან მიშას გადავურეკე, არ დამიწყო ბრიფინგები, გზების და შენობების გახსნა, ჩაჯდა თვითმფრინავში და მოვიდა თქო. ამასაც დაუბარებია საქართველოში, ინვესტიციებზე მივდივარ და მერე კიდე ამერიკაშიო და წამოვიდააა. ისე, კაი აფერისტია, კი არ გაწითლდება ხოლმე რომ იტყუება, ერთი ცხვირთან გაისმევს ხელს და ეგაა რა.
ხოდა, მოვიდა მიშაც და ვატყობ, ცქმუტავს. ტუალეტში ხომ არ გინდა მეთქი, არა არა, პროსტა მალე უნდა გავიდე, საქმე მაქვსო.
ერთი კი გამომხედა ეშმაკურად ჯექსონამ, მარა მგონი ჩვეულებრივად გამომხედა, უბრალოდ გამოხედვაა აქვს მასეთი, რავი რა და მიშას მიუბრუნდა, ხელები სველი მაქ, აააგე, ამ სიგარეტს მოუკიდეო რა. ან ის იმხელა კაცი რამ გამოაშტერა დროზე ადრე, რომ დაიჯერა სველი ხელები, ან რა დახამებული იყო პაპიროსს, რო იმხელა ნაპასი ამოარტყა, მგონი სანდრა სახლში არ აწევინებს და აივანზე კიდე მეზობლები ხედავენ და მაგიტო, მარა ფაქტია, მიშა კარგ ხასიეთზე დადგაააა…
ერთი დაასლოკინა და აბა, მე მართლა წასასვლელი ვარ, პრობკები ყოფილა, არადა ჯორჯტაუნში მელიანო.
ერთი კი გადავუბრიალე თვალები მაიკლს, მაგრამ მიშას ამბავი არ იცით? ბოლო სიტყვებს გზაში გაწევს კაცს და გაქრა!!!
ეგ ოხერი ჩემზე სწრაფად გადაადგილდება, რა ძრავი აქვს ასეთი, არ ვიცი.
ნუ, იმ სიგარეტის გაფუჭება ცოდო იქნებოდა, ამიტომ კრუგში დავატრიალეთ და ასე, კაი კაი ხასიეთით დედა ტერეზას ისეთები ვათქმევინეთ, რომ რეიმ და სტივმაც გაახილეს თვალები.
საღამო იყო, სოფიო მირეკავს, გეხვეწები რუსთავი ორზე გადართეო.
დედაა, ნეტა არ მენახა, ეს როგორ შეგვარცხვინა ამ კაცმა, მალალიტრაჟკა რომ იყო კი ვიცოდი, მარა ერთი ამოქაჩვით რომ ასე მოუვიდოდა, არ მეგონა. ბიჭები კი დარჩნენ კმაყოფილნი, ჩინური რესტორანი ჩვენზეა, ობშიაკში შენ არ დაგადებინებთო და რავი აბა, ნახეთ ერთი როგორ იქცევა:

%d bloggers like this: