Archive for the ‘შეყვარებული’ Tag

ყურებს იქითაც ყოფილა სიყვარული   4 comments

ვაიმეეე, ხალხნო მიშველეთ!!!
მთელი ღამე უდნა გავათენო იმის შიშით, რომ დილით არ ჩამეძინოს, თორემ მომხვდება სერიოზულად. თან ვისგან რომ იცოდეეეთ? ჩემი რუსულის მასწავლებლისგან! მეც არ მჯერა რასაც ვწერ, რად მინდა აქ რუსული, მაგრამ მინდა! არა, გგონიათ არ ვიცი??? როგორ არა, აი, ინგლისურთან ერთად განახებთ რომ ვიცი: i am a table = я стол …
უფრო რთულებიც შემიძლია, მაგრამ აბა თქვენი ცოდნის დონე არ ვიცი, თორეეეემ …

ეს ის დღეა, როდესაც ბონო გავიცანი, საბურავი დაეშვა და ვულკანიზაციამდე მივიყვანე

თან კიდე იცით რაშია საქმე? არ მინდოდა თქმა, მაგრამ შეყვარებული ვარ. აღარც ლეონარდო მინდა, აღარც ოსკარ უაილდი (უიმე, რამ გამახსენა, ეტყობა თითონ მახსენა, ამასწინათ შევპირდი ჩაიზე მისვლას). ხოდა, შეყვარებული ვარ მეთქი, ოღონდ ვერ ვიტყვი ვისზე. საკმაოდ ცნობილი პერსონაა, მერე ინტერვიუების და ეგეთი მაიმუნობების თავი არ მაქვს.
ისე, ცოტა გეტყვით როგორიცაა:
მუქი კანი აქვს, მაგრამ ისეთი ნააააზიიიიი …
თვალებიც მუქი აქვს, ორივე …
ტუჩები არავის საქმე არ არის, არ მაჩხუბოთ ახლა … მოკლედ, ძალიან სიმპატიურია!!!
განათლება ძალიან მაღალი აქვს და იუმორი ძალიან ტონკი (აგე, თუ არ ვიცი რუსული!)…
მანერები ძალიან დახვეწილი და ცხვირსახოცი ძალიან ზოლიანი …
უი, რაც მთავარია, ქართველი არ არის და ჩინეთშია ნამყოფი.
არც უსაქმური არ არის, თავის ბიზნესი აქვს, აბა?! მეც არ მჯეროდა, სანამ მთელი იქაურობა არ მომატარა, სადაც

ეს ის პერიოდია, სიყვარულზე უარი რომ ვუთხარი და საშობაო ბარათი რომ მივიღე, რომის პაპად უნდა აღვიკვეცოო. ძლივს გადავაფიქრებინე

ვიყავით. ოიმეეე, რა კარგი იყოოო … მეცხრე ცასაც ჯობდა, არადა მეცხრეში მაგარი რაღაცეებია.
მოიცათ, კაცო, რა დროს ცაა, ეს რა მომივიდა, ეს მინდოდა ახლა მე???
ეგ რა არის, ჩემი საყვარელი სიმღერები რომ ჩამირთო, დავდნი ამხელა ანგელოზი ქალი …
მოკლედ, ეს ყველაფერი რომ გავაცნობიერე, რომ მივხვდი, რომ ჩემსა და ჯონს შორის ვიღაც ჩადგა, (არა, ჯონი მაინც ჯონია რა), ეგრევე დავურეკე ბონოს. ბონო ხომ იცით??? U2–ს ხმა და ყველაფერი, ხოდა ვუთხარი, წამო, ადრე რომ ვიდექით ხოლმე ქუჩაში, შენ რომ უკრავდი და ქუდს დებდი ხოლმე, ის დრო გავიხსენოთ, თან რამე სენტიმენტალური დმაიკარი, შეყვარებული ვარ მეთქი.
ისე, რომ არ მოგატყუოთ, ცოტა არ ესიამოვნა, თითონ მე ვუყვარვარ, მაგრამ ურთიერთობა გარკვეული გვაქვს, იცის, რომ ჩვენს შორის ვერაფერი იქნება და უარიც ვერ მითხრა.
ხოდა, ჩამოვდექით ერთ–ერთ სკვერთან და დაიწყო სიმღეა:


პატარა რომ ვიყო, ასეთი შეყვარებული ვიქნებოდი, როგორც ეს გოგო იჯღანება

თან, ჩვევაში დღემდე დარჩა ქუდის მიწაზე დადება, მაგრამ ქუდი არ აღმოაჩნდა და ცხვირსახოცი გაფინა. ნუ, რაღა მექნა და მეც ჩამოვუდექი გვერდით. სიმღერა ხომ იცანით? რომ წამსკდა ცრემლებიიი … გამვლელები უნდა გენახათ, ამ ერთ სიმღერაში იმდენი ფული დავაგროვეთ, რომ მე ქოთნის ყვავილი ვიყიდე და ბონომ კიდე მანქანას გავარეცხინებო.
უჰ, თან პატრიკ სვეიზი გამახსენდა, საწყალი, სიმსივნით გარდაიცვალა სულ ახლახანს და ზეცაში დღემდე გზააბნეული დადის, ვერაფრით დაიმახსოვრა სად როგორ გააგნოს გზა, ორიენტაცია არ უვარგოდა ეტყობა, ჯერ კიდევ მანდ.
მერე, გავისეირნეთ მე და ბონომ, თან მიყვებოდა რაღაცეებს, მაგრამ ვერ ვუსმენდი, რა მექნა, შეყ–ვა–რე–ბუ–ლი ვაააარ!!!
მაგრამ, ყოველ წამს არ ვუმეორებდი, მაინც, ვუფრთხილდები მის გრძნობებსაც.
მოკლედ, მე და ჩემი ვა … უხ, ჯანდაბა, კინაღამ წამომცდა სახელი!
ოიმე, ახლაც მურაჟკები დამრბიან (აგე, კიდე ჩემი რუსული!), რომ მახსენდება რა კარგი იყო ის დღე.
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. მთლად ადვილადაც არაა საქმე, ორივე დაკავებულები ვართ, მე მთელი ცა მყავს საკონტროლებელი, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, არა? მას კიდე ბიზნესი და მთელი ამბები.
თან მალე დაბადების დღე აქვს, ახლა “ნანუკას შოუ”–ზე გულახდილი კი ვარ და გეტყვით, რომ 3 ივლისს. ვენაცვალე, მზის ნიშნით კირჩხიბია. უხ, კირჩხიბი კი არა, ჩემი პუზატია ეგ!!!
არა, ხუმრობის გარეშე, ეგ კარგია, ორივე წყლის ნიშნები ვართ და იქნებ ზღვის პირას ვიყიდოთ სახლი, ჭას აღარ სჯობს ეზოში???
აესეთი დამწვარი ვარ სიყვარულით, ზაგარს მაინც იძლეოდეს რა.
მოკლედ, მოგიყევით ყველაფერი და კიდევ რამდენიმე საათი უნდა გავქაჩო, რომ არ ჩამეძინოს, წავალ, წიგნს წავიკითხავ. უი, მაგაზე გამახსენდა, იცით რა ნაკითხია?!
მერე ყავას დავლევ. უი, მაგაზეც გამახსენდა, ესპრესსო უყვარს ორმაგი.
მერე ვიბანავებ. უიიი, მაგაზეც გამახსენდა, ცურვა იცის კარგად.
მერე რუსულზე წავალ. რუსულიც იცის გენიალურად (არსებობს ეგეთი ცოდნაც ენის!).
ხოდა, აბა, რავი, ისეთ კარგ ხასიეთზე ვარ, რომ ყველაფერს გაპატიებთ, რაც გინდათ, ის გიქნიათ … მე ყურებამდე ვარ შეყვარებული!!! და იმის იქითაც!!!

Advertisements

მილა კი არა და, სოფო თუ მილა, თუ სოფო თუ … ოოო, რა!   6 comments

ტიბეტელი ბერები მიწიდან მაღლა იწევიან მედიტაციის დროსო, იური გაგარინმა დედამიწის გარშემო იფრინაო, ნილ არმსტონგმა, საერთოდაც, მთვარემდე მიაღწიაო …
იცით, ხალხნო, მეც დავფრინავ …
თქვენ ეს არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მე სიყვარულით დავფრინავ …
ეს სულ სხვა ფრენაა, სულ სხვა საწვავით და მოწყობილობით, მაგრამ სიყვარული თქვენთვისაც არ არის უცხო, როგორც ვატყობ.
ამას წინათ ერთი სული ამოვიდა აქ. რომ შევხედე, სიმპატიური ბიჭი იყო, მშვენივრად ჩაცმული და კარგი აღნაგობის, მაგრამ მზერა ჰქონდა დაბნეული. ნუ, დაიბნეოდა, აბა რას იზამდა, თითონაც დამინახა ასეთი ანგელოზი. როგროც იქნა დავაწყნარე, ნუ გეშინია თქო და ეს ვთქვი თუ არა, საიდან იცი, რომ მეშინიაო. ხომ არ ვეტყოდი, გული თვალებში გიცემს, წადი, სარკეში ჩაიხედე მეთქი.
ბოლოს, ჯანდაბას, წამო ყავა დავლიოთ, გული გადამიშალე მეთქი და აი, რა მომიყვა:
პატარა ბიჭი ვიყავი მეხუთე ელემენტი რომ ვნახეო. კი ვიფიქრე, რაღა პირდაპირ მეხუთედან დაიწყო, პირველი არ აქვს ნანახი

სოფო მეორე წვეულებაზე ჩვენთან, ფრთიანებთან

თქო, მაგრამ მერე თითონ განმარტა, ფილმიო. მილა დავინახე და თვალთ დამიბნელდაო. რაღა აღარ გავაკეთე, რომ მისთვის სასურველი მამაკაცი გავმხდარიყავი, სწავლას მოვუმატე, მერე ჰარვარდში ჩავაბარე, არ მომეწონა სწავლის დონე, ოქსფორდში გადავედიო (თან დალიე ეგ ყავა, გაგიცივდება მეთქი), მერე საქართველოში ბიზნეს–კურსები გავიარე და კომიუტერული კურსების სერთიფიკატიც ავიღე, ძმაკაცს ფული ვესეხე, ბიზნესი წამოვიწყე და მაგრადაც გავქაჩე, ახლა საკმაოდ მასშტაბური ინდმეწარმე ვარო. ერთი კი გავიფიქრე, ეს რა ძააან მყვარებია ჩემი მწერალი, რომ ამ ბიჭისკენ ერთი წამითაც არ გამექცა ფიქრი, რა მართლა მეგობარივით ვუსმენ მეთქი, რომ გადავიდა საქმეზე:
ვიყიდე დიორის კოსტუმი, ლაკოსტას ფეხსაცმელები, მართალია, საფულე ორიფლეიმის იყო, მაგრამ არ ეტყობოდაო და წავედი მილას გასაცნობადოოო. გავიცანი, მაგრამ ნეტა არ გამეცნო, ეს რა იყოო.
ჩემმა ყავამ სიტკბო დაკარგა, ეს რომ გავიგე. მართლა კარგი ბიჭია, მაგრამ ახლა მილას დასაწუნი რა ჰქონდა, მაგრამ აი, რაში ყოფილა საქმე:
ეგ გაუნათლებელიო, ეგ შტერიო. ოეეე, რატომ თქო და რა რატომ, რუსი მაინც არ იყოს, დოსტოევსკი გაგონილიც არ ჰქონდა, ლუკ ბესონის სცენარებზეა გაზრდილიო. თან თვალს ვერ ვწყვეტ, ისეთი ლამაზია ეგ სასიკვდილეო. მაგ სიტყვაზე გავაჩერე, შენ ახლა მორჩი მასეთებს, ამ კაფეში კამერებია და მართლა რამე არ დაემართოს მაგ გოგოს მეთქი. მოკელდ, ლანძღა, წერა მაგან არ იცისო, კითხვით რთული სიტყვები უჭირსო, თორე ისე არაუშავსო. კამერა შორიდან აქვს ნანახი, on/off–იც კი არ იცის სად აქვსო.
კიდე რაღაცეები იწუწუნა, რად მინდა ჩემი მილიონები, თუ ობიექტი არ მყავს, რომ დავახარჯოო. რად მინდა გალაქტიონის პოეზია, თუ არ ვიცი ვის ვუთხრა ჩურჩულითო. რად მინდა ვისკის ჭიქა, თუ არ მყავს ადამიანი, რომელიც ყინულს ჩამიგდებს შიგო.
დედას გეფიცებით, მართლა შემეცოდა ეს ბიჭი, ყველაფრით კარგი იყო (ძმასავით ვუყურებდი, არ დაგავიწყდეთ: მე შეყვარებული ვარ!), ხოდა ავდექი და წავიმაჭანკლე. რადგან ამ ბიჭს მილას გარეგნობა მოსწონს და თან განათლებულ, მოსიყვარულე, წერის ნიჭიან, კამერასთან მომუშავე, კარგი ხასიეთების და იუმორის მქონე გოგოს ეძებს, რომელსაც უყვარს კითხვა, დავეხმარე და სოფიას facebook-ი მივეცი.
აი, ფოტოებს დავდებ და ნახავთ თქვენ თითონ ყველაფერს. ერთი კოლაჟი მაქვს, ადრე, რაღაც წვეულება იყო პურ–პურში, საკაიფო კაფეა თუ რაღაც და იქ იყვნენ ორივე, საწყალი მილა, მაშინ მეც შემეცოდა, ყველა სოფოსთან მიდიოდა ავტოგრაფზე და ფოტოებზე. თავიდან მორცხვობდა სოფო, სირცხვილია ხალხნო, მე მილა არ ვარო, მაგრამ ვინ უსმენდა, ბოლოს მივედი და ყურში ვუთხარი, მე ვიცი შენი საიდუმლო, ვიცი, რომ მილა არ ხარ, მაგრამ დაეხმარე, ცოდოა, ძალიან დათრგუნულია დღეს, თან ფორმაშიც არ არის, იქნებ მერე გაგიხსენოს ეგ სიკეთე მეთქი და უარი არ უთქვამს.

სოფია და მილა, ოღონდ მე შეიძლება შემეშალა და თქვენ გაარჩიეთ ვინ რომელი რა

მერე მეორე წვეულებაზე აღმოვჩნდით ერთად, ჰოლივუდურზე და აი, კიდევ ერთი ნიჭი დავუნახე სოფას, როდესაც ყველა ვიღაცას შეგვადარა და მთელი დარბაზის ოვაცია და “ვა, რა ზუსტია” მიიღო!
მოკლედ, მე და სოფო დავმეგობრდით, მართლა რა ნიჭიერია იცით. ბლოგიც აქვს და ახლა არ გეგონოთ, რომ ამხელა პოსტს იმიტომ ვწერ ამ გოგოზე, რომ იმ წვეულებაზე სასმელზე დამპატიჟა.
უბრალოდ, ის ბიჭი რა, აი, ვითიც დავიწყე, დავაბრუნეთ უკან, მისმა მონაყოლმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ პირდაპირ რააა …
თან, ეტყობა მეც რომ შეყვარებული ვარ, იმიტომ მომხვდა გულზე …
მაგრამ მეტი არ მინდა იმ ბიჭმა არ დააფასოს სოფო და მისი ნიჭები და ფერები, თორემ აქ ამოვიყვან და დაველაპარაკები ერთი–ერთზე!
სოფ, ვიცი რომ წაიკიტხავ და ეგეთი სიმპატიური, განათლებული, მდიდარი და შენზე შეყვარებული ბიჭი რომ გამოჩნდება, გეხვეწები უარი არ უთხრა რა.
გკოცნი, შენი შეილა

%d bloggers like this: