Archive for the ‘ლუვრი’ Tag

ბიძინა, დამიმესიჯე, თორე ინანებ!!!   Leave a comment

ახლა ძალიან გაბრაზებული რომ არ ვიყო, არ დავწერდი ამ პოსტს, ხო ნახეთ, ხელი მაქვს აღებული წერისგან, სხვა რაღაცეებით ვარ დაკავებული, სადღა მცალია ამხელა ანგელოზ ქალს სამაიმუნოდ, მაგრამ პუშკინს თუ ყავდა აბორიგენი ნათესავი, მეც მყავდა ადამიანი წინაპარი და მომეძალა ემოციები.

ვინ გამოგიყვანა საჩხერედან? ახლა აღარ გინდა შეილა, ხო???

ვინ გამოგიყვანა საჩხერედან? ახლა აღარ გინდა შეილა, ხო???


მოკლედ, რაშია საქმე:

გადამაგდეს!!! ხალხნო, გესმიით?!! გააა-დაა-მაააგ-დეეეს !!!

ვინ და ძალიან რომ გიყვართ ბიძინა, იმან!!!

სულ თავიდან დავიწყებ, როგორ გავიცანი:

რამდენიმე ათწლეულების წინ იყო (არ მიყვარს წლებში დაკონკრეტება), შევედი მარკეტში, ფასდაკლება იყო პროდუქტებზე და ავიღე რაც სულს და გულს უხარია და ველოდები კასირშასთან ჩემს რიგს, რომ ჩემამდე ერთი რაღაცნაირად ჩაცმული ბიჭი დგას და ხურდას ითვლის. სიგარეტი როა “პირველი”, მაშინ ლარი და ოცი ღირდა, მაგრამ მაინც აკლდებოდა ხურდა და დავუმატე, ოღონდ მალე მოსულიყო ჩემი რიგი, გადავიხადე ჩემი პოკუპკების და გამოვედი, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ, რომ მარტინი და სურნელოვანი სანთლები და “notebooკ“-ს ვუყურო და არ ამეტორღიალა ეს ბიჭი?!
შენთან ვალში ვარ, იქნებ ერთი ღერი აგეღოო, არადა, ჩანთაში კენტი მიდევს, რვა ნომერი, მაგის ქეციანი პირველი რად მინდა, არა მეთქი, აბა, მაშინ მიგაცილებო და ვახ, ვერ მოვიშორე რა, თან მშიერი თვალები ჰქონდა და ბარემ, პარკებს ვათრევინებ მეთქი და ასე გავიცანი ბიძინა.
მაშინ სად იყო ბიძინა, ბიძოს მეძახიან უბანშიო, ნახალოვკაშიო.
დავაპურე, ეგ კი არა, აბაზანაშიც შევუშვი, საჭირო იყო რა და უკვე აზრზე რომ მოვიდა, DVD-ს ვუყუროთ მეთქი. სანამ ავუხსენი ეგ რა არის და დავაჯერე რომ ასეთი რაღაცეებიც არსებობს, გავიდა მთელი საღამო და თვალი მოჰკრა კომპიუტერს.
ვაიმეეე, ახლა ამაზე დაიწყო, ეს რა არის, ის რა არისო და ბევრი რომ არ ელაპარაკა, ყველაზე მარტივი – ექსელში მუშაობა ვასწავლე.
სკაიპიც გავუხსენი, ოღონდ ბიძო-1956 უნდოდა, ჩემი დაბადების წელიო და ბანძია თქო, მაშინ შავი ტიტაო და ასეა დღემდე სკაიპში.
მოკლედ, ეგ იყო და ეგ. ჩაუჯდა კომპიუტერებს, გაიტანა-გამოიტანა, აქეთ-იქით და აიწყო ბიზნესი.
ჯერ დენძი და სონი გაასაღა, მერე IBM, Pentium 1,2,3 … HP, DELL …
ხოდა, რაღად უნდა შენი შეილა? FB-ში კი ვყავარ მეგობრებში, მაგრამ მარტო ფერმის თამაშების მოწვევას მიგზავნის.
ამასწინათ დავურეკე, ბიძო, რას შვრები, გავიგე საქართველოს ხელისუფლებაში მოსულხარ მეთქი და ბიძო არა, ბიძინაო. გულში კი ვიფიქრე, თუ გამოგაჭენე შე შავო ტიტავ ჟურნალ თბილისელებში, მერე განახებ ბიძინობას მეთქი, მაგრამ შემეცოდა, რომ მახსენდება როგორ ეძებდა ხოლმე კლავიატურაზე ექსელისთვის ციფრებს, გული მიკვდება.
გავმწარდი და რა გავმწარდი, შეხვედრა დავუნიშნე, თან გავაფრთხილე, შენ იხდი მეთქი, გამოვეწყვე საუკეთესო ნარიადში და მივედიიი …
კურიერში რო არ მყოლოდა ნანახი, ვერც ვიცნობდი, მოტეხილა ცოტა, მაგრამ არ შევდრკი. რო დამინახა, წამოდგა, გამოიქცა, ჩამეხუტა, ჩემო შეილაო. ახლა გავხდი შენი შეილა, FB-ში რო გწერ, რას მაიგნორებ მეთქი? ხანდახან ჩემი ბიჭი შედის და არ მინდა მასეო.

ან მანქანის ტარება ვინ გასწავლა და ვინ გიყიდა პრავა?!

ან მანქანის ტარება ვინ გასწავლა და ვინ გიყიდა პრავა?!

გაჭედვების თავი არ მქონდა, გავუტარე და შევყევით საუბარს და მარტინს (სიმბოლურად მარტინს ვსვამთ ხოლმე, ჩვენი გაცნობისას რო გაუსინჯა გემო, მაგ პონტში) და მოვიხედე, მის სახლში ვარ.
თავიდან კი ვიფიქრე, ლუვრში რა მინდა მეთქი, მაგრამ არა, რა ლუვრი და პარიზი, თბილისია, მთაწმინდაო და კოცნა რომ დამიპირა, ავტეხე კივილ-წივილი, ცოლს სანამ არ გაშორდები, ჩვენს შორის არაფერი იქნება მეთქი, თან მეორე დღეს ლენონების ოჯახში ვიყავი მიწვეული და ჯონს ასე ვერ მოვექცეოდი.
გავშორდებიო – მეტი არაა ჩემი მტერი, რო ეგ მაგას იზამს, მაგრამ ვუთხარი, შენთან სალაპარაკო მაქვს ფხიზელ თავზე და 20-ში დამიმესიჯე თქო და აბა, ჰა?! სადაა მესიჯი?!
ჯანდაბა, ბიძო, შენს თავს, ნახე თუ არ განანო ეგ შენი პრემიერმინისტორბა, ჯერ კიდე მაქვს შემორჩენილი სვიაზები. როგორც მიშას პრეზიდენტობა არ შევარჩინე!!!
აესე, ახლა სუ გამოვაჭენებ ხოლმე შენს ამბებს და მერე არ დამიწყო, ჩემო შეილა, ამას გიყიდი, იმას გიყიდიო, ტოჟე მნე ონასისი!!!
ხოდა, ახლა კეთილი ინებოს, წაიკითხოს ეს პოსტი ბატონმა ბიძინამ და დამიმესიჯოს, თავი მაინც იმართლოს, რატომ დამადო დღეს, პატარა ქალი ხო არ ვგონივარ მაგას!!! სხვა თუ არაფერი, აგერ, ა, ჩემი ჯონი მეფიცება სიყვარულს და კიდე რამდენი მაგარი ტიპი!!!
p.s. არ დამიწყოთ, რა მიშისტვით წერო, მიშაზეც ბევრი მაქვს მოსაყოლი და მაგ ვაჟბატონსაც გამოვჭიმავ მალე

Advertisements
%d bloggers like this: