Archive for the ‘გოგი’ Tag

ცოტა გოგი და ბევრი ჩვენ   Leave a comment

შტერული დღეები რომ თენდება ხოლმე, მასეთი გათენდა გუშინ, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, რადგან საღამოს გოგი გვახარიას წიგნის პრეზენტაცია –  “ცრემლიანი სათვალე” – იყო მწერალთა სახლში და უნდა წავსულიყავი. აი, მართლა ძალაინ მეზარებოდა, მე კი ყველაფერი მეზარება, მაგრამ ეს უფრო …

ნუ, ასე თუ ისე, მე და ჩემი დაქალი მივედით და თან წინასწარ დაინტერესებულნი. ყოველთვის მეგონა რომ წიგნის პრეზენტაცია წიგნის ქება უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე ავტორის, მაგრამ ნეა, თურმე არაო.

ახლა ის რა მოსატანია, რომ ქალები რატომღაც ზევიდან გვიყურებდნენ, არადა ისინიც იმ სამ განზომილებაში იყვნენ, სადაც ჩვენ, მაგრამ არაფერია, გაახარონ თავიანთი ეგო, ყურების სიმაღლეებით რა გვიშავდება ხანდახან. მეც მეყოლება ჯიპი და მეც დავიხურად კაბას-არ-უხდება-შლიაპას და ალბათ, ერთხელ მაინც, მეც გადმოვიხედები არარსებული სიმაღლიდან, რავი აბა …

ხოდა, იმას ვამბობდი, რომ მივედით და შევხვდით გიორგის, თურმე რომელსაც მე ცუდად მივესალმე, არადა მთელი გოგი-გავახარია-დრო ვნერვიულობდი, თითონ მომესალმა ცუდად მეთქი. და ბოდიში გიო. კიდე ვიღაცეები, რაღაცეები ვნახეთ და მოვემზადეთ მოსასმენად.

სადაც ეს “გოგი” უნდა მომხდარიყო, იყო ეზო, ძალიან კი მომეწონა ისეთი, რადგან მოწევა არ იყო პრობლემა, მე კიდე მიყვარს მოწევა. ამ ეზოში აივნიანი შენობა იყო და მის ქვეშ ბაღის სკამები თუ რაც ჰქვია, აი, ალექსანდროვში შეყვარებულებს რომ სექსი აქვთ, ისეთი სკამები. ჩვენ ორ დახვეწილ ქალბატონს მივუსხედით, მე და მათ საფერფლე გავიყავით და დაიწყო ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა საუბარი.

მაშინ აშკარად შეიმჩნეოდა, რომ ორგანიზატორს დიდი ვერაფერი მოფიქრება ჰქონია, ბოლოში არც ჩანდა და ძლივსაც ისმოდა, არადა იმხელა აივანი გადმოჰყურებდა ეზოს და დაესვა მანდ ეგ ხალხი და დაედო ერთი დინამიკი, მარა ვერ მოიფიქრა სავარაუდოდ, ან დაეზარა ან ვერ მიხვდა, რომ უკანაც ყურებიანი და თვალებიანი ხალხი ვისხედით და გვაინტერესებდა მთლიანი სურათი.

თუ ამ ფოტოზე გოგის ვერ ხედავთ, არაფერია, მეც ვერ ვხედავდი საერთოდ

თუ ამ ფოტოზე გოგის ვერ ხედავთ, არაფერია, მეც ვერ ვხედავდი საერთოდ

კაი, გავიარეთ ეგ ამბავი და ბატონმა ლევანმა რომ დაიწყოოოო …. დაიწყო და რა დაიწყო!!!

ეს ვინ ყოფილა ბატონი გოგი, თურმე რა კაცი და რა მწერალი, უკვდავი მოკვდავთ შორის. …

და მე უნდა მეამაყებოდეს, რომ მის ეპოქაში სადღაც ჩუმად ვარსებობ …

მოკლედ, მე მისი წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, იმიტომ, რომ არ მიყიდია და იმიტომ არ ვიყიდე, რომ 10.90 ლარი ცოტა არ იყოს და ძვირია, მაგრამ იქნებ ტყუილად მოვთქვამ და კაი რაღაცეები წერია, მაგრამ მეეჭვება და მომკალით რა!!!

ახლა, რატომ დავიწყე ამის წერა:

იმიტომ, რომ არ შეიძლება, ხალხნო, ასე! როცა ოთარ ჭილაძე წერდა კარგ წიგნებს, სანამ ‘მოდის ტალღა” არ აგორდა, ვინმემ მიკროფონში თქვა, ბატონ გოგის ნახევარი მაინც არისო?

დავიჯერო, ტყუილად მრცხვენია, რომ ეს რესურსები იხარჯება არასწორად?

ხო, კიდე ის, რომ ბატონი გოგი თავმდაბლობით გამოირჩეოდა, არ მინდოდა ამ წიგნის არც დაწერა, არც დაბეჭდვა და მით უმეტეს, არც პრეზენტაციაო. ლოგიკურად, მარკეტინგულ მოგებას არც უნდა ელოდოს, მაგრამ ფაქტია 10.90-დან კი შემოვა რაღაც მოულოდნელი თანხა და ნეტა საით წავა? იქნებ ქველმოქმედებაში? თუ მასეა, ვწეროთ ბატონო, წიგნები, ვწეროთ …

კაი, სხვის ფულში ნუ ვერევი, არაა ლამაზი, მაგრამ მთლიანობაში აი, რეები ვერ გამიგია:

რო დააპირეს ეს პრეზენტაცია, არ იფიქრეს უკეთეს ორგანიზებაზე? ერთზე მეტი მიკროფონი მიანც დაენანათ?

თუ არ უნდოდა ავტორს ეს მოვლენა, მაშინ ვინ/რატომ/როგორ დააძალა? არ ვარგა ძალადობა

ეს ამდენი ხალხი რო მოდიოდა, თითოს თუ არა, ყოველ მესამეს ხო მაინც უნდა ჰქონოდა რაიმე კითხვა? თუ კაცი რო სიდედრზე ლექსებს წერდა, მის იმედად ვიყავით?

მეორე ტომი არ გამოვაო, ბატონმა გოგიმ, მაგრამ მას პირველიც არ უნდოდა, ანუ როდის გამოვა მეორე ტომი?

 

არ ვარ მე პროვოკატორი, არც ინტრიგანი, რიგითი მოქალაქე ვარ, მაგრამ ვერ ვეგუები ავტორიტეტობის გამო თავის ქნევას – კი, მართალი ხართ მეთქი და ეგაა და ეგ.

ბატონო ლევან, რომ მჯეროდეს სიყვარულის, შემიყვარდებოდა ბატონი გოგი თქვენი სიტყვების შემდეგ, მაგრამ ისედაც რაც მიყვარს საკმარისია, ნუ დავარქმევთ უკვდავს, შევირგოთ ჩვენნაირი, სანამ ცოცხალია.

წარმატებები