ყურებს იქითაც ყოფილა სიყვარული   4 comments

ვაიმეეე, ხალხნო მიშველეთ!!!
მთელი ღამე უდნა გავათენო იმის შიშით, რომ დილით არ ჩამეძინოს, თორემ მომხვდება სერიოზულად. თან ვისგან რომ იცოდეეეთ? ჩემი რუსულის მასწავლებლისგან! მეც არ მჯერა რასაც ვწერ, რად მინდა აქ რუსული, მაგრამ მინდა! არა, გგონიათ არ ვიცი??? როგორ არა, აი, ინგლისურთან ერთად განახებთ რომ ვიცი: i am a table = я стол …
უფრო რთულებიც შემიძლია, მაგრამ აბა თქვენი ცოდნის დონე არ ვიცი, თორეეეემ …

ეს ის დღეა, როდესაც ბონო გავიცანი, საბურავი დაეშვა და ვულკანიზაციამდე მივიყვანე

თან კიდე იცით რაშია საქმე? არ მინდოდა თქმა, მაგრამ შეყვარებული ვარ. აღარც ლეონარდო მინდა, აღარც ოსკარ უაილდი (უიმე, რამ გამახსენა, ეტყობა თითონ მახსენა, ამასწინათ შევპირდი ჩაიზე მისვლას). ხოდა, შეყვარებული ვარ მეთქი, ოღონდ ვერ ვიტყვი ვისზე. საკმაოდ ცნობილი პერსონაა, მერე ინტერვიუების და ეგეთი მაიმუნობების თავი არ მაქვს.
ისე, ცოტა გეტყვით როგორიცაა:
მუქი კანი აქვს, მაგრამ ისეთი ნააააზიიიიი …
თვალებიც მუქი აქვს, ორივე …
ტუჩები არავის საქმე არ არის, არ მაჩხუბოთ ახლა … მოკლედ, ძალიან სიმპატიურია!!!
განათლება ძალიან მაღალი აქვს და იუმორი ძალიან ტონკი (აგე, თუ არ ვიცი რუსული!)…
მანერები ძალიან დახვეწილი და ცხვირსახოცი ძალიან ზოლიანი …
უი, რაც მთავარია, ქართველი არ არის და ჩინეთშია ნამყოფი.
არც უსაქმური არ არის, თავის ბიზნესი აქვს, აბა?! მეც არ მჯეროდა, სანამ მთელი იქაურობა არ მომატარა, სადაც

ეს ის პერიოდია, სიყვარულზე უარი რომ ვუთხარი და საშობაო ბარათი რომ მივიღე, რომის პაპად უნდა აღვიკვეცოო. ძლივს გადავაფიქრებინე

ვიყავით. ოიმეეე, რა კარგი იყოოო … მეცხრე ცასაც ჯობდა, არადა მეცხრეში მაგარი რაღაცეებია.
მოიცათ, კაცო, რა დროს ცაა, ეს რა მომივიდა, ეს მინდოდა ახლა მე???
ეგ რა არის, ჩემი საყვარელი სიმღერები რომ ჩამირთო, დავდნი ამხელა ანგელოზი ქალი …
მოკლედ, ეს ყველაფერი რომ გავაცნობიერე, რომ მივხვდი, რომ ჩემსა და ჯონს შორის ვიღაც ჩადგა, (არა, ჯონი მაინც ჯონია რა), ეგრევე დავურეკე ბონოს. ბონო ხომ იცით??? U2–ს ხმა და ყველაფერი, ხოდა ვუთხარი, წამო, ადრე რომ ვიდექით ხოლმე ქუჩაში, შენ რომ უკრავდი და ქუდს დებდი ხოლმე, ის დრო გავიხსენოთ, თან რამე სენტიმენტალური დმაიკარი, შეყვარებული ვარ მეთქი.
ისე, რომ არ მოგატყუოთ, ცოტა არ ესიამოვნა, თითონ მე ვუყვარვარ, მაგრამ ურთიერთობა გარკვეული გვაქვს, იცის, რომ ჩვენს შორის ვერაფერი იქნება და უარიც ვერ მითხრა.
ხოდა, ჩამოვდექით ერთ–ერთ სკვერთან და დაიწყო სიმღეა:


პატარა რომ ვიყო, ასეთი შეყვარებული ვიქნებოდი, როგორც ეს გოგო იჯღანება

თან, ჩვევაში დღემდე დარჩა ქუდის მიწაზე დადება, მაგრამ ქუდი არ აღმოაჩნდა და ცხვირსახოცი გაფინა. ნუ, რაღა მექნა და მეც ჩამოვუდექი გვერდით. სიმღერა ხომ იცანით? რომ წამსკდა ცრემლებიიი … გამვლელები უნდა გენახათ, ამ ერთ სიმღერაში იმდენი ფული დავაგროვეთ, რომ მე ქოთნის ყვავილი ვიყიდე და ბონომ კიდე მანქანას გავარეცხინებო.
უჰ, თან პატრიკ სვეიზი გამახსენდა, საწყალი, სიმსივნით გარდაიცვალა სულ ახლახანს და ზეცაში დღემდე გზააბნეული დადის, ვერაფრით დაიმახსოვრა სად როგორ გააგნოს გზა, ორიენტაცია არ უვარგოდა ეტყობა, ჯერ კიდევ მანდ.
მერე, გავისეირნეთ მე და ბონომ, თან მიყვებოდა რაღაცეებს, მაგრამ ვერ ვუსმენდი, რა მექნა, შეყ–ვა–რე–ბუ–ლი ვაააარ!!!
მაგრამ, ყოველ წამს არ ვუმეორებდი, მაინც, ვუფრთხილდები მის გრძნობებსაც.
მოკლედ, მე და ჩემი ვა … უხ, ჯანდაბა, კინაღამ წამომცდა სახელი!
ოიმე, ახლაც მურაჟკები დამრბიან (აგე, კიდე ჩემი რუსული!), რომ მახსენდება რა კარგი იყო ის დღე.
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. მთლად ადვილადაც არაა საქმე, ორივე დაკავებულები ვართ, მე მთელი ცა მყავს საკონტროლებელი, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, არა? მას კიდე ბიზნესი და მთელი ამბები.
თან მალე დაბადების დღე აქვს, ახლა “ნანუკას შოუ”–ზე გულახდილი კი ვარ და გეტყვით, რომ 3 ივლისს. ვენაცვალე, მზის ნიშნით კირჩხიბია. უხ, კირჩხიბი კი არა, ჩემი პუზატია ეგ!!!
არა, ხუმრობის გარეშე, ეგ კარგია, ორივე წყლის ნიშნები ვართ და იქნებ ზღვის პირას ვიყიდოთ სახლი, ჭას აღარ სჯობს ეზოში???
აესეთი დამწვარი ვარ სიყვარულით, ზაგარს მაინც იძლეოდეს რა.
მოკლედ, მოგიყევით ყველაფერი და კიდევ რამდენიმე საათი უნდა გავქაჩო, რომ არ ჩამეძინოს, წავალ, წიგნს წავიკითხავ. უი, მაგაზე გამახსენდა, იცით რა ნაკითხია?!
მერე ყავას დავლევ. უი, მაგაზეც გამახსენდა, ესპრესსო უყვარს ორმაგი.
მერე ვიბანავებ. უიიი, მაგაზეც გამახსენდა, ცურვა იცის კარგად.
მერე რუსულზე წავალ. რუსულიც იცის გენიალურად (არსებობს ეგეთი ცოდნაც ენის!).
ხოდა, აბა, რავი, ისეთ კარგ ხასიეთზე ვარ, რომ ყველაფერს გაპატიებთ, რაც გინდათ, ის გიქნიათ … მე ყურებამდე ვარ შეყვარებული!!! და იმის იქითაც!!!

Advertisements

4 responses to “ყურებს იქითაც ყოფილა სიყვარული

Subscribe to comments with RSS.

  1. დილიდან ამ ბლოგს ვკითხულობ და გემრიელად ვხითხითებ :) :) :)

    აქამდე როგორ არ ვიცოდი :)

  2. მოლი, აი, მეც ეგრე ვარ ზუსტად….
    სრულიად ახალი აღმოჩენილი მაქვს ეს ბლოგიდაბოლოში ჩავედი უკვე…
    საოცრად კარგობა.. :*

  3. გემრიელად წერს და იუმორიც გემრიელი აქვს, მაცო :)

  4. მმმ … გოგოებო მადლობთ :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: