მიშა, ჯონი თუ ლეო? ჰოლივუდი აღარ მიხსენოთ!   4 comments

დილაობით ჰოროსკოპს ვკითხულობ ხოლმე, გამოწერილი მაქვს პაველ გლობას საიტიდან და ყოჩაღ რა, ვაფასებ მაგ კაცს. ისაო, ტელეფონზე უცნაური ზარი, თუ ნოკია გაქვთო, თუ სამსუნგიო, მაშინ ძველი ნაცნობი დარეკავს და თუ სონიერიქსონიო, მაშინ სჯობს საერთოდ არ უპასუხოთო. მე ნოკია

აქ ბიჭები სიგარეტზე ჩადიან და ენიმ გადაუღო გასვლისას

მაქვს და უცნაური ზარიც მქონდა. ვიღაცამ დარეკა, ჯერ ავტომატმა, ფლიზ ვეითო, მერე ქალის ხმა გაისმა, რაღაცეები იბურდგუნა, დამორცხვებული ხმა და ესპანუ–დეტროიტული აქცენტი ჰქონდა. ძლივს ვიცანი რომ პენელოპა კრუსი იყო. თავიდან ვუთხარი, არ მჯერა რომ შენ ხარ, რომ დამიმტკიცო, აბა მაშინ ჩემი საყვარელი ხუმრობა მითხარი თქო (პენელოპამ იცის ჩემი საყვარელი ხუმრობები) და მითხრა: ჩაკ ნორისის კლავიატურაზე არ არის ღილაკი ‘Ctrl’, ჩაკ ყოველთვის თითონ აკონტროლებს ყველაფერსო. მერე კი დავუჯერე პენელოპას და რა იყო, გოგო, რა ხმა გაქვს

აქ უკვე ნასვამები არიან, ნახეთ ჩემი ლეო რა მაგარი ბიჭია, იქნებ მართლა გამოგვივდეს რამე

თქო და რავი, ვირუსი შემხვდა, მაგრამ არაფერია, ლიმნიან ჩაის ვსვამო.
მოკელდ, რაში იყო საქმე: საწყალი ელიზაბეტ ტეილორი რომ გარდაიცვალა, გოგოებმა ჰოლივუდში გადაწყვიტეს, ერთი სამახსოვრო საღამო მოვუწყოთო და მე დამირეკეს, როგორც ორგანიზატორს. ახლა, რომ არ მოგატყუოთ, პოხორონნი ფართების თავი არ მქონდა და ჩემთან დავპატიჟე ყველა, ელიზასაც ესიამოვნება კარგ ფორმაში რომ დაგინახავთ მეთქი, არ შემარცხვინოთ, ვენოკებით არ მოხვიდეთ, სასმელი გამოაყოლეთ თქო.
ვისაც ვიცნობდი, ყველას დავურეკე კინოს სფეროდან. ერთი–ორთან კი მეხამუშა დარეკვა, მაინც ყოფილები არიან, აი, გინდ ლეონარდო აიღეთ, დიკაპრიო, ან ბრედ პიტი, თან მეშინოდა, ანჯელინას არ აეღო ყურმილი, შარის თავია? ასე თუ ისე, ყველა შევკრიბე. ელიზა დეიდაც მოვიდა, ტეილორი, და წავიდა ამბავიი, ოჰოჰოოო … კარგად ვიმხიარეულეთ. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი ენი ლებოვიჩიც იყო, ისეთი კარგი ფოტოები გადაგვიღო, რომ დარწმუნებული ვარ კეით უინსლეტი და

აქ გოგოები არიან მთვრალები, მინი დრაივერი ფეხზე ვერ იდგა და წამოვაწვინეთ, შერონი ჰარისონ ფორდს უყურებს და კლერ დენისს თავი აატკია სასმელმა

ლუსი ლუ ფეისბუქზე დადებენ.
ნუ, მერე იქ ამბებიც მოხდა, გვინეტ პელტროუმ უილ სმიტს აკოცა ტუჩებში, თურმე უმა თურმანს ჰქონია უილთან ადრე რომანი და ნასვამზე გაჭედა, კიდევ კარგი ნიკოლი იყო იქვე, ქიდმანი, იმან დააწყნარა გოგოები.
რამდენიმე ჭიქის მერე ლეონარდომ, ლეონარდო რა უბედურებაა, ლეომ გამიყვანა გვერდით, არ გინდა ისევ ერთად ვიყოთო? გემზე ყოფნა ხომ გიყვარს, სადმე კრუიზში წავიდეთო. გული გადამიქანდა, გემი ცუდად აქვს დაცდილი ლეოს, რამე უბედურება არ მოხდეს მეთქი, მაშინ მრგვალ ბაღში დავსხდეთ, იქვე მაგარი სანაყინეაო. არ ვიცი, არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ. მე რომ ლეოსთან დავიწყო ურთიერთობის განახლება, მერე ჩემს ჯონს რა ვუყო? იოკოს დავუთმო? ვერ მივართვი ქალბატონს! მაგრამ ეს ისეთი მგრძნობიარე ბიჭია, ხომ გახსოვთ, “რომეო და ჯულიეტა”–ში რაც ქნა? არ გაიმეოროს, მეც მივყვები თან.
აი, მაგაზე სერიოზულად დავფიქრდი, რა ვიცი, თუ ქეითი არ იქნება წინააღმდეგი, იქნებ ისევ ვცადოთ მეთქი და ერთი უინსლეტების დედაცო. ნასვამი იყო, არაფერი ვუთხარი ცუდ სიტყვებზე, მაგრამ რავი, ვნახოთ რა.
დილამდე ისეთ ამბავში ვიყავით, “ტერმინატორ”–ის გადაღება გეგონებოდათ “the notebook”-ის სცენებით.
სარა ჯესიკა პარკერმა გამაგიჟა, ქალაქში ვართ და ახლა “ის” მინდაო. მეთქი, გოგო დაწყნარდი, დამწყებ მსახიობებიც აქ არიან, რა მაგალითს აძლევ თქო და აუზთან ჩამოვსვი გარეთ.
კიდევ ბევრი რამე იყო, მაგრამ ახლა ყველაფერს ვერ დავწერ, ჭორიკანა კი არ ვარ. რამდენიმე ფოტოს დავდებ და რაღაცეებს თქვენც მიხვდებით რა. რაღაც დეტალებს მერე კიდე დავწერ, საინტერესო ამბები მოხდა, არც მეგონა ზოგი ასეთი აშარაშკა თუ იქნებოდა, რა მაიმუნები არიან, კარგ როლს ითამაშებენ და დაგაჯერებენ მიამიტ ხალხს, არ მომინდომეს ამათმაც ანგელოზობა? არა, ასე ადვილი სადაა, სხვა თუ არაფერი, გენეტიკა უნდა გიწყობდეს ხელს, მე ჩაჩავაში კი არ ვარ დაბადებული ზოგ–ზოგიერთებივით!
არა, მე კი არ ვნანობ, პირიქით, მაგარი იყო, მაგრამ სახლს დალაგება არ უნდა? ჯანდაბა მაგათ (ლეოს გარდა), წავალ მივხედავ, თორემ სირცხვილია, ჩემ წინ მცხოვრები მეზობელი სულ ფანჯარაში იყურება და რა ვიცი მე რა ჭორებს დამიყრის მერე.

Advertisements

4 responses to “მიშა, ჯონი თუ ლეო? ჰოლივუდი აღარ მიხსენოთ!

Subscribe to comments with RSS.

  1. ისე, რომელიმე შენი სტუმარი რომ გაგეცნო(მამრობით სქესს ვგულისხმობ) მადლიერი დაგრჩებოოდი:)

  2. ოოო … მაგაზე მოვილაპარაკოთ, ისე, ჰიუ გრანტი ბოდიალობს მარტო და რავი, მგონი თან დედამისსაც მოეწონები

  3. ვაიმე გავიგუდე სიცილიიიიიით. როგორ მომენატრა შენი პოსტები. აი სიტყვა ‘ის’ რომ გიწერია იმაზე დადებულმა თაგმა დაგლიჯა :)))))). ყველაფერი მაგარია დაწყებული ფოტოების ცეფშენებიდან დამთავრებული თითონ ამ ზეციური ისტორიით. შაილა სასწაული გოგო ხარ :***

  4. მაგ “ვეჩერინკაზე” მეც რომ დაგეპატიჟე რა იქნებოდა?! მთავარია, დედამისს მოვეწონო, ჰიუ მაინც აზიატი ბიჭია და დედის აზრს ითვალისწინებს;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: