სააკაშვილო მიშა, ან მეგობრობა ან დასერიოზულდი   3 comments

ხალხნოოო, განსაკუთრებით ქართველებოოო … იცით ამასწინათ რა მოხდა? ვზივარ ჩემთვის პარკში, სამსახურის მერე ჰაერზე მომინდა ყოფნა, მომკლა კონდიციონერმა, რევმატიზმის ნიშნები მაქვს და მესმის რობი უილიამსი მღერის. კი ვიფიქრე, აქ რა უნდა, საღ–სალამათია კაცი, ჯერ ადრეა მისთვის ზეცა და ეგეთები მეთქი, ხეზეც მივაკაკუნე სამჯერ და მერე გამახსენდა, რომ მესიჯზე მქონდა მისი სიმღერა. ჰოროსკოპით თევზები ვარ, ინტუიცია მაქვს “ვიშე ჩემ უ ობიჩნიხ ანგელოვ” და ეგრევე, ჯერ თმა გავისწორე და მერე მობილურს დავხედე. დავხედე და ვისი მესიჯი იყო, აბა თუ მიხვდებით? მიშა, ბატონო, მიშა იყო. სად დამეკარგეო. კი ვიფიქრე, სად გყავდი ნაპოვნი მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, ეგ ხომ მთელ თავის ცხოვრებას ჰაერში ატარებს, ეტყობა სადმე

სალომემ რომ დამირეკა პარკში, აი, ჩვენი ლაპარაკის მოთმენის პროცესშია აქ მიშა, მგონი რაღაც არ მოსწონს

თვალი მომკრა. მაოცებს ეს ბიჭი რა. ერთხელ მეც დავინახე, თვითმფრინავის ილუმინატორიდან თავი გამოყო, რაღაცა მომაძახა, მგონი “ეი, კრასოტკაო” და მეც გადავუღე ფოტო, აი, დავდებ აქ, თუ კიდევ მაქვს ჩემს ნოკიაში.
ვეტ მოვიტყუები, არჩევნებში მას მივეცი ხმა თქო, შალვას ეწყინება, ეგეც ჩემიანია, მერე მოგიყვებით, მაგრამ მთლიანობაში მესიამოვნა რომ ჩემთვისაც მოიცალა ამხელა პრეზიდენტმა კაცმა.
ნუ, გავაბით მესიჯობა და რა გავაბიიით … ოღონდ სმაილიკები ვერ დავუმუღამე, ცხვირიანებს წერს და არ მომწონს, მაგრამ ვუტარებდი, აბა რა მექნა? ის არ ეყოფა, ცოლი რომ უშლის ნერვებს? ცოლი რა, ნუ, სანდრა რა …
უუუფ, არ მინდა ახლა მაგაზე საუბარი. ისე, რა არის, ჯონი, მიშა, კიდე ერთი–ორი, დამებედა ეს ცოლიანი კაცები?!
მოკლედ, შევხვდეთო და არ გამოდიოდა უარის თქმა რა, გამიგეთ ახლა კარგად, პატარა ბიჭი ხომ არაა, რომ ვეცანცარო? მეც ჩავიცვი ჩემი ახალი ზედა, გარეცხილი შარვალი და ეფექტისთვის სველი თმით გავედი.
რომ დამინახაა, ასეთი გაკვირვებული სახე მე ჯერ არსად მინახავს. თითქოს თავის თავთან აღმოჩენილიყო პაემანზე. კიდევ კარგი ჭიქით წყალი მქონდა თან, ძლივს მოვასულიერე. რა იყო, რა დაგემართათ, ბატონო მიშა მეთქი და მე ასეთი სილამაზის მნახველი ჯერ არ ვყოფილვარო. აი, კი გავწითლდი ცოტა მანდ.
მერე რესტორანში წავიდეთ, თუ არ მიწყენ, წავიხემსოთო. ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა, კაცის შეცნობა თუ გინდა, ჭამაში

სალომეა, ძია სემია, ხუმრობა არ გეგონოს, მთელ ამერიკას მისი თითის ეშინია

ნახეო. ვნახე ბატონო, მაგრამ მაინც დავიტოვე იმედი, რომ რაიმე დასტოინსტვა ექნებოდა.
ისევ პარკში დავსხედით, მაგრამ რევმატიზმი მეთქი რომ გითხარით, მიშასაც ვუთხარი და წამოვუწექი ყოველგვარი ფარული და ქვეცნობიერი აზრების გარეშე, თავი მივადე და აი, რომ უნდა მეკოცნა და რობი!!! რობი და ჯანდაბა, რა დროს უილიამსების ბიჭი იყო? მაგრამ რა მექნა, ჩემი ჰუმანურობა უსაზღვროა და ვუპასუხე ჩემი უდროო დაქალის ზარს! აი, გული გახეთქვაზე მქონდა, მიკვირს მიშამ როგორ მოითმინა, მაგრამ ასეთი ანგელოზი გოგო ვყავდი გვერდით, მოითმენდა, აბა რას იზამდა? ამხელა რუსეთს უთმენს და ჩემს დაქალს ვერ მოუთმენდა? მაგრამ საქმე რაშია: მაინც მეგობრებად დავშორდით. რომ დავფიქრდი, პირველი ლედობა მინდა? არ მინდა! ქართველების ხასიეთი ხომ ვიცი, “იმის” მერე აუცილებლად ქორწილი მოდის და მერე ჯონს რა ვუთხრა? თან სანამ არ დასერიოზულდება, ჩვენ შორის არაფერი იქნება, სტიუარდი ქმარი რომ მდომნოდა და თვითმფრინავში ცხოვრება, მაშინ გაგარინს გავყვებოდი აქამდე, განა არ მეხვეწებოდა?
ისე, ხვალაც უდნა ვნახო და რავი, აბა?
მაგრამ ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ მიდნა ჩემს დაქალს ვუთხრა, კარგია მაცივარი ოფისში და კაი ცხოვრება, მაგრამ დარაგუშა, ფოტოს დააკვირდი, ძია სემი გეუბნება ჩემს სათქმელს. ჩემი ახლო მეგობარია, მამაჩემის ძმაკაცია ძია სემი და რომ ვუთხარი, ასე და ასე მეთქი, მაიცა, მე შევაშინებ სალომესო.
არა, ცუდი არ იყო ეს ყველაფერი, იქნებ კარგიც იყო, მაგრამ ახლა წავედი, სკაიპში მწერს მიშა, რა უნდა ნეტა, გავიგებ.

Advertisements

3 responses to “სააკაშვილო მიშა, ან მეგობრობა ან დასერიოზულდი

Subscribe to comments with RSS.

  1. ცხვირებიანი სმაილების ავტორი მიშა და ჩემ მიერ შეწყვეტილი ამბორი:(((
    მომენატრა შენი კვიმატობების კითხვა:* იმედია, ახმელა პაუზას აღარ გააკეთებ!
    პ.ს. მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა: ეს გადარეული გოგო ჩემი დაქალია!:*

  2. მიხარია, რომ შემიძლია ვთქვა: ეს გადარეული გოგო ჩემი დაქალია!:*
    პ.ს. აღარ დამირეკო მასეთ მომენტებში, თორემ აღარ დავაკოპირებ ზედა წინადადებას!!!

  3. პოსტს რომ გავეშვათ, სათაური იყო ისეთი, მოვკვდი სიცილით :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: