ჯორჯ, აღარ გამაღვიძო, ძვირფასო … :*   1 comment

დედააა, ხალხნო, რა მოხდა რომ იცოდეეეეთ? …
დილაა, იქნებოდა ასე 7 საათი, რომ მესიჯი მომივდა მობილურზე. ძალიან გავბრაზდი, ყველამ იცის, რომ ჩემი გაღვიძება მსოფლიო ღალატია, მაგრამ გულმა მიგრძნო, რომ რაღაც ისეთი იქნებოდა. დავხედე ნომერს და ამერიკის იყო. აუ, თუ ისევ ობამაა მეთქი, მაგან იცის ხოლმე, “შეილა, ბეიბი, მისს იუ” ან “ფლიზ, ქოლ მი ბექ” და ეგეთები, მაგრამ ხალხნოოო … ვინ ყოფილაააა …. ააააა …..
ჯორჯ კლუნი!! მიმესიჯებდა, შენი პოსტი წავიკითხე, პიანინოს თავში მოხვედრაზე რომ გეწერა და შთამაგონა, რეკლამა გადავიღეთ და იქნებ გენახა, მაინტერესებს რას ფიქრობო. მერე მე მივწერე ჩემი სკაიპი, გამომიგზავნე მეთქი და აი, ეგ რეკლამაც:

ვუყურე და ძალიანაც მომეწონა, მართლა ახლოს არის აქაურ სიტუაციასთან. ნუ, სულ თეთრები არ გვაცვია ხოლმე, ფილმებსაც ვიღებთ ხანდახან და ბანაობაზე ლაპარაკი

მე და ჯორჯი ღრუბლებში, აქვე, ჩემს სახლთან ახლოს

ზედმეტია, აბაზანაც გვაქვს, მე აგერ, ა – ჯაკუზიც მაქვს და ახალი დუშ–გელიც …

აი, ჯორჯის მესიჯი, დილით რომ გამაღვიძა

ოღონდ თავიდან, ამ რეკლამაში, ჯორჯს სხვა გოგოები ჰყავდა და რაღაც არ მომეწონა, შევპირდი ორ აქაურ გოგონას გამოგიგზავნი მეთქი და :* <–– ეს სმაილი მომწერა.
მოკლედ, მოვაწყე აქ ქასთინგი, შევუმოწმე გარეგნობა და ინგლისური და გავუშვი ჯორჯთან. მეც კი მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ "იმან" შენთვის უფრო მაგარი პროექტი მაქვს გეგმაში, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო და აჰამ, დავრჩი გაღიმებული.
ხოდა, ამ გოგოებიდან ერთი რა ტლიკინა გამოდგა, ნახეთ? კინაღამ თავი მომჭრა.
ისე, ჯონ მალკოვიჩს ვერ ვაფასებდი თურმე რა! მალადეც, პარენ!!! ჯერ ვიზუალურად რა კარგია, მერე კიდე გარიგებას რომ სთავაზობს და თავს რომ წინ სწევს, აი, მაგ მომენტში ძალიან კარგია.
ახალი ვერსია რომ ვნახე, ძალიან მომეწონა და ჯორჯიც ისეთი კმაყოფილი დარჩა, რომ ატყდა სადილზე უდნა დაგპატიჟოო. ნუ, უარის თქმა სირცხვილი იყო და გამოვეწყე და შევხვდიიი …
რაზე აღარ ვისაუბრეთ, ოუშენის თერთმეტივე მეგობარზე, ობამაზე და მის პოლიტიკაზე, ჰაიტიც ვახსენეთ … ნუ, აი, ძააან კაი დრო ვატარეთ,მარტინი დავლიეთ ოხრად, მაგის რეკლამაშიც ვარ გადაღებული და უფასოდ მეკუთვნის 3 წელიო.
მერე, რაღაც საეჭვოდ ახლოს მოიჩოჩა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, მაგრამ ისეთმა შევხედე, მიხვდა მე სხვა ქალებივით ადვილად დასაპყრობი რომ არ ვიყავი და თავის ახალ ფილმზე დამიწყო საუბარი, შენც ხომ მარტში ხარ დაბადებული და იქაც მარტი ფიგურირებსო.
ეხ, ამ ლაპარაკში კი შემოგვაბნელდა და წამოვედი სახლში. უნდა აღვნიშნო, რომ ჯენტლმენია სერიოზული, ტაქსი გამიჩერა, გადამიხადა და რომ მიხვალ, დამირეკე რომ მშვიდად ვიყოო.
ასე, მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ამით კი არ მორჩა ჩვენი ურთიერთობა, რას ამბობთ?! თან კარტში ორი სურვილი მაქვს წაგებული, თან გვექნება უკვე ერთმანეთთან მიმოსვლა და ამბავი, აბა?! თან რამდენიმე ფოტოც გადავიღეთ, ღრუბლებში რომ ვაგულავე, გაგიჟდა, ამერიკულ გორკებს ათასჯერ სჯობიაო.
აი, აესე იყო ყველაფერიიი …
მართლაც რომ რა კაცი სცდება უცოლოდ რა!!! აფსუს …

Advertisements

One response to “ჯორჯ, აღარ გამაღვიძო, ძვირფასო … :*

Subscribe to comments with RSS.

  1. kargi iyo :* :* ai eg reklama rogorc ki vnaxe mivxvdi rom shentan iyo George :)))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: