ჯონის “woman”–ის за кулисами რეალობა   7 comments

იმ დღეს სამსახურიდან მოვდივარ, მოვსეირნებ ქუჩაში და რაღაც ძალიან მძიმე დამეცა. აი, პიანინო არასდროს მოგხვედრიათ თავში? ხოდა, რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ დამეცა და დატოვა სიმძიმე ჩემზე. მოვიხედე უკან და ჩემი მოგონებები ყოფილა. არ მინდოდა წარსულში გადასვლა, მომავალი მაქვს წინ, ახალგაზრდა ანგელოზი გოგო ვარ, ჩემს CV–საც არაუშავს რა, და მოკელდ, გამახსენდა ჯონის სიმღერა woman, მე რომ დამიწერა. აი, ნახეთ:

გამახსენდა, როგორ გამახარა,ეს სიმღერა შენ დაგიწერეო და ტექსტიც ჩვენი ურთიერთობით არის სავსეო. ისე, კი მართლა მასეა, აგიხსნით ახლავე:

Woman I can hardly express,
My mixed emotion at my thoughtlessness – ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა. ახალი ამოსულია აქ – ზეცაში – ჯერ კიდევ არ აქვს მონელებული იოკოსთან, და ჯანდაბა მაგას, განშორება და მხვდება მე. ჩვენი

ვგიჟდები ჯონის პოჩერკზე, მერე სხვა სიმღერასაც დავდებ, აქ რომელსაც წერს

შეხვედრა დაუვიწყარი იყო. უბრალოდ მოვხაზავ სიტუაციას, არ მინდა დეტალები, არ გამიბრაზდეს მერე. მე ვზივარ ზღვის პირას, მზე ჩადის, ტალღები ოდნავ და ვეძებ ღილს, რომელიც მოსწყდა ჩემს ახალ ჟაკეტს, ქარიც უბერავდა და შეკვრა მინდოდა. ჯონმა დამინახა გალურჯებული და თავისი ნაიკის ქურთუკი მომახურა, მე მაინც ორი ჯემპრე მაცვიაო. თან დაბნეული მიყურებდა, რა მაგრად მოგიხდა, სიტყვები არ მყოფნის გამოსახატავადო. კი ვუთხარი, სიტყვები ზედმეტია ახლა თქო და ტუჩებზე ხელი ავაფარე. მოკლედ, კარგად მოვიხდინე ჯონის ზედა.
After all I’m forever in your debt – ვისხედით ასე, სანამ მზე არ ჩავიდა და მთვარე არ ამოვიდა. მე მის მხარზე თავი მედო, თითონ კი სიგარეტს ეწეოდა და თავს ატრიალებდა მეორე მხარეს, არ მოგაბოლოო. მე ადგომის თავი აღარ მქონდა, დაღლილი ვიყავი და თან ემოციებით სავსე მასსავით და ბოლოს დაეჭვდა, მერე გამომიტყდა, მეგონა ქურთუკს აღარ დამიბრუნებდიო, მეგონა სამუდამოდ ამახიეო, არადა ჯიბეში ჩემი თილისმა მედოო.
And woman I will try express – ეს ის მომენტია, როდესაც საბოლოოდ მაინც მკითხა, იქნებ შარვალში გამიცვალო, ჩემი ბოლო ხელფასით არის ნაყიდი ეგ კურტკაო.
My inner feelings and thankfullness – ისეთმა ავხედე, თვალი თვალში გავუყარე და კი დადუმდა უცნაურად, ლირტკაც დამავიწყდა და ყველაფერიც, რაღაც შინაგანი ვიგრძენიო, მადლიერების გრძნობა რომ ჩემთან ერთად გაატარე ეს საღამოო …

ჯონი. ეს უკვე მეორე შეხვედრაა

ღამეცო …
For showing me the meaning of succsess – რომ მანახე ჩემი წარმატების აზრი, თორემ ბოლო სიმღერა ასეთი კარგი რომ არ ყოფილიყო, ხომ ვერ ვიყიდდი ნაიკის ქურთუკს და შენც ვერ გაგიცნობდიო.

oooh well, well – ლოყაზე ვაკოცე და მაშინ თქვა
oooh well, well – მეორე ლოყაზე ვაკოცე ახლა …

Woman I know you understand – შენ ჩემი რა მაგრად გესმისო, ის მომენტია, როდესაც მიყვებოდა, რომ ნიშნის გულისთვის სკოლაში არასდროს უსწავლია გაკვეთილი. მე გაკვეთილის არასდროს სწავლაზე დავუქნიე თავი, მეც თქო და მიგებო.
The little child inside the man – მაგრამ ახლა კაცი ვარ და რამ გამაბავშვა შენთანო, რა დროს სკოლააო.
Please remember my life is in your hands – მერე ინტიმურ თემებზე გადავიდა და არავის უთხრა, არ დამღუპოო … (იოკოზე მიყვებოდა, არაფრად არ ვარგა ეგ ქალიო)
And woman hold me close to your heart – ახლა თითონ დაეღალა კისერი და მე ჩამოგადებ თავსო და ასე ჩასვა სიმღერაში

ჯონმა რომ მობილურით ფოტო გადამიღო, ისაა

However, distant don’t keep us apart – სადაც არ უნდა ვიყო, აი, ვსიოვო, სამუდამოდ შემიყვარდი და მეყვარებიო და მობილურით ფოტო გადამიღო, სულ თან უნდა ვატაროო (ვაიმეეე, ახლაც მაჟრჟოლებს რომ მახსენდება)
After all it is written in the stars – ასტროლოგიით იყო გატაცებული და გინდა თუ არა, აიხედე ცაში, ვარსკვლავებიც იძახიან, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთო. ვახ, მეტი რაღა ცაში ავიხედო, ისედაც ცაში ვართ მეთქი, მაგრამ მაინც ავწიე თავი და ვერაფერი ვერ დავინახე.

oooh well, well
oooh well, well – მიხვდებით ახლა … მაგრამ ცოტა უხეში იყო მაგ ამბავში და აი, რა მიაბა ტექსტს:
Woman please let me explain,
I never mean(t) to cause you sorrow or pain – ბოდიშიო.
მეც ცოტა გავიბუსე, ქალი ვარ, რაც არ უნდა იყოს და ნაწყენმა შევხედე, აი, მერე კი მოდის ტექსტის ბოლო და კულმინაციური ნაწილი:
So let me tell you again and again and again,
I love you (yeah, yeah) now and forever,
I love you (yeah, yeah) now and forever,
I love you (yeah, yeah) now and forever,
I love you (yeah, yeah)…
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხოდა, მე ამ ყველაფერს არ დავწერდი, რომ არა ერთი რაღაც: ამასწინათ რადიოში აგმოაცხადეს, ამ სიმღერას ვუძღვნით მე–12 კლასსო და არ იძღვნება, გენაცვალე ეს სიმღერა, არაა. ეს ჩემი და ჯონის სიმღერაა, მეტი არავისი, თავისი რეალური ისტორიით. ვსიო!

Advertisements

7 responses to “ჯონის “woman”–ის за кулисами რეალობა

Subscribe to comments with RSS.

  1. shen gaqri. gabolebaze vicine :)))

  2. xo, gogo, martla sasacilo iko, guli miskdeboda, kiseris radikuliti ar daemartos metki

  3. შე, მართლა თავში “პიანინომორტყმულო”, გამახალისე:)))

  4. მიყვარხარ შეილა და რა ვქნა, ნუ! :))))))))))))))))))) ძირს ვგორავ ამის პირდაპირი მნიშვნელობით :)

  5. თან, სოფ, შენ ხომ იცი ჩემი ამბავი, გამოგონება და ეგეთები არ მიყვარს, ყველაფერი დოკუმენტური და ნაღდია

  6. იოკომ არ გაგიგოს, თორემ ამოვა და დაგაწიწკნის თმებს..

    :D
    :D
    :D

    • ხო, არა, მაგ ქალისგან გამორიცხული არაფერია!!! მაგან კიდე ბევრი რამე არ იცის და ახლა ნახე, ჯორჯ კლუნზე რომ ვწერ სიმართლეს, მთელი ჰოლივუდი ამიკლებს ზარებით … მაგრამ დასაბუთებაც მაქვს ვიდეოს სახით და აბა, ბევრი უხტუნავიათ!!!
      პ.ს. მადლობ, რომ კითხულობ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: