აღარ მინდა სიყვარული, ვსიო!!!   3 comments

ამასწინათ ტერეზასთან შევიარე, დედაო მიშველე, ძაან ავცანცარდი მეთქი და შემომხედა თუ არა, ეგრევე მკითხა, რა ჰქვია იმ ბიჭსო. რას გამოაპარებ მაგ ქალს და რომ ამოვუშვი ჩემი გულის თქმააა … თუ რაც ჰქვია რა და მოკლედ, მეც ჩავეწერე სეანსზე.
ჯერ, ვიფიქრე, ერთ პრობლემიან წყვილს მოვუსმენ, რომ ვიცოდე რა ხდება თქო და ამ დროს ცხენის ჭიხვინი გავიგე. არც ისეთი გარეკილი მქონდა, რომ ეგეთები მომჩვენებოდა და დავიჯერე. მერე ვიღაც კაცი შემოვიდა, საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ ნიღბით. თურმე, ანონიმურად უნდოდა სიარული სეანსებზე, პოლიტიკური ფიგურა ვარ და არ მინდა გაბაზრდესო. პირობითად ზორო ვარო. მერე ვიღაც ქალიც შემოვიდა, ელენა მქვიაო. ისე, მგონი ნამდვილი ზორო იყო, ცხენი სტვენაზე რეაგირებდა და თან, ნიღაბიც კარგი ხარისხის ეკეთა და ნიკაპთან შრამიც ჰქონდა.

ელენასა და ზოროს შვილი: ზურო

ტერეზამ გვერდი–გვერდ დასვა ცოლ–ქმარი და ჯერ ელენას ჰკითხა, შენს სიყვარულს ქმრის მიმართ რას შეადარებდიო. რასო, და იმ სიტუაციას, თითქოს ერთი პირი თეთრეული გაქვს, ღამის 12 საათია და ის კიდე არ შრება, რომ გაშალო და ჩაწვეო. ნაკითხი გოგო ჩანს, კარგად გაავლო პარალელი. ახლა, ზორომ, ვითომ ეს რა იყო, ჩვენი სიყვარული შვეიცარიულ დაობებულ ყველს ჰგავს, დელიკატესად მიიჩნევა, მაგრამ ობი მიანც ობიაო. არაო, მაგას კი არა, გუშინდელ პურს ჰგავს, სასარგებლოა, მაგრამ მაინც გუშინდელიაო, არაო, ზორომ დაიჩემა, ყველს ჰგავს, გასინჯული მაქვს და ვიცი რა გემოსიც არისო.
ნუ, კიდე რას აღარ შეადარეს, გამათეთრებელში ჩაგდებულ შავ ტანსაცმელსო, ანგინიან ბავშვსო, ქართველი ჟურნალისტისგან აღებულ ინტერვიუსო, დშნ დნნ–სო … უი, ეგ საიდან იცით თქო, ვეღარ მოვითმინე, და დედაჩემი მაგ ბიჭის ნათლიააო ზორომ.
ბოლოს ელენამ, აღარ შემიძლია, სულ გარეთ დაწანწალებს, ქალი ვარ და სითბო მინდაო.
ზორომ კიდე, კაი ერთი, ცოლად სანამ მოგიყვანდი, მანამდე გაფრთხილებდი, მე საერო კაცი ვარ, მიყვარს პუბლიკაო.

ვაითუ ყველას მე უნდა ვურეცხო ტანსაცმელი და ვუკეთო სადილი ??? არა, მადლობთ!!!


კი დააბრიალა ელენამ თვალები, შეყვარებულობისას რამდენ გამოძახებაზე გითქვამს უარი და ახლა კიდე ეჭვი მკლავსო. პეიჯერზე რომ მოგდის შეტყობინება, მე რა ვიცი, რომ მართლა მაგ პონტში გიბარებენ, იქნებ, სულაც საყვარელი გიმესიჯებსო.
ცოტა კი გაწითლდა ზორო და დედა ტერეზას თვალი ჩაუკრა, მაგრამ მაინც ყოჩაღად ეჭირა თავი და ცოლს შეუტია, რა გინდა ქალო, მე შენ რამეს გეუბნები შენმა მეგობარმა რომ მოუხშირა ჩვენთან სიარულსო?
ახლა ელენამ ჩაუკრა თვალი ტერეზას, და გააჩუმე ენა, თორემ ერთი თვე დივანზე მოგიწევს ძილიო!
ვააახო, ერთი ამოიოხრა ზორომ, დედაშენს ემსგავსები ნელ–ნელაო და აი, ეგ იყო დაამთავრა ამის თქმა და სწვდა ელენა თმაში, დედაჩემზე არაფერი თქვა, ლოთ მამაშენს მიხედეო. ნახევარ საათში ზოროს თმა შეუთხელდა და ელენას სიბრაზე.

ზორო და ელენას და ოჯახური ალბომიდან

მაგრამ მაინც თავისას აგრძელებდნენ, შე ქუჩის მასხარაო, შე სერიალების დედაო, შე მამაშენივით ლოთოო, შე დედაშენივით გასიებულოო … აუ, იქ ამბავი ატყდააა …
სხვა ფრაზებს აქ ვერ დავწერ, ეთიკა და მორალი არ მაძლევენ ამის საშუალებას, მაგრამ მივხვდი, რომ სანამ რამე დამიშავდებოდა, სჯობდა გამომესწრო.
გამოვედი გაოგნებული, ფილმში ასეთები არ ჩანდნენ და თურმე “ზა კულისამი” რეები ხდებოდა … ამაზეა ნათქვამი, ოჯახი ხრამიაო თუ რაღაც მასეთი.
ერთი კი დავფიქრდი, ვაითუ, მეც გავაგრძელე შეყვარებულად ყოფნა, ვაითუ მერე გავთხოვდი, ვაითუ მერე ჩემი ქმარიც გადასხვაფერდა და მე გავსუქდი, ვაითუ მერე ბევრი შვილი გაგვიჩნდა, ღამით არ დამაძინეს და ნევროზი ჩამომიყალიბდა, ვაითუ ქმარმა მიღალატა და მე ვერა, ვაითუ პენსიის შემყურე დავრჩით და ამ დროს ჩემი დეგენერატი შვილები გულაობენ მეთქი …
მოკლედ, რომ დავფიქრდიიი …
არა, მადლობთ!!! აღარ ვარ შეყვარებული!!! არ მინდა არავინ!!!
ერთად–ერთი კაცი ვისაც ცოლად გავყვები, ჩემი მარტოობაა!!! (ჯონ, ძვირფასო, არ გეწყინოს, ოფიციალობა არ გვჭირდება მე და შენ)
ხოდა, აესე, მივალ ახლა სახლში, ჩავრთავ შინდლერის სიას, კარგი საიტი ვიპოვნე, ონლაინში არ ჭედავს და ისე ვუყურებ ფილმებს, დავიტირებ იმ უბედურ ებრაელებს და ჩემი დარდიც შემსუბუქდება, ვერ გადავყვები მე ემოციებს, ჯერ წიგნი მაქვს დასაწერი.

Advertisements

Posted 18:11:2010 by sheila in heaven

Tagged with , ,

3 responses to “აღარ მინდა სიყვარული, ვსიო!!!

Subscribe to comments with RSS.

  1. ხოდა დაიწყე მე–2 თავის წერა! რა დროს სიყვარულია?! საქვეყნო საქმეები გველოდება;)

  2. ვაიმეეე, რომ იცოდე როგორი დაბნეული ვარ ახლააა … მართლა სერიოზულად უნდა მოვეკიდო წიგნს რა

  3. სერიოზულ ნაბიჯებს ველით შენგან!:))) ჩემზე უფრო დაბნეული არ იქნები და ნუ იგონებ!
    საქმეზე პირადად დაგელაპარაკები…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: