მილა კი არა და, სოფო თუ მილა, თუ სოფო თუ … ოოო, რა!   6 comments

ტიბეტელი ბერები მიწიდან მაღლა იწევიან მედიტაციის დროსო, იური გაგარინმა დედამიწის გარშემო იფრინაო, ნილ არმსტონგმა, საერთოდაც, მთვარემდე მიაღწიაო …
იცით, ხალხნო, მეც დავფრინავ …
თქვენ ეს არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მე სიყვარულით დავფრინავ …
ეს სულ სხვა ფრენაა, სულ სხვა საწვავით და მოწყობილობით, მაგრამ სიყვარული თქვენთვისაც არ არის უცხო, როგორც ვატყობ.
ამას წინათ ერთი სული ამოვიდა აქ. რომ შევხედე, სიმპატიური ბიჭი იყო, მშვენივრად ჩაცმული და კარგი აღნაგობის, მაგრამ მზერა ჰქონდა დაბნეული. ნუ, დაიბნეოდა, აბა რას იზამდა, თითონაც დამინახა ასეთი ანგელოზი. როგროც იქნა დავაწყნარე, ნუ გეშინია თქო და ეს ვთქვი თუ არა, საიდან იცი, რომ მეშინიაო. ხომ არ ვეტყოდი, გული თვალებში გიცემს, წადი, სარკეში ჩაიხედე მეთქი.
ბოლოს, ჯანდაბას, წამო ყავა დავლიოთ, გული გადამიშალე მეთქი და აი, რა მომიყვა:
პატარა ბიჭი ვიყავი მეხუთე ელემენტი რომ ვნახეო. კი ვიფიქრე, რაღა პირდაპირ მეხუთედან დაიწყო, პირველი არ აქვს ნანახი

სოფო მეორე წვეულებაზე ჩვენთან, ფრთიანებთან

თქო, მაგრამ მერე თითონ განმარტა, ფილმიო. მილა დავინახე და თვალთ დამიბნელდაო. რაღა აღარ გავაკეთე, რომ მისთვის სასურველი მამაკაცი გავმხდარიყავი, სწავლას მოვუმატე, მერე ჰარვარდში ჩავაბარე, არ მომეწონა სწავლის დონე, ოქსფორდში გადავედიო (თან დალიე ეგ ყავა, გაგიცივდება მეთქი), მერე საქართველოში ბიზნეს–კურსები გავიარე და კომიუტერული კურსების სერთიფიკატიც ავიღე, ძმაკაცს ფული ვესეხე, ბიზნესი წამოვიწყე და მაგრადაც გავქაჩე, ახლა საკმაოდ მასშტაბური ინდმეწარმე ვარო. ერთი კი გავიფიქრე, ეს რა ძააან მყვარებია ჩემი მწერალი, რომ ამ ბიჭისკენ ერთი წამითაც არ გამექცა ფიქრი, რა მართლა მეგობარივით ვუსმენ მეთქი, რომ გადავიდა საქმეზე:
ვიყიდე დიორის კოსტუმი, ლაკოსტას ფეხსაცმელები, მართალია, საფულე ორიფლეიმის იყო, მაგრამ არ ეტყობოდაო და წავედი მილას გასაცნობადოოო. გავიცანი, მაგრამ ნეტა არ გამეცნო, ეს რა იყოო.
ჩემმა ყავამ სიტკბო დაკარგა, ეს რომ გავიგე. მართლა კარგი ბიჭია, მაგრამ ახლა მილას დასაწუნი რა ჰქონდა, მაგრამ აი, რაში ყოფილა საქმე:
ეგ გაუნათლებელიო, ეგ შტერიო. ოეეე, რატომ თქო და რა რატომ, რუსი მაინც არ იყოს, დოსტოევსკი გაგონილიც არ ჰქონდა, ლუკ ბესონის სცენარებზეა გაზრდილიო. თან თვალს ვერ ვწყვეტ, ისეთი ლამაზია ეგ სასიკვდილეო. მაგ სიტყვაზე გავაჩერე, შენ ახლა მორჩი მასეთებს, ამ კაფეში კამერებია და მართლა რამე არ დაემართოს მაგ გოგოს მეთქი. მოკელდ, ლანძღა, წერა მაგან არ იცისო, კითხვით რთული სიტყვები უჭირსო, თორე ისე არაუშავსო. კამერა შორიდან აქვს ნანახი, on/off–იც კი არ იცის სად აქვსო.
კიდე რაღაცეები იწუწუნა, რად მინდა ჩემი მილიონები, თუ ობიექტი არ მყავს, რომ დავახარჯოო. რად მინდა გალაქტიონის პოეზია, თუ არ ვიცი ვის ვუთხრა ჩურჩულითო. რად მინდა ვისკის ჭიქა, თუ არ მყავს ადამიანი, რომელიც ყინულს ჩამიგდებს შიგო.
დედას გეფიცებით, მართლა შემეცოდა ეს ბიჭი, ყველაფრით კარგი იყო (ძმასავით ვუყურებდი, არ დაგავიწყდეთ: მე შეყვარებული ვარ!), ხოდა ავდექი და წავიმაჭანკლე. რადგან ამ ბიჭს მილას გარეგნობა მოსწონს და თან განათლებულ, მოსიყვარულე, წერის ნიჭიან, კამერასთან მომუშავე, კარგი ხასიეთების და იუმორის მქონე გოგოს ეძებს, რომელსაც უყვარს კითხვა, დავეხმარე და სოფიას facebook-ი მივეცი.
აი, ფოტოებს დავდებ და ნახავთ თქვენ თითონ ყველაფერს. ერთი კოლაჟი მაქვს, ადრე, რაღაც წვეულება იყო პურ–პურში, საკაიფო კაფეა თუ რაღაც და იქ იყვნენ ორივე, საწყალი მილა, მაშინ მეც შემეცოდა, ყველა სოფოსთან მიდიოდა ავტოგრაფზე და ფოტოებზე. თავიდან მორცხვობდა სოფო, სირცხვილია ხალხნო, მე მილა არ ვარო, მაგრამ ვინ უსმენდა, ბოლოს მივედი და ყურში ვუთხარი, მე ვიცი შენი საიდუმლო, ვიცი, რომ მილა არ ხარ, მაგრამ დაეხმარე, ცოდოა, ძალიან დათრგუნულია დღეს, თან ფორმაშიც არ არის, იქნებ მერე გაგიხსენოს ეგ სიკეთე მეთქი და უარი არ უთქვამს.

სოფია და მილა, ოღონდ მე შეიძლება შემეშალა და თქვენ გაარჩიეთ ვინ რომელი რა

მერე მეორე წვეულებაზე აღმოვჩნდით ერთად, ჰოლივუდურზე და აი, კიდევ ერთი ნიჭი დავუნახე სოფას, როდესაც ყველა ვიღაცას შეგვადარა და მთელი დარბაზის ოვაცია და “ვა, რა ზუსტია” მიიღო!
მოკლედ, მე და სოფო დავმეგობრდით, მართლა რა ნიჭიერია იცით. ბლოგიც აქვს და ახლა არ გეგონოთ, რომ ამხელა პოსტს იმიტომ ვწერ ამ გოგოზე, რომ იმ წვეულებაზე სასმელზე დამპატიჟა.
უბრალოდ, ის ბიჭი რა, აი, ვითიც დავიწყე, დავაბრუნეთ უკან, მისმა მონაყოლმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ პირდაპირ რააა …
თან, ეტყობა მეც რომ შეყვარებული ვარ, იმიტომ მომხვდა გულზე …
მაგრამ მეტი არ მინდა იმ ბიჭმა არ დააფასოს სოფო და მისი ნიჭები და ფერები, თორემ აქ ამოვიყვან და დაველაპარაკები ერთი–ერთზე!
სოფ, ვიცი რომ წაიკიტხავ და ეგეთი სიმპატიური, განათლებული, მდიდარი და შენზე შეყვარებული ბიჭი რომ გამოჩნდება, გეხვეწები უარი არ უთხრა რა.
გკოცნი, შენი შეილა

Advertisements

6 responses to “მილა კი არა და, სოფო თუ მილა, თუ სოფო თუ … ოოო, რა!

Subscribe to comments with RSS.

  1. შენ ხარ ყველაზე ორიგინალური ბლოგერი საქართველოში. აი ასსე… მე დარწმუნებული ვარ რომ ცოტა ხანში შენს ხელწერას უკვე ყველა იცნობს. მართალი გითხრა არ ველოდი ამ კიუთხით თუ მოვხვდებოდი შენს ზეციურ ობიექტივშ და ძალიანაც მომეწონა. ამ პოსტს მე მილასთან ერთად ვიყოფ და ამიტომ ნაკლები შანსია რომ თავში ამივარდეს. რაც შეეხება იმ ბიჭს შენთან რომ მოვიდა ყავის დასალევად, მალე გამოუშვი აქეთ კაცო, არაა ეგ დასაკარგი :))))))))) ყავას მეც დავალევინებ დედამიწაზე (თან რა გემრიელი ყავა გამომდის) :)))))))

  2. სერიოზულად:
    სოოოფა, მადლობთ, მიხარია თუ მოგეწონა ეს პოსტი, ცოტა არ იყოს და მეშინოდა …
    არასერიოზულად:
    აჰააამ, ვერი გუდ! ხო, ცოტა ჭკუას დავარიგებ მაგ ბიჭს და გამოვუშვებ, აბა რა! და მილა არ მიხსენო, დილით მისი მესიჯი დამხვდა: ზაჩემ ნადო ბილო ვსპომინატ’ ტოტ სლუჩიი ვ პურ–პურეო.
    მაგრამ მეც დავუმესიჯე: და ლადნო–თქოოო …
    ვოტ

  3. სოფოს მეც ხშირად ვამგვანებ ხოლმე მილას, მსგავსი მაკიაჟი რომ გაიკეთოს კაცი ვერ გაარჩევს :)))

  4. ვიცი ეს სოფო :) ჩემი მეგობრის მეგობარია ფეისბუქზე, როგორც 21–ე საუკუნეს შეეფერება =)) ლამაზია ორივე, მილაც და სოფოც. ჰგვანან რაღაცნაირად მართლა.

  5. Pingback: შეილა … ზეციდან … მანდ …

  6. Pingback: KGB ერევანში « შეილა … ზეციდან … მანდ …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: