ნოე ეძებს ელექტრიკს კიდობნისთვის, დავეხმაროთ რა   Leave a comment

აბა, ბავშვებო, როგორ ხააართ??
მაგრამ რა ბავშვებო, ერთ კაცზე უნდა მოგიყვეთ, ისე სავარაუდოდ, უნდა იცოდეთ ვინც არის, სხვა თუ არაფერი, კაცობრიობა გადაარჩინა და ეგ კაცობრიობაც სავარაუდოდ თქვენ ხართ.
(ვაიმე, ისეთ კარგ ხასიეთზე ვარ…)
ხოდა, ეს კაცი იყო ნოე. ისე, ნოე თქვენც გყავდათ, ჟორდანია, მაგრამ ეს სხვა ნოეა, სტროიკაზე მუშაობდა. რა ექნა,

ნოე (მომკლავს ეს ფოტო რომ დავდე)

არქიტექტორი კ

სემი (შარშანდელი ფოტოა ჩემი მობილურით)

აცია, მაგრამ გაჭირდა ცხოვრება და სხვა პროფილი აირჩია, მაინც ახლოს მდგომი და აშენებდა რაღაცეებს.
ჯერ გონდოლებს თლიდა და ვენეციაში აგზავნიდა, მაგრამ მისი ნაპარნიკი დაიჭირეს კონტრაბანდაზე, კიდევ კარგი კაცურად მოიქცა და ნოე არ ჩაუშვა. მერე აფრებიანი ნავები დაიწყო, მაგრამ ეგეც მიატოვა, საზღვაო პრობლემა შეიქმნა, მოსემ რაღაცეები მიქარაო, ამბობდა. (მერე მოსეზეც მოვყვები).
მოკლედ, რომ გადახედა თავის ოჯახს, სამი ბიჭი ეზრდებოდა და ისიც უსაქმურები (თან გავიფიქრე, მაგათ სამი ტაბურეტკა აჯობებდაო, მე კი ვერ მივუხვდი, მარა მაინც დავწერ რა), იფიქრა, სულ ქუჩაში დგომას, სჯობს საქმე გამოვუძებნოო და ერთ დიდ გემს ავაშენებო. თან რაიმე ისეთს დავარქმევ, არატიტანიკისეულსო და კიდობანი იყოსო (ვაგზალზე რომ კიდობანია, აქედანაა შთაგონება) და დაიწყო შენება.
უფროსი ბიჭი სემი, მართლა უსაქმური კი არ იყო, კომპიუტერიც იცოდა და ინგლისურიც, მაგრამ რად გინდა?
ვერაფერი იშოვნა სამუშაო და კუნთებს მაინც დავიკაჩავებო და დასთანხმდა მამას.
მეორე ბიჭი იაფეტიც არ იყო მთლად უჭკუო ბიჭი, თან გოგოები ხოცავდნენ ერთმანეთს მის გამო, ფოტოს დავდებ და ახლა თქვენც ნუ დაიხევთ ყველაფერს, კარგი კია, მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს და აქ ვერ დავწერ, მე კიდე დამეჯერება ეგეთები და მენდეთ. მოკლედ, ეგეც დასთანხმდა მამას, თან ამხელა რაღაც რომ გვექნება, ბანკი კრედიტს მოგვცემს, ბიზნესი მინდა დავიწყო საათებისო.
მესამე და ოოო, რა ბიჭი! ჰემი. ვენაცვალე მაგას, კაი გულიანი ბიჭია … მოკლედ, მანდ ბევრი ხვეწნა და მუდარა დასჭირდა ნოეს. არაო, თავს იგიჟებდა ჰემი (ჰემინგუეის შემოკლებული ვარიანტია, ნოეს ცოლი გიჟდება “მოხუცი და ზღვა”–ზე, ადრე ვიღაც მეზღვაურს ჰყვარობდა და …), მე სამოდელო ბიზნესში მინდაო, მონაცემები მაქვსო (მართლა აქვს, აი, ნახავთ), დიორი მეუბნება ჩემი სახე გახდიო. ნოე ცოტა ძველი შეხედულებების კაცი იყო, არა, დროც ძველი იყო, მაშინ თქვენ დაბადებულებიც არ იქნებოდით, ვერ გაამტყუნებ და არაო, მოდელობა და ბალერონობა რა ბიჭის საქმეაო და ნახევარ განაკვეთზე ძლივს დაითანხმა.
ხოდა იცით რამხელა ააშენეს? აი, ზომებს გეტყვით: სიგრძე – 135 მეტრი, სიგანე – 22.5 მ და სიმაღლე 13.5 მ ჰქონდა. ნუ ჰქონდა, რა, აქვს კიდევაც, მაგრამ რატომ დავიწყე ახლა ეს ამბავი:

იაფეტი. (ერთმა მუშამ ნომერი მთხოვა და იმიტომ იყურება გვერდულად, მერე უცემია)

გათბობა დაუჯდა ძვირი, ხუმრობა ხომ არაა ამხელა მახინა რაღაცაში გაზის გაყვანა და ვინმემ არ იცით იაფი ელექტრიკოსი? დავეხმაროთ რა კაცს, ისედაც ორი დღის წინ უნდა დამეწერა ეს ყველაფერი და იქნებ რამე ვუშველოთ. იმხელა მაგი აქვს ამ კაცს ჩემზე, რომ ვერ დავუკარგავ.
ისე, ახლა ნოეს ფოტოსაც დავდებ, რომ მუშაობდნენ შენებაზე, ერთი ტურისტი იყო მოსული ფოტოაპარატით და ოთხივეს ისეთი კარგი ფოტოები გადაუღო, რომ არ შემიძლია არ გამოვფინო.
ნუ, მერე იქ ამბები მოხდააა… გეცოდინებათ რა, წყალდიდობები და მთელი უბედურება. აი, ჰაიტის ვარიანტია, საწყლებმა იმდენი იცურეს, თან ნოეს ცოლის პირველი სპეციალობა ვეტერინარულია და თავი გაიგიჟა, სანამ ცხოველებსაც არ ჩავსვამთ ნავშიო (კიდებოანში, ქალოო, ნოეს შეუსწორებია), მანამდე ფეხს არ შევდგამ მეცო და მერე ვნახავთ ვინ გაგიკეთებს საჭმელებს და ვინ

ჰემინგუეი ჯუნიორ, ნოეს ძე

გაგირეცხავთ ტანსაცმელსო. რაღა ექნა საწყალ კაცს, რაც კი რამ შეხვდა გზად, ყველაფერი ამოიყვანა გემბანზე. იაფეტს კიდე კურდღლებზე ალერგია ჰქონია, ძლივს გადაიტანა ეს მოგზაურობა. სამაგიეროდ ისე გაკაჟდნენ, რომ მთელს ზამთარს თხელ ჯინსის კურტკებში ატარებენ თავისუფლად.
ისე, თავშენახული კაცი იყო ნოე, კარტი, დომინო და კროსვორდები წაიღო, ნერვებს რომ მომიშლიან ან პასეანს გავშლი, ან სუდოკუებს შევავსებო. ეგეც რომ მოჰბეზრდა, მერე პრეფერანსის თამაში დაიწყეს. თავიდან სამკაციანი იყო ეგ თამაში, მაგრამ ოთხზე გადააკეთეს და წაგებული ან 50 იბუქნებოდა, ან მონეტა ამოჰქონდა წყლიანი ტაშტიდან ან “ვირა ვარ და ვყვირივარ”–ს გაიძახოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი აუკრძალა დიასახლისმა ყველას, სწყინთ ვირებსო.
სამი თვე იბოდიალეს ასე, ბოლოს, ბიჭებმა, ბიჭები ვართ თუ პრობკებიო და გადმოვიდნენ ნაპირზე.
სხვათა შორის, სემმა იმ ნაპირელი გოგო მოიყვანა ცოლად და ახლა თვეში ორჯერ ალიმენტებს იხდის, სადღაც კარგ ადგილას მოეწყო.
იაფეტს swatch–ის გამო ჩაუვარდა საათების ბიზნესი და ციგნებს დაურიგა, რაც გინდათ, ის უქენითო და ახლა ბრინჯის ბიზნესზე ფიწრობს, რაღაც კონტაქტები მაქვს ჩინეთშიო.
ჰემი, ვენაცვალე მაგას, პაკაზებზე გამოდის, ერთად დავდივართ ხოლმე fashion week-ებზე და სულ ვეუბნები, ნარკოტიკს გაეკარები და იმ წამიდან დაგკარგავ მეთქი, ასე, რომ ჭკვიანად არის.
ნოე კიდე დარბის და ეძებს იაფ ელექტრიკს და არ დაგავიწყდეთ რა, თუ ვინმე იცით ეგეთი, დამიმესიჯეთ რა.
ბავშვებო, ახლა გავიქეცი, თავი უნდა მოვიწესრიგო, მგონი შეყვარებული ვარ ერთ მწერალზე და ხო გესმით რა …
მერე კიდე მოგწერთ რაღაცას, ოღონდ ამ შეხვედრამ კარგად ჩაიაროს და … (ტfუ ტfუ ტfუ … თვალი არ მეცეს)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: