YOKO ONO!!! ნუ მე უქრები მაქედან, თორემ თუ ჩამოგივარდიიი …   7 comments

დარწმუნდით, რომ ჯონი ბედნიერია, თუნდაც ჩემთან

ხალხნო, სულ სხვა რაღაცის მოწერას ვაპირებდი, მაგრამ დღეს ისეთი რაღაც მოხდა, რომ მინდა ამ საიტით მივმართო ერთ

ეს ის ღამეა, პირველად რომ მნახა ჯონმა (სიზმრად)

სულიერს!!!
მოკლედ, ვზივარ ჩემთვის ჩემს თეთრ მაგიდასთან, youtube-ზე ბიონსეს კლიპს ვუყურებ, რომ კარზე კაკუნია,თქვენთვის წერილიაო. გული გამისკდა, მაცივართან დაკავშირებით რამე პრობლემა ხომ არ არის მეთქი, მაგრამ უარესი!!!
გუშინ ახალი სული ამოსულა, იაპონიის რომელიღაცა ყრუ სოფლიდან, მეო იოკო ონოს და ჯანდაბა მაგას, მაგის ნათესავი ვარო, თქვენთან წერილი გამომატანაო.
გადავირიე ქალი! აი, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა!
გავხსენი წერილი და სულ უფრო გავთეთრდი. პირდაპირ მოგწერთ ამ უმსგავსო ქალის მოწერილს:
*** *** ***
ძვირფასო შეილა (მაგის შეილა ვარ მე?!)
მინდა მოგწერო ეს წერილი (გინდა რა?! უკვე პროცესში ხარ) როგორც ქალმა ქალს. მას შემდეგ, რაც ჩემს ქმარს, ჩემს ჯონის ღამით პირველად ესიზმრე (ნუ, ახლა სხვაგან მოვხვდი, გენაცვალე, უშეცდომო ვინ არის?!), მას მერე მოსვენება დავკარგე (მანამდეც კაი თხა იყავი!). შევატყვე როგორ გაიბზარა ჩვენი ოჯახი (ოჯახიო?! ეს ის ქალი არაა, ტიტლიკანა რომ გამოეჭენა დისკზე?!). ჯონიც გაცივდა ჩემს მიმართ (ამოუხვედი ალაბთ ყელში, გენაცვალე). ასო Y–ს მაგივრად ყველგან SH–ს წერდა და ერთი–ორჯერ ღამით, ინტიმსასაც რომ წამოსცდა შენი სახელი, მივხვდი, რომ მომიწევდა ბრძოლა (დედა, დედა! შემაშინა რა!).
ახლა, არც ისეთი პატარა ვარ, რომ ისევ გაპრანჭვა დავიწყო (არც ისეთი პატარა კი არა, მალე აქ არ ამოხვიდეთ, ფრთხილად), არც ისეთი ახალგაზრდა, რომ playboy–სთვის ვიპოზიორო და არც ისეთი მორწმუნე, რომ მონასტერში წავიდე (ოეეე).
ასე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა დამრჩენია. არ დავთმობ იმ წლებს, რომლებიც ერთად გვაქვს გატარებული (ნუ დასთმობ კაცო, შეინახე და იყავი შენთვის რა). ბევრი ოცნება ავისრულეთ, ერთის გარდა: სულ უნდოდა პეტერბურგში წასვლა, მაგრამ არ დაგვცალდა (ეს თქვენ არ დაგცალდათ, იოკო, თქვეეენ).

ესეც ურეკი და მე და ჯონი ტირიფის ქვეშ

კიდევ, ძალიან უნდოდა ურეკში, ტირიფების ქვეშ გიტარით ჯდომა, იძახდა, ტირიფი ჩემი მუზააო … (კი მოუხდებოდა

ესეც პეტერბურგიიი ... ოიჰ, რა კარგი იყოოო

თქვენს ასაკს ურეკი).
მართალია, ცოტა მაზოხიზმი იზიდავდა, ხანდახან მაიძულებდა ლოგინში ნაჯახი მჭეროდა და მუქარით მომეთხოვა ცოლ–ქმრული მოვალეობების შესრულება, მაგრამ ბოლოს მაგ ნაჯახმაც ვერ უშველა და ეს ყველაფერი შენი ბრალია!!! (ახლა სხვა რაღაც არის ნაჯახის ნაცვლად, მაგრამ არ გეტყვით, არააა!!!)
არადა, მეგონა მე და შენ დავმეგობრდებოდით, ერთად ვივლიდით საყიდლებზე (ნწუ, ნწუ ნწუ, აბა, აბა?!) და ერთმანეთის ტანსაცმელსაც ვატარებდით (ადამიანო, რა უდნა ვატარო შენი, ერთი ნორმალური არაფერი გაქვს), მაგრამ ახლა გაფრთხილებ: შეეშვი ჩემს ქმარს! არ დაგინახოთ ერთად!! ნუ მინგრევ ოჯახს!!!
პატივისცემით
オノ・ヨーコ(小野 洋子 <––აქ რა მოიბოდიალა, არ ვიცი, ალბათ სახელია, წყევლა არ იყოს! + ამინ … +
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არა, გამაგებინეთ, ნორმალურია ახლა ეს ქალი??? რა ოჯახს ვუნგრევ, სად უნდა დაგვინახოს ერთად??? მაგრამ დავანახვებ ახლა მე მაგას და თან მივმართავ:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ქალბატონო იოკო
გთხოვთ გამოიჩინოთ გონიერება და არ დაარღვიოთ მეცხრე მცნება, თორემ დამიჯერეთ, აქ ვერაფრით იმართლებთ მერე თავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯონს თითონ აქვს ცემს მიმართ გრძნობა, ხოლო მის სურვილებს რაც შეეხება, მაგაზე არ იდარდოთ, ყველა ასრულებულია. ამის დასტურად ვდებ ფოტოებს.
მუდამ მშვიდობით და აღარ გაბედოთ მოწერა, თორეეემ!!!
ძვირფასი შეილა
პ.ს. ჯონმა მოგიკითხათ, პენსია ხომ ყოფნისო?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არა, ამის მერეც თუ რამე იკადრა, აი, არ ვიცი რა!!! პირადად გავუგზავნი მეხსაც, ელვასაც და აგურსაც შიგ პირდაპირ შუბლში!!!

Advertisements

7 responses to “YOKO ONO!!! ნუ მე უქრები მაქედან, თორემ თუ ჩამოგივარდიიი …

Subscribe to comments with RSS.

  1. qalbatono, me aq var!!! :)
    オノ・ヨーコ(小野 洋子

  2. ინა, გეპიცები არაფერი პირადული, უბრალო დამთხვევაა :))

  3. კარგად ვიხალისე :)))

  4. :D :D :D

    :)

    mixaria, rom agmovachine es blogi.

  5. @vasasi დიდი მადლობა მაგ 5 სიტყვისთვის, ძალიან გამიხარდა

  6. :D

    ძალიან ორიგინალური მეჩვენა ეს ბლოგი და პოსტები, ჩამითრია :D კინაღამ ბევრი რამ დავიჯერე :P

    პ.ს. სახელი სპეციალურად არ მქვია ასე, ეს ისე, მოგზავნილი რომ ა გეგონო :D

  7. ვაი : ) დიდი მადლობა და არა, ბევრს არ ვიტყუები, რაღაცეები დაიჯერება : P
    პ.ს. :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: