დედა ტერეზას არაფერი მოუვიდეს და … ტFუ ტFუ ტFუ …   2 comments

წინაზე რომ ვთქვი, დედა ტერეზასთან შევივლი მეთქი და დავეხმარები, ცოდოა ქალი თქო, აი, რა მალაპარაკებდა რა, მარა მეტიჩრა რომ ვარ იმის ბრალია. ხოდა, რაღა მექნა, გამოვეწყვე საახალწლოდ. ახალი მოკლე კაბა ჩავიცი, თმა სალონში გავიკეთე, ერთი საშაა, ოქროს ხელები აქვს, თურმე ბავშვობიდან ოცნებობდა მაგაზე და იმდენად კარგი ადამიანი ყოოფილა, რომ აქ – ზეცაში – ახლა თავის სილამაზის სალონი აქვს და თავისივე ოქროს ხელებით ნებისმიერ ვარცხნილობას აკეთებს.

ეს ყოფილა დიაზეპამის ფორმულა და ავნებდა ვითომ რამეს?

მანიკიურიც გავიკეთე, რავი, ვიფიქრე, ახალი წელია, თან ზეცაში ხშირია სასწაულები და ვინმემ ბეჭედი არ წამომაცვას თითზე მეთქი და მივედი ასე ანგელოზივით ანგელოზი ტერეზასთან.
ჯერ კარზე ბრახუნით ავიკელი უბანი, მერე ყვირილით და როგორც იქნა გამიღო კარი. ისე, კარგი ვქენი რომ ვესტუმრე, ისე გაუხარდა, საწყალს. რა ვიცი, იქნებ ჩემი ბოლო ახალი წელიაო, ასაკში ვარო, სიკვდილი შორს არააო. აბა, 31 დეკემბერს იმას როგორ ვეტყოდი, რომ უკვე გადატანილი აქვს მიქელ–გაბრიელთან შეხვედრა და აბა, საქმეს მივხედეთ მეთქი. ეგა ვთქვი და მომაჩეჩა დაკუჭული გაზეთი, შუშებს მაღლა ვერ შევწვდი და შენ გაწმინდე, თეთრი კურდღლის წელი გამოაცხადა ცაგარელმა კავკასიაზე და სუფთად შევხვდეთო.
ავფოფხდი ნაჯრის რაფაზე, თან მერვე სართულზე და ქვევიდან სტვენა სემომესმა. დეგენერატი უბნის ბირჟავიკები კაბის ქვეშ მიყურებდნენ თურმე. მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ცხოვრებისეული მომენტია, მაგრამ დედა ტერეზამ თავი გაიგიჟა, მოდი, ჩემი კაბა ჩაიცვიო და ა, აქედან (ყელთან ვისვამ თითს) აქამდე (ახლა ფეხსაცმელზე ვიდებ იმ თითს) ანაფორა არ ჩამაცვა??? ჩემი ყოფილის ნაქონია, ვინ მიხვდება, რომ კაცისააო.
აი, მანდ უკვე ვეღარ მოვითმინე რა!!!
9 საათისკენ სუფრა გავშალეთ და დაღლილ–დაქანცულებმა ჭამა დავიწყეთ, მართლა გვშიოდა და წნევის წამალთან ერთად, ძილისაც მივეცი, აბა, ახალ წელს მართლა ანაფორით ხომ არ შევხვდებოდი?!
ისე, მის მერე არ მილაპარაკია და რა ვიცი, დოზაც დიდი არ უნდა ყოფილიყო, მე რომ მივეცი …
შევეხმიანები მერე … ძალიან ავნერვიულდი ახლა … ვაი, “შენ” მიშველე …
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩემი თეფში და ჭიქა გავრეცხე და წამოვედი სახლისკენ. დიდი არაფერი კი არა, საერთოდ არანაირი გეგმა არ მქონდა ამ

მე და კლარკი. იმიტომ გავაშავ–თეთრე, რომ მაინც, ცნობილი სახეა და ყვითელ პრესას ერიდება

ღამისთვის. მეგობრებთან არ მინდოდა, დათვრებიან და მერე იმდენს მიქარავენ, რომ მთელი წელი დნმ–ის ანალიზის მოლოდინში ატარებენ.
გზად ვიფიქრე, მშობლებს შევუვლი თქო და გამახსენდა, რომ კრუიზში არიან წასულები, ჩვენს ერთ ნათესავს ტურისტული კომპანია SkyLine აქვს გახსნილი და იაფად ჩითავს ანტალიას და ეგვიპტეს.
რაღა მექნა?
მივედი სახლში და აი, გულმა ვერ აიტანა მარტოობა და მიანც ორ კაცზე გავშალე სუფრა.
12–მა ჩამოჰკრა თუ არა, ეგრევე ცემი სურვილი დავწერე ქაღალდზე, დავწვი და შამპანურის ჭიქიდან მივირთვი, თან ადვილი არ გეგონოთ, დაზღვევის მიზნით, ამ დროს, მაგიდის ქვეშაც ვიჯექი.
გახდა პირველი საათი, ორი და მაინც არ მეძინება.
ვიფიქრე, ჩემო შეილა, სირცხვილია შენც და დედა ტერეზაც 2011 წელს დიაზეპამის ყლაპვით შეხვდეთ მეთქი და ჩავრთე DVD-ში “ქარწაღებულნი”. ვაიმეეე, ვგიჟდები კლარკ გეიბლზე. როგორ მახსოვს, ეგ რომ დაიღუპა, 60–იანი წლები იყო და გოგოები აქ სიხარულით გადაირივნენ, მაგრამ რად გინდა, ნამდვილი ჯენტლმენი იყო, ჭიქა ყავის და ცეკვების იქით არ წასულა არავისთან.
ეხ, ეგ ფილმი 1939–ში არის გადაღებული, მაგრამ 2011–შიც მაგრად გაასწორა …
მოკლედ, ასე გავატარე ახალი წელი და მერე კი მოხდა ერთი რაღაც, მაგრამ მერე მოგიყვებით, თორემ ბოლომდე არ წაიკითხავთ ამ პოსტს.
წავედი, ვიბანავებ, ემოციებს წყალს გავატან …

Advertisements

2 responses to “დედა ტერეზას არაფერი მოუვიდეს და … ტFუ ტFუ ტFუ …

Subscribe to comments with RSS.

  1. “ანგელოზივით ანგელოზო”, მე გაგრძელებას ველი, ანუ მაინტერესებს 2:00am.–ის მერე როგორ გაატარე ახალი წლის ჯადოსნური ღამე:)))

  2. სავარაუდოდ დღეს საღამოს დავწერ, ახლა სამსახურში ვარ, ყელამდეა საქმე, მგონი მაწინაურებენ და ჩემი მაცივრის განვადებასაც დავხურავ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: