უბორკა ჯოჯოხეთში   2 comments

ახლა ახალი წელი მოდის, ძალიან კი არ მქონდა თავი, მაგრამ მომიწია სამსახურიდან “იქ” ჩასვლა. ჩვენთან, ზეცაში, ხომ არის რაღაც გასართობი პროგრამები, სალუტები და კონცერტები, მაგრამ “იქ” უბრალოდ ერთი დიდი “უბორკა” იქნება და ამის ორგანიზება მე დამევალა, თან სულ მაინტერესებდა ვინ როგორ სახლში ცხოვრობს.
ხოდა, ავიღე შენგენის ვიზა, ჩავალაგე ჩემოდნები, მაცივრის ერთი თვის განვადება წინასწარ შევიტანე და წავედიიი. გზა ტყეზე გადის, უბედური ტყეა, თქვენ რომ მაწანწალა ძაღლებს უჩივით, აქ მაწანწალა მგლები და ტახებია. ახლა მე იმის ქალი ვარ, მანდ მარტომ ვიბოდიალო? დავურეკე ლუციფერს, არიქა, მიშველე მეთქი, და როგორც იქნა ერთად გავედით ტყის ბოლოს.
საკმაოდ დავიღალეთ და მოდი, ჩემებთან შევიაროთ, დავისვენოთ, ჩაი დავლიოთო. ფიზიკური თანხმობა მივეცი და წამოვუსკუპდი

ლუციფერის მშობლები – ძია ბესო და ლიანა დეიდა (მარცხნიდან მარჯვნივ)

ოჯახში სტუმრად. ძალიან საყვარელი მშობლები ჰყავს. დედამისი სულ კუდში დამსდევდა, რამე ხომ არ გინდაო. მამამისი ყალიონს აბოლებდა და მათვალიერებდა. მერე გავიგე ეს ანგელოზი გოგო სარძლოდ მოვწონებივარ, გაუხმათ თავი, მარა მეტი ვეღარ გაუხმებათ, წამოსვლისას ფოტო გადავუღე და აი, დავდებ კიდევაც.
წამოვედით და გზაში ავტყდი, ჯონის სახლი მანახე მეთქი. კი წაიეჭვიანა, მაგრამ კარგიო, უარს ვერ მეუბნება ხოლმე, რაღაც

პეტრე I–ის სალონი: "handsome Pete"

გრძნობა დღემდე შემორჩა და მივადექით შავ–ბნელ რაღაცას. მინდოდა მეყვირა, მასპინძელო თქო, მარა გადავიფიქრე, რაიმე ინციდენტი არ მოხდეს ამორ კაცს შორის მეთქი. სიყვარულით შევხედე და გავეცალეთ.
მოკლედ, ვისი სახლი არ ვნახე რა ….
კოლუმბის ვნახე – ნოეს კიდობანი უქირავებია, “ჩემთან” ახლოს არის, რაღაც–რაღაცეებს მახსენებსო ….
ჯორჯ ვაშინგტონს შავების უბანში მაგარი ბაითი დაუთრევია, როგორც თითონ თქვა და კვირაობით სახელმწიფო მართვას ასწავლის …
კლარა ცეტკინს ქალთა სარეაბილიტაიცო ცენტრთან აუღია იჯარით ბინა, მეოთხე სართულზე …
ბეთხოვენს მეზობლებმა იმდენი უჩივლეს, ხმაურიანიაო, მუსიკას დიდ ხმაზე უსმენსო, რომ განმარტოვებით გადასულა სადღაც …
ფროიდს საბავშვო ბაღთან სდომებია, მაგრამ მშობლები მანდ და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” კიდე დედამიწაზე აჯანყებულა, არ გაბედოსო და ახლა გოგირდის აბანოებთან უყიდია 100 კვ.მ.
პეტრე პირველს თავისი სალონი გაუხსნია, თმა–წვერის კრეჭვის, ჩემი მოწოდება ეს ყოფილაო … სტილისტი პიტი გამხდარა და ცხოვრობს განცხრომაში, მთელი ჯოჯოხეთი მაგასთან დადის თურმე …
ბოლოს დარვინს შევუარეთ, ამით უნდა დამთავრებულიყო ხარჯთაღრიცხვა ჯოჯოხეთის სარემონტო სამუშაოებისთვის, მაგრამ ჯერ მაიმუნმა რომ გაგვიღო კარი, იმან გამაოცა, მერე კიდე თითონ ჩარლზმა.

ჩარლზ დარვინის ბიჭი – ბილი. (უბანში – კიჭა)

ჩემი თეორია არასწორად გაიგო კაცობრიობამო. თურმე რაში ყოფილა საქმე:
მეზობლისთვის უთქვამს, შე კოსტუმიანო მაიმუნოო, იმას კიდე სწყენია და ქვეყნისთვის მოუდია, დარვინი ასე ფიქრობს, რომ ჩვენ ყველა მაიმუნები ვართ, რომ მათგან წარმოვიშვითო. არადა კაცი, დედას იფიცებოდა, ასეთი არაფერი მიფიქრია, რა დარვინის თეორია, რის მაიმუნებიო. ცხოვრებაში მაიმუნისთვის “ისე” არ შემიხედავს, მე ყოველთვის კურდღლები მაინტერესებდაო და მისი შვილი რომ ვნახე, აი, მერე მივუხვდი ინტერესს. მაგრამ წამოსვლისას იმ მაიმუნმა მაინც დამაეჭვა, აი, კარი რომ გაგვიღო, იმან …
რა ვიცი რა … ისე, არაფერი აქვს საჩივარი, მეორედ დაქორწინებულა ერთ კეთილშობილ ქალზე, რაღაც–რაღცეებსი მეთანხმებაო …
მოკლედ, დასკვნა ასეთია, რომ ზეცის ბიუჯეტმა სადღაც 20 მილიონამდე უნდა გამოყოს, რომ ჯოჯოხეთში სახლები შეაკეთონ და აქური წითელი ჯვარიც ცოტა უნდა ამოქმედდეს, თორემ მარტო გერკულესის ფაფით ამოსძვრებათ სული, მაგ უბედურებს, თან მერამდენედ კაცო …
ასე იყო, თუ ისე, მაინც საინტერესო იყო, მერე დედა ტერეზას შევუვლი, რაღაც კითხვები გამიჩნდა და ეგ ისეთი გაქექილია, უეჭველი თავის წარსულიდან მიპასუხებს, თან ფანჯრები აქვს დასაწმენდი, წავეხმარები ცოტას …

Advertisements

2 responses to “უბორკა ჯოჯოხეთში

Subscribe to comments with RSS.

  1. ეგ დარვინი მე ვიცი რა ბიჭიცაა, ახალგაზრდობაში მეძლეოდა, გინდა თუ არა კარგი საქორწილო ბიჭი ვარ და შემომხედეო, მე კიდე ვუთხარი რას გავხარ, მაიმუნს გავხარ მეთქი, ხოდა იმის მერე დაბოღმილა თურმე და გამომიჭენა ჩემი მთელი პირადი და ინტიმი დედამიწის ზურგზე, ქალს თავი ვეღარ გამომიყვია :O

  2. არაუშავს ჩემო ქეთინო, მე შენს მოხერხებულობაში ეჭვიც არ მეპარება და უშანგი ცოლს კი დაეთხრებოდა თვალები ეგ ამბავი რომ წაეკითხა, მაინც სულ ჯიბრში გიდგას. :***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: