იან გილან + შეილა = შ–ს   1 comment

ახლა ისეთ საყვარელ კაფეში აღმოვჩნდი, რომ სულაც არ მინდა ჩემს დედამიწურ ვოიჟზე საუბარი.

აი, კაფეში ვართ, ვიღაცამ გადაგვიღო და დაგვიბლუთუზა


სამსახურის მერე გამომიარა დაქალოჩკამ, შენც ჩემნაირი უბედური ხარ პირად ცხოვრებაში, წამო, იაფი კაფე ვიციო (ჩემი მაცივრის გადამკიდემ …) ხოდა, ვზივართ ახლა ამ კაფეში ეს ანგელოზი გოგოები და ვწუწუნებთ მამრებზე.
არა, რომ არ მოვიტყუო, საქმესაც ვაკეთებთ.
სამსახურში “იმან” დამავალა, სიას გადახედე, ვინ ამოვიყანოთო და ზუსტად მაგ სიას ვუყურებთ. რამდენიმეს ჩამოგითვლით, იქნებ თქვენც მომაწოდოთ რაიმე იდეა ან ვინმე შემთხვევით ზედმეტად ხელს არ გამოვაყოლოთ.
აი:
თინა თერნერი – რას გადაეკიდა ამ ქალს, ნეტა გამაგებინა რა, ჯანმრთელობა მაგას არ უჭირს და კომუნალურ გადასახადებში დავალიანება არ აქვს და…
რომის პაპი – რავი, ვიფიქრებ …
ტომ კრუზი – ნიკოლის თავი არ მაქვს, კი გათხოვდა მეორედ, მაგრამ მე ხომ ვიცი გულში რა ცეცხლიც უტრიალებს …
ერთია, არ გეცოდინებათ, მაგრამ ისეთი ცელქია, ორჯერ არის ნამყოფი აქ, კლინიკური სიკვდილები და ნარკოზები მისი სტიქიაა …
პაულო კოელიო – დიდი სიამოვნებით, მაგრამ მის ახალ წიგნს ველოდები და შემდეგ პარტიაში ჩავსვამ …
იან გილანი – უიიი, მაგაზე რა გამახსენდაააა ….

მე და იანი ზეციური ვოდსტოკიდან მივდივართ მაკდონალდსში

ერთ–ერთი კონცერტის მერე, სასტუმროს ნომრიდან პირდაპირ ჩემს კაბინეტში მოხვდა. ჯერ ხომ მისმა დოპინგმა დააბნია და ახლა ჩემს დანახვაზე, საერთოდ გადაირია ბიჭი. ნუ, ბიჭი რა, მაშინ უკვე კაცი იყო, ახლა არის ბაბუ თორე …
ხოდა, კარგად გავუგეთ ერთმანეთს, თან ხომ იცით, გიტარიანი ბიჭები ჩემზე დადებითად მოქმედებენ.

იანის მეგობარი, ბლექ მეტალის მამა, პანკ როკის შვილი – ჰენკი და მე


ჯერ იანმა იმოქმედა ჩემზე, მერე ერთად ვიმოქმედეთ და საბოლოოდ მშვენიერი დრო ვატარეთ, მიმღეროდა, მამღერებდა, გოტარაზე smoke on the water–ის აკორდებიც მასწავლა და გავუშვით უკან. ძაააან კი მესიმპატიურებოდა, მაგრამ რაც მართალია – მართალია, სერიოზული გრძნობა არ გამჩენია მის მიმართ, ჯონისგან განსხვავებით <3
კი მეხვეწა "იმასთან" საქმე ჩამიწყე, აქ ბევრად იაფია ცხოვრება, თან შენც გვერდით მყავხარო, მაგრამ ჩემმა კეთილმა გულმა გადამძალა და დავაბრუნე. მერე კი კარგად დაიწერა ჯვარი თავის ცოლზე … ნწუ რა …
მეც გავბრაზდი და ძმაკაცთან ვუღალატე. მაგის ძმაკაცთან, ჩემსასთან კი არა, მაგრამ ეს რა ღალატია, უბრალოდ ნუდისტების პლიაჟზე წავყევი და მერე კინოში, ისე მერე კი დავლიეთ, და რა ვიცი, შეიძლება ვუღალატე კიდევაც …
ასე იყო, თუ ისე, რაც იყო – კარგი იყო …
ეეეჰ, გავედით ახლა, თორემ მერე ანგარიშს მოგვიტანენ და გადახდა მოგვიწევს.
აბა, დროებით ხალხნო და არაფერი მიქაროთ, აქაც არეულობაა …

Advertisements

One response to “იან გილან + შეილა = შ–ს

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესო მიდგომაა :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: