მივლინებით დედამიწაზე … უიმეეე   4 comments

ვაიმეეე … გაგიჟებული ვარ რა …
მოდით, თავიდან დავიწყებ, მართლა გიჟი არ გეგონოთ:
ერთი ნაცნობის სული ამოვიდა ამასწინათ, მაგრამ არც ისეთი “სუფთა” ყოფილა მე რომ მეგონა და ამიტომ, ვიფიქრე, ავდეგბი, ჩუმად შევაპარებ ზეცაში ახალ პარტიასთან ერთად, ვინ რას გაიგებს მეთქი, მაგრამ ჰა! რად გინდა!!! მოსდო ქვეყანას, აქაც ყოფილა ჩაწყობებიო (ნუ, ახლა პატარა ქრთამუშკაც კი მომცა, მაგრამ რა ვქნა მაცივარი მაქვს განვადებით) და მოკლედ, ამ

ზევიდან ასეთი მეგონა დედამიწა, თან მიხაროდა, კაკ რაზ ლურჯი კუპალნიკი მაქვს მეთქი

ამბის გამო “იმან” დედამიწაზე გამომიშვა მივლინებით. სამსახურის დაკარგვას კი სჯობდა, მაგრამ ვაი შე საწყალო შეილააა … ეს სად მიდიოდი თურმეეე ….
ჯერ ავირჩიე გამოსახულება, როგორიც მანდ ვიქნებოდი, სახელი,პასპორტი (როგორ გაუძვირებიააათ), ბინა, ამბები … და გამოვცხადდი ადამიანად.
რადგან თქვენთვის ვწერ პოსტებს, მეც საქართველო ავირჩიე, ერთი–ორი წესი გადავიმეორე ქართული ენის გრამატიკაში და მოქალაქე შეილა დავიძარი რუსთაველის პროსპექტზე.
დავიწყოთ იქიდან, რომ საკმაოდ თბილა და ნუ გვწერთ ამინდები არ ვარგაო, შეირგეთ რაც არის.
მერე ავტობუსში კონტროლიორები რა უბედურებაა, მეტის ღირსიც ხართ, მაგრამ კინაღამ მე ავირტყი ჯარიმა.
მერე ეს ეკლესიები??? მათე მოციქულებივით რომ დადგებით ხოლმე ქაშუეთის წინ და პირჯვრის წერაში კალორიებს წვავთ, მთლად მასეც არაა საქმე, ეგ არ უშველის ჩუმ მაიმუნობებს.
კაი, გავცდი ქაშუეთს და დავეშვი გოლოვინის პროსპექტზე (ძველ სახელებს ვარ ისევ მიჩვეული, რუკა გვაქვს გასაახლებელი რა) და მივაბიჯებ სტვენა–სტვენით, რომ ორი გოგო მოვიდა გვერდზე გადაკიდებული ჩანთით, გინდათ ჭეშმარიტ ღმერთზე გელაპარაკოთო? კი ვიფიქრე, მაგრად აკლიათ ამათ, მე რა უნდა მელაპარაკონ ჭეშმარიტ ღმერთზე, პირდაპირი კავშირი მაქვს ჩემდათავად მეთქი, მაგრამ აი, იმ ჩანთის გამო, მიდით მეთქი.
იმდენი იბოდიალეს, ისაო, ესაო, ცხოველებთან ბალახში ნებივრობაო, ჩიტების ენის გაგებაო, მოკლედ ზეცაში რომ

ვაი თქვენს პატრონს უბედურს თუ მართლა ასეთი გგონიათ ზეცა და სამოთხე, არ ვიყო მიანც ნამყოფ–ნაცხოვრები

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მერის კანდიდატი საუბრობს ხოლმე, ზუსტად მასე ტლიკინებდნენ ესენიც.
რომ ვერაფერი შემაგნებინეს, რაღაც ნახატებიანი ბროშურა მომცეს და გამეცალნენ.
ასე თუ ისე, ჩავაღწიე მეტრომდე, გადავახტი საჟეტონე ბორდიურებს და ვაგონშიც პირველი შევვარდი.
რანაირი ხალხი არ გინდა იყოს, რა ენაზე მოლაპარაკე და რეების მოლაპარაკე, მაგრამ ამოვედი დელისთან, იქ მქონდა ბინა და ეს დღეც ჩავამთავრე დედამიწაზე.
ისე, ამ 6 მილიარდიან ბურთზე მაინც მარტო ვგრძნობდი თავს. არც ჯონი, არც ლუციფერი, არც არავინ …
სკაიპითაც ვერ დავუკავშირდი ჩემებს, რაში მახდევინებს ეს 100 100 ათ დოლარს რა!
საღოლ თქვენს გამძლეობას, “იმან” დიდხანს გაცოცხლოთ …

დანარჩენს მერე მოგწერთ, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ შოკიდან …

Advertisements

4 responses to “მივლინებით დედამიწაზე … უიმეეე

Subscribe to comments with RSS.

  1. შეილაააა:) შენმა აქაურმა მეგობარმა ვახო მელქაძემ დამაბარა, სადაც ნახავ, ხუმრობით და სიყვარულით თავში წამოარტყიოო :)))
    გვერდზე გადაკიდებულ ჩანთებს და რუჩკებს რომ არ უნდა ენდო არ იცი ამხელა ანგელოზმა გოგომ? :O

  2. ხოოო,მ ანდ ბევრს დავუმეგობრდი და ვახოს – ეგრეთ წოდებულ ბუს – კვლავარსებობა გამიხარდა ძალიან, მადლობთ, ჩემგანაც დიდი სიყვარულით მოსდე რა :P
    ჩანთა–რუჩკების ამბებიც ნელ–ნელა დავამუღამე, რა ვიცოდი, ერთი პატარა გოგო ვიყავი ამხელა ქალაქში :P

    :*

  3. nino, love you!

  4. შეილა, დაბრუნდი რა უკან დამეც წამიყვანე, ცოტა ხნით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: