ეკატერინა ბიცოლა და იაგო მერაბოვიჩი   2 comments

ნათესავებთან რომ ვიყავი გუშინ თუ როცა იყო რა, მეზობელი შემოვიდა და დამემდურა, რა იყო, ენა რომ გადაგიკიდია მხარზე, ჩემზე არ უნდა დაწეროო? მთელი ქვეყანა ჩემს პორტრეტს ეთაყვანება და შენ რა თავს იფასებო. თავიდანვე უხეში ქალი იყო ეკატერინა პავლოვნა, მაგრამ რაც სიყვარულში კრახი განიცადა (თავისივე უხეშობის გამო), მას მერე ხომ კარგი არაფერი ამოსვლია პირიდან.

ეკატერინე ბიცოლა ზემელზე გასაყიდ ტილოზე

ეკატერინე ბიცოლა ბიძაჩემის მეზობლის ძმის მეორე ცოლი, აწ უკვე ქვრივია. თავის დროზე ერთ–ერთ კრასავიცად ითვლებოდა, კარგი ოჯახის შვილი და კარგი დიასახლისი, ისე ქარგვაც ეხერხებოდა. 16 წლის იყო პირველად რომ გაათხოვეს. არ მიყვარდა, მაგრამ მამის სიტყვას წინ ვინ დაუდგებოდაო, თან მზითებსაც უკვე ჩირჩილი მიესია და სხვა რა გზა იყოო. პირველი ქმარი მალევე გაიწვიეს ომში და 18 წლის უშვილო ქალი დარჩა ობლად, მაგრამ ისეთ ღრმა დეკოლტეებს ატარებდა, რომ შემოება ასე შემთხვევით ერთი მუშა.
ისე, იმ მუშაში რა მოეწონა არ ვიცი. იაგო მერაბოვიჩი – მალიარი გამოძახებით – ნიჭიერი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზარმაცი იყო. გეპეის საინჟინრო დაამთავრა, მაგრამ მალიარობის იქით არ წასულა. ხელოსნების პროფესიული ჩვევა კიდე სმაა. აბა, ვისზე რითი იყო ნაკლები იაგო? “ზა ნას”–ო იტყოდა, გადაჰკრავდა პერცოვკას, იდაყვზე ჩაისუნთქავდა და “ჰუ”–ო დააყოლებდა. ხოდა, მაგ “ჰუ”–ებმა დაღუპეს ეს ახალგაზრდა კაცი.
სიყვითლე და ეკატერინე ბიცოლა ერთად დაერივნენ საწყალს. არც ერთმა გაახარა და არც მეორემ. სიყვითლემ C ჰეპატიტი ციროზის სახით მოუტანა და ეკატერინემ კიდე ვალები. რაღა ექნა იაგოს? არც ჯანმრთელობა და არც ფული?
ადგა, დაუწერა “იმას” განცხადება, სანამ ჩემი ფეხით ამოვსულვარ მანდ, სტაციონარში გამაგზავნეთო და გაუშვეს ერთ–ერთ ცენტრში. სახელს ვერ დავწერ, კონფიდენციალურია, მაგრამ ვიტყვი, რომ ზედ გამოჭრილი იყო ამ კაცზე!
მართალია ის შარმი აღარ ჰქონდა იაგოს, მაგრამ რაღაც კიდევ შემორჩენოდა და ეკატერინესგან გვერდით მარგარიტაზე გადაუხვია სტაციონარში. დაადგა ჯერ თვალი და მერე ფეხი ამ გოგოს და გაიცნო–დაახლოვდა.
ორივე ისეთი გამხდრები იყვნენ, რომ გული რომ არ წასვლოდათ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ თუ ეყრდნობოდნენ და ამის გამო, ბევრს

იაგო მერაბოვიჩი მარგარიტასთან ჯაჯგურში. პაციენტმა "კლიმტმა" შეასწრო და მოსდო ყველას

შეყვარებულები ეგონა. არა, ახლა, იაგო წინააღმდეგი არც იქნებოდა, მაგრამ მარგარიტამ დაიჟინა, გინდა თუ არა, ქორწილამდე ნამუსს ნუ ამხდი, ნუ მაკოცებო. ადრე “ჰუ”–ს რომ იძახდა მერაბოვიჩი, ერთ დღესაც “უჰ”–ო თქვა და დაეკონა ქალბატონს (თან ჩამოეყრდნო კიდევაც რა).
ეკატერინა პავლოვნამ ეს რომ გაიგო, დაიპუტა ყველაფერი, მე მაგის საღალატო რა მჭირს, ამ ჭირიანმა კაცმა მეორე ჭირიანში რომ გამცვალაო და იმ დროისთვის ცნობილ მხატვარს და საკმაოდ ნიჭიერ კაცს – ლეონარდო და ვინჩს – დაუკავშირა ბედი თუ ლოგინი არაოფიციალურად.
ლეონარდო ცუდი კაცი ნამდვილად არ იყო, მაგრამ როგორც ყველა მხატვარს, ამასაც ჰქონდა უცნაურობები. ღამით უპატრონო მკვდრებს კვეთდა ხოლმე, უნდა ვნახო შიგნით რა ხდებაო. უუუუჰ, მაჟრჟოლებს რა …
მარა ღარიბი იყო ლეონსიტო, ამიტომ ხატავდა ეკატერინა ბიცოლას თავის დეკოლტიანად და ზემელზე აბარებდა გასაყიდად ხოლმე.
ასე გაჰქონდათ თავი, სანამ ორივემ აქ – ზეცაში – არ ამოყვეს თავი.
ახლა ეკატერინა პავლოვნა ბიძაჩემის ოჯახის მეზობელია და ყავას უმაგათოდ არ სვამს.
ლეონარდომ რაც გაიგო, რომ მატარებელი გამოუგონიათ, თავის თავში ჩაიკეტა, გინდა თუ არა, მე ვაპირებდი მაგასო. რა ვიცი, ერთი რა …
იაგო მერაბოვიჩი მარგარიტაზე დაქორწინდა, მაგრამ კოცნის იქით მაინც ვერ წავიდა, შენ მე ვინმე ქუჩის ქალი ხომ არ გგონივარ, რეებს მკადრებო, ეჩხუბება ცოლი.
აესეთი ამბებია, აჰა, ეკატერინა ბიცოლა, ხომ დავწერე თქვენი ამბავი? აღარ დამემდურო და მე რა ვიცი, რაიმე ჯადოა რ გამიკეთო, კაცო, ძლივს მიშოვია სამსახური, მაცივრის კრედიტი მაქვს დასაფარი.

Advertisements

2 responses to “ეკატერინა ბიცოლა და იაგო მერაბოვიჩი

Subscribe to comments with RSS.

  1. ლოლ
    პოსტი დამთავრებულიც არ მქონდა, ვიფიქრე, ეს დედალი ზურიუსია–მეთქი :დ

  2. :))) დედალი ზურიუსი :))) დავიბენი არაზურიუსეულად, მაგრამ დედლურად :P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: