გალაქტიონი + მერი, აკვილინე, ოლღა … = xxx   Leave a comment

იმდღეს პოსტს გწერდით წერილებზე და ბუზი თუ კოღო თუ რაღაც ჯანდაბა შემოფრინდა და ფანჯარა რომ უნდა გამეღო გასაგდებად, გადმოვიხედე და რა დავინახე თქვენთან:
რამდენიმე კინკილა კაცი შეკრებილიყო პარლამენტთან და ბოდიალობდნენ რაღაცეებს. რა ხდება მეთქი დავინტერესდი და თითონ

აი, თქვენი აქცია მობილურით გადავიღე და თუ ხარისხი არ ვარგა, იმის ბრალია, რომ ცოტა შორს ვარ, ზეცაში

ვერაფერი გაგიგიათ, მე რა უნდა გამეგო? გავსკდი სიცილით, უცხოპლანეტელებს ჰგავდით აქედან. ამ სიცივეში ან არ გეზარებათ, ან სხვა საქმე არ გაქვთ??? ვაი, ვაიიი …
ისე, სიცივეზე და წერილზე გამახსენდა, პოსტს წერილებზე გწერდით მეთქი. ხოდა, რამდენიმე საჩივარი მოგვივიდა თქვენგან:
ერთი ის იყო, აცივდაო. ჯერ ეს ერთი, როგორც მთაწმინდელი რუსიკო ამბობს, ჩაიხედეთ კალენდარში, არ არის დროოო??? და მეორეც: მაგაზე ჩემთან ნუ იწუწუნებთ რა, “იმან” ჩართო კონდიციონერი და ეტყობა დაუბერა თქვენთან, თორემ ჩვენთან მშვენიერი მზიანი ამინდებია. ახლაც ახალი თხელი გამჭვირვალე კოფტა მაცვია და სულ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვიტყვი, რომ ძალიან მიხდება.
მეორე საჩივარი პროდუქტებზე ფასის მომატებაზე იყო, და მაგ ამბავში სხვაგან მოხვდით, გენაცვალე. მასეთ ამბებს თქვენი ეკონომიკის მინისტრი უნდა, “ის” რა მოცლილი კი არ არის, ისიც გვეყოფა, რომ თქვენი არ იყოს, ჩვენც გაგვიძვირეს წყალი და ახლა მეორე ბატალიონის ანგელოზები გაფიცულნი დგანან ტრაფარეტებით. ხმის ამოღება უნდა ისწავლოთ, მარტო დგომით ვერაფერს უშველით, მარა მე რა ჭკუას გარიგებთ აქციებზე, სტატისტიკით მიხედვით, პირველ ადგილზე ხართ ევრაზიაში.
ხო, კიდე ერთი საჩივარი იყო გიორგობასთან დაკავშირებით, წელს რაღაც არ იგრძნობოდა, რაიმე სასწაული გვინდაო. ეგ გადავეცით შესაბამის ორგანოებს (მესასწაულე განყოფილებას) და ახლო მომავალში აუცილებლად ელოდეთ რაიმე სასწაულს.
ნუ, ჰაიტიდან ხომ მოდის და მოდის საჩივრები, მაგ უბედურებმა წერა–კითხვაც არ იციან წესიერად, ძლივს ვარკვევ რა უნდათ, ამასწინათ რომ მოწისძვრა მოხდა მადნ, ხომ გახსოვთ? ხოდა, მოუწერიათ, დაგვეხმარეთ მიწის ხვნაშიო და ვერ გავარჩიე და

მე და ოლღა გოლოვინის პროსპექტზეო

მიწისძვრად წავიკითხე და კარგადაც ავაზანზარეთ იქაურობა. რა ჩემი ბრალია, წესიერად ვერ დაწერეს???
უფ, ნეტა რას ვიშლი ნერვებს? მარა მე რას ვიშლი, თავისით მეშლება, ეტყობა სეზონური დეპრესიის ბრალია. დამეწყო და ეგაა რა.
თან ხვალ ბიძაშვილებთან ვაპირებ გასვლას, ცოტას წავიჭორავებ, ამ სამსახურის გამო კაი ხანია არსად ვყოფილვარ, რა ვქნა, მაცივრის კრედიტი მაქვს დასახური რა.
უი, რა უნდა გითხრათ, მაცივარზე გამახსენდა. გალაქტიონზე ვუყურე დღეს გადაცემას, აკვილინე უყვარდაო და ახლა აღმოაჩინესო. ხოდა, ამას ასე ვერ დავტოვებდი, დიდ პატივს ვცემ გალაქტიონს და მის “რაც უფრო შროს ხარ” ლექსზე ვგიჟდები, ხოდა, ჩავაკითხე თავის “იქ” რა, ბატონ ტაბიძეს და ვკითხე, მართალია მეთქი. ისე, ნერვიულობის დასძლევად ჯონს ვთხოვე გამოყოლა, ლენონს, ჩემს სიცოცხლეს. ასე, ორივე მივუსხედით პატარა მრგვალ მაგიდას და “ნაჩნიკ” და თვალებ ანთებულმა გალაქტიონმა დაიწყო თავის ბოლო სიყვარულზე საუბარი.

სასმლეზე რომ დავპატიჟე, ძლივს მაღირსა ღიმილიო. აკვილინე ფართიზე

თურმე, მართლა რაღაც ფართიზე გაუცვნია ეს გოგო, ისე მიყურებდა, რომ თავი უხერხულად ვირძენი და სასმელზე დავპატიჟეო (მაგის გამო მერი დღემდე არ მელაპარაკებაო), მერე ტუდაო, სიუდაო და ერთ კვირაში ფეშენ ვიკის აფთერ ფართიზე ისევ ვნახე და სხვაზე დაწერილი ლექსი უცებ გადავაკეთე და მივეცი, ესიამოვნებოდაო. (ამ დროს ჯონმა ხელზე ხელი მომიჭირა და მე რომ სიმღერა მომიძღვნა, ის წაიღიღინა). ესიამოვნაო და ასე დავვახლოვდითო. ბევრი ვერაფერი მოვასწარი მაგასთან,ერთხელ ფანჯიდან ვიყურებოდი და ვიღაცამ ხელი მკრაო, მაგრამ მერე ულვაშებზე ხელი გადაისვა და ჩუმად დააყოლა, კიდევ კარგი მეტი ვერაფერი გაიგეთ ჩვენს შესახებ, თორემ მოეჭრებოდა თავი

მე და მერი ვიღაც დმპალმა გადაგვიღო კუს ტბაზეო

აკვილინესო.
მერე კიდე რაღცეები გაიხსენა, პირველი ლექსი რომ დავწერე და დედაჩემს ვანახე, თოხი მომცა ხელში და რაც გამოგდის, ის აკეთეო. მეორე ლექსი ძმაკაცს ვანახე და ცოტა ხანში დამშორდაო.
მერი რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა, ეს რა კრასავიცა ქალი იყო, მარა რა შორი და მიუწვდომელიო. ლექსი რომ მაქვს, “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერ”, მართლა ჯვარს კი არ იწერდა, პროსტა რითმას მოუხდა, მთელი ცხოვრება გრაჟდანსკი ბრაკში იყოო.
ნუ, ერთი–ორი ისეთი საიდუმლო გვითხრა მე და ჯონს, რომ თქვენი ლესელიძის ყავაშიც ვერ გავცვლი სათქმელად.
წამოსვლისას უცებ გაგვირითმა:
შეილა და ჯონი
მიდიოდნენ ორნი,
თერთმეტს აკლდა ოცი,
გეხვევით და გკოცნით …
არა, რა, ირძნობა რაღაც გალაქტიონისეული რა! ნახეთ რა ლექსი მოგვიძღვნა წამში. უძლიერესი სიღრმე და რითმია. კიდევ შემომიარეთ ახალ წლამდეო და ალბათ მასეც ვიზამთ რა.
მერე ცოტა გავისეირნე ჯონთან და ახლა, ასე, დადებითი ემოციებით დატვირთული გწერთ სახლიდან. ლოგინში ვწევარ, გვერდით ჩაი მიდევს უშაქრო და წავალ ახლა, გადავბრუნდები და დავიძინებ, ხვალ კი კვირაა, მაგრამ ფუტკარივით სულ ვშრომობ, აბა?!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: