სტუმრად დედა ტერეზასთან   6 comments

დღეს სამსახურის მერე დედა ტერეზასთან შევიარე საჭორაოდ. მარკეტში იოგურტები, პუდინგები და რბილი ნამცხვარი ავიღე

მუშაობისას

(კბილების ამბავია, ასაკშია), სახარინიც დიაბეტიკებისთვის და მივადექი სახლში. ზარი დავრეკე და იმხელა ხმაზე იყო, კინაღამ უკან გამოვიქეცი (ეს უკვე სმენის ამბავია, ასაკშია). მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც “ხარაშო დერჟიტსაო” რუსები რომ

ამ წყვილსაც პრობლემა ჰქონდა დედა ტერეზას თერაპიამდე

იტყვიან, ზუსტად მასეა მისი საქმე. დღემდე იღებს წყვილებს თერაპიაზე. ვისაც ოჯახში პრობლემა აქვს, მოაკითხავს ხოლმე და ესაუბრება, აი, როგორც თქვენ ფსიქოლოგები გყავთ.
ამასწინათ კი შემომჩივლა, სეანსის დროს ჩამეძინება ხოლმეო და მეც კარგი რაღაც ვასწავლე, მათ უკან დაჯექი, უთხარი, არ მინდა თქვენი დაკომპლექსება თქო და რომც ჩაგეძინოს, თუ ხვრინვა არ გახასიათებს, ვერაფერს გაიგებენ მეთქი. კაკ რაზ გუშინ დამირეკა, გაამართლაო.
ისე, ნორმალურ რჩევებს იძლევა. ერთხელ ჩემზე რამდენიმე წლით უფროს მამრს ვხვდებოდი, 20 თუ 22 წლით უფროსს, არც იგრძნობოდა განსხვავება და ჩვენი ურთიერთობა ნიმაპაუზაში რომ შევიდა, აი, რა რჩევა მომცა: თუ გინდა რომ შეინარჩუნო სანამ მთლად გახრწნილაო, მაშინ არ შეახსენო რომ თავიდან რომ თმები სცვივა, ისინი ცხვირში ამოსდისო.
გენიალური რჩევა აღმოჩნდა, იმ საღამოსვე დავშორდი და ორ კვირაშიც გადავიტანე “მარტოსულობის” დეპრესია. (ისე, ჯონი დამეხმარა მაგაში, უნდა ვაღიარო).
მოკლედ, დავსხედით მაგიდასთან სუსტად განათებულ ოთახში, არ უყვარს დიდი შუქი (ეს კიდე “სოჩიკის” და თვალების ამბავია, ასაკშია) და დავიწყეთ ძველი ისტორიების გახსენება.

ტერეზა. ჩემებმა არ იცოდნენ, რომ ვეწეოდიოოო

ისეთებს მიყვებოდა, რომ თვალები შუბლზე ამივიდა, არადა მაღალი შუბლი მაქვს და არც ისეთი იოლი საქმეა ეგ.
იქაო დუეიტ იეზენჰაუერს ვხვდებოდიო.კი ვიფიქრე, ასაკშია, ალბათ თითონ მოიგონა ეს სახელი მეთქი, მაგრამ მერე ვიკიპედიაში გადავამოწმე და ერთი საუკუნის არიან მართლა. თან სულ მინდოდა პირველი ლედი ვყოფილიყავიო და კარადიდან გვირგვინი გამოიღო, თავზე დაიდო და ასე თვალებ–ანთებულმა განაგრძო. მერე კიდე ისეთი ხალხი ჩამომითვალა, რომ გადავირიე. შონ კონერის მამაო, მუჰამედ ალიო – ჩემზე პატარა კი იყოო, მაგრამ კანის ფერმა არ იმოქმედა და ასაკი რას დაგვაკლებდაო, იური გაგარინს აქ შევხვდი ერთხელ, პირველად რომ ამოფრინდაო, მე და ბონი პარკერი, აი, ვის მერეც ფილმი “ბონი და კლაიდი” გადაიღესო, ერთად ვართ გაზრდილები და მასთანაც რაღაც მაკავშირებდაო და ბოლოს მოლი ბრაუნი – ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრი ახსენა და რა

ტერეზა და შონ კონერის მამა

ვიცი, უცებ გაჩუმდა და სხვა თემაზე გადავიდა. ეტყობა, მაინც ქალი რომ არის მოლი, მაგიტომ, მაგრამ მე ყველაზე ლიბერალი ანგელოზი ვარ, ეგეთბი ჩემზე არ მოქმედებს.
მერე მეც მოვყევი ჩემი ამბები, ვინ აღარ გავიხსენე, სად აღარ გავიხსენე, მაგრამ ეს დედა ტერეზა ვერაფრით გავაკვირვე, გამოცდილება ეტყობა მაინც თავისას შვრება რა.
ასე გულიანად ვიჭორავეთ, მერე საძინებელში ნათურა გამოვუცვალე, თითონ ვერ სწვდება, სტაფილოც გავუხეხე და წამოვედი, რაღა უნდა მექნა მეტი.
ეეეხ, წავალ ახლა დავწვები, ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი, გამოცდა მაქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი და ვაბშე აზრზე არ ვარ საგნის, ისევ და ისევ “მისი” იმედი მაქვს, იქნებ ამჯერადაც დამეხმაროს …

Advertisements

6 responses to “სტუმრად დედა ტერეზასთან

Subscribe to comments with RSS.

  1. დედა ტერეზას სინდისზე იყოს 23 საკითხში პასუხი(დ ) : ) რომც გავფეილდეთ დიდი რამე ასაკში იცის : )

  2. ასაკში იცის, ნამდვილად, მაგრამ “ის” არ გაგვწირავს რა, რაც არ უნდა იყოს, “მისი” ხელქვეიტი ვარ

  3. ვაჰ ამ ბლოგზე უნდა ვიარო ხოლმე, იქნება და უკუნ სიბნელეში არ მოვხვდე მერე :( არადა როგორ მეშინია სიბნელის და რა კანდიდატი ვარ :|

  4. არააა, კანდიდატობაზე ნუ იდარდებ, მთავარია “ის” რა ხასიეთზე იქნება მაგ დროს, ან ახლა, ერთი ორ სიტყვას მეც შეგაწევ და ასე რა … ისე, როგორც ქეთინო დეიდა იზამდა, ერთი ჩერი ბამბანერკაც რომ გამოიაყოლო, მთლად დახატავს სიტუაციას :*

  5. მე რაღას გამოვიყოლებ, იქნებ რომელიმე ჩემმა შთამომავალმა იზრუნოს და ჩამაყოლოს გაუხსნელი, თორემ სირცხვილია უფროსი კაცია თქვენი უფროსი, რას იფიქრებს…:|

  6. ოიიი, შენ დღეს ისე გამახარე, რომ ლუქსი ჩემზეა, მაგრამ ჯერ იმდენი დროა მაქამდე (სიებს გადავხდე ჩუმად), რომ ადრეა ფიქრი ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: