დაე, იცოდეთ სიმართლე   2 comments

თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამასწინათ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსს ველაპარაკებოდი და საერთოდაც, ხშირად ვსაუბრობთ. ოღონდ ახლა მისი ფანები არ გაგიჟდეთ და არ დაიპუტოთ თმა, ჩვენც გვინდაო. ცოტა სხვანაირად არის საქმე. კი, კარგი ბიჭი იყო მანდ, ზანგების დასაცავად გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ პატარ–პატარა ცოდვები მაინც ჰქონდა თეთრებთან, ამიტომ აქაური სასჯელი მის კანზე აისახა და ახლა გერმანელი თეთრკანიანის გარეგნობა აქვს. სამაგიეროდ მოწოდებები იგივე დარჩა და აქაც აგრძელებს თავის “საოცნებო სიტყვას”, ოღონდ მეტი წარმატებით. მაინც ეფექტურია თეთრი რომ შავებზე იძახის ძმები ვართო, მაგრამ ამ ანგელოზივით გოგოს რას გადამეკიდა ნეტა ვიცოდე?
ისე, საწუწუნო რა მაქვს, ამხელა დაკავებული კაცია და მე მეჭორავება ხოლმე.
მაგრამ წინაზე რომ შეგპირდით ბიბლიიდან მოგიყვებით ნამდვილ ამბებს მეთქი, განა დამავიწყდა?
ხოდა სულ თავიდან დავიწყოთ, ადამი და ევათი, მაგრამ ევა სად იყო, ადამი რომ მოწყენილობით კვდებოდა. რა აღარ სცადა, რომელ ხეს აღარ ესაუბრა და რომელ ცხოველს აღარ ესროლა ქვა, მაგრამ როდემდე? ეგეც კი არა, და ეგ იყო ადამიანი, თუ იყო და ადგა ერთ დღესაც და დაწერა განცხადება (ჩვენთან მოწესრიგებული სისტემაა), მარტოობით ვკვდები, მოვითხოვ ვინმესო. ორ დღეში “იმან” გადახედა ნაწერს და დაიბარა საუკეთესო ქირურგი (<–– კუზანოვის წინაპარი) და ნეკნ–ნაკლულ ადამჩიკას პოდრუგად ევა გაუჩინა. ისე, ევა სხვანაირი იყო თავიდან ჩაფიქრებული, მაგრამ მერაბიშვილს არ უთხრათ და ცოტა მოწეული იყო კუზანოვის დიდიდიდი …დიდი ბაბუა და ზომებში ცოტა გააზვიადა და ცოტა დაამრგვალა. ნუ, მერე კიდევ რაღაცეები შეიცვალა ევამ, როგორც

ადამი. გასაუბრებაზე მიდის მენეჯერის თანამდებობაზე და მოწესრიგდა ბიჭი

პირველ კლიენტს, დიდი ფასდაკლებები შეხვდა და ტუჩის დაბერვა და ბოტოქსი იაფი დაუჯდა.
მოკლედ, გაიცნო ადამმა ეს გოგო. სხვათა შორის, ქერა იყო ევა და მაქედან მოდის გამოთქმა, ქერები სულელები არიანო. ეგ რომ თქვა ადამმა, სხვაფერ თმიანი ქალი კი არა, საერთოდ სხვა ქალი ნანახიც არ ჰყავდა, მაგრამ კი დამმკვიდრდა და …
და ცხოვრობდნენ ასე “გრაჟდანსკი ბრაკით”, მაშინ სად იყო კონკა და ხელის მოწერები.
ერთ დღესაც, ევამ ბაზარში წავალ ვაშლის საყიდლადო, ადამმა კი უთხრა, აგე გადადი მეზობლის ბაღში და მოკრიფეო (მეზობელი სად ჰყავდა ერთი, საინტერესოა?!), მაგრამ არაო, დაიჟინა ქალმა და კაი ჩიტიც დაიჭირა. ხოდა ეს კაი ჩიტი რომ დაიჭირა, ჯარიმის გადახდაც მოუწია და დარჩა უფულოდ, მაგრამ ხელ–ცარიელი ვერ მივიდოდა, ასე უვაშლოდ, ამიტომ დაუჯერა ადამს, გადავიდა მეზობელთან ჩუმად (არა რა, რომელ მეზობელთან, მაინც ვერ გამიგია!) და დაუცარიელა ხე.
ამ საქციელით შემოერღვა მეათე მცნება (უკვე არსებობდნენ ეს მცნებები, თქვენ არ იცოდით უბრალოდ): სხვისი არაფერი მოგინდესო, და ედემის დასახლებიდან დეპორტიც აირტყეს, ეგენი ხომ უვიზოდ იყვნენ.
აუ, გაგიჟდა ადამი, ნათესავი ჩვენ არა გვყავს რომ მივადგეთ და სასტუმროს ფულიც არ გვაქვს და ვაბშე, ფული რა არისო, ასე

ახალგაზრდა და ასაკში მყოფი ევა – photoshop CS5

ჩემოდნებზე ხომ არ ვისხდებითო და დაიწყეს მუშაობა. ამ მუშაობაში გაკეთილშობილდნენ, გადასახადების გადახდაც დაიწყეს, ნაგავსაც აღარ ყრიდნენ ქუჩაში და ასე ამერიკულად ცხოვრობდნენ. (ისე, მართლა, ამერიკას ადამის და ევას სტილი აქვთ აღებული საცხოვრებლად).
მაგრამ ახლა მთავარი რა არის:
ყველას რომ ჰგონია ევამ შეაცდინა ადამიო და ისაო და ესაო, აბა დაუფიქრდით ნაწერს. თითონ ევა არის მსხვერპლი. მასზე მორალურად იმოქმედეს, რამაც გამოიწვია საკაცობრიო ცვლილება. მაგრამ ხომ გეუბნებით, ჯერ ვერაფერი გაგიგიათ ბიბლიის მეთქი, მაგრამ არაფერია, ნელ–ნელა აგიხსნით და სიმართლეს დაგანახებთ. ახლა არქივში ვიქექებოდი და ფოტოები ამოვიღე, რომ გენახათ როგორ გამოიყურებოდნენ. ევასთან ფოტოშოფიც გამოვიყენე, რომ ახალგაზრდა და “მერე ევა” გენახათ, ბოლოსდაბოლოს ორკვირიანი კურსი ტყუილად ხომ არ გავიარე. აი, სად გამომადგა.
ბუნებრივია მათი შვილების ამბავიც დაგაინტერესებთ, მოგიყვებით, განა მეზარება, მაგრამ ახლა ჩემი სერიალი იწყება, მაინტერესებს დანიელა რას შვრება, ბავშვი ჰყავდა ცუდად, “ის” კიდე არ მიყვება, წინასწარ თუ გითხარი რა მოხდება, საინტერესო აღარ იქნებაო. არადა, ვკვდები ინტერესით ალეხანდრომ რომ ცოლი მოიყვანა, როდემდე გაქაჩავს ნეტა.
აბა, არ იცელქოთ, დღეს რაღაც არ იყო ხასიეთზე “ის” და უარესად არ გააბრაზოთ

Advertisements

2 responses to “დაე, იცოდეთ სიმართლე

Subscribe to comments with RSS.

  1. ძვირფასო მოთეთრო(-მოქერაო), ძალინ საინტერესო ამბებს იწერებით ზემოდან. მე ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი ვარ ადამის და ევას სამყაროდან. საქართველოში ვცხოვრობ, ეგ იცი რომელი? აი სომხეთის ჩრდილოეთით რომაა ეგ არის. ერთხელ ჩამოიხედეთ აქაც, თბილისში, ძირითადად ოპერის უკან ვარ ხოლმე, ბროსეს 2 ნომერში, თუ რამეში დაგჭირდით არ მოგერიდოთ, მომმართეთ ძალიან მესიმპათიურებით და ჩემი ზოგადად შიშნარევი დამოკიდებულება ყოველგვარი მისტიურობისადმი სადღაც იფანტება როცა თქვნეს პოსტებს ვკითხულობ. ახლა რომ გკითხოთ იოსებ ბესარიონოვიჩის ხომ არ იცით რამეთქო ძაან ბევრი გექნებათ მოსაყოლი და მერე მეც ენას პირში ვერ გავაჩერებ და დეტალებს გაგიბაზრებთ, ამიტომ არ გკითხვათ და უბრალოდ დაგემშვიდობებით, ოღონდ დროებით……

  2. ჩემო ძვირფასო ადამიანო, პირობითად სოფო, სასიამოვნოა ასეთი კომენტარის ნახვა და წინასწარ მე გიხდით მადლობას, რომ სოსოს არ ივიწყებთ, დარწმუნებული ვარ გაუხარდება რომ ვეტყვი. მასთან მართლაც ბევრი ისტორია მაკავშირებს, მაგრამ “ის” რომ შვებულებაში გავა, მერე მოგწერთ. საქართველო ვიცი, აქედან მართლაც სხვა ხედია და აუცილებლად ჩამოვალ, იანვრამდე გაიაფებულია პასპორტი და იქნებ გავახერხო. ვიზიტამდე აუცილებლად შეგეხმიანებით და რაიმე არამატერიალურ სუვენირსაც გამოგიყოლებთ. დროებით, ძვირფასო და მადლობთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: