სიყვარულო ძალსა შენსაო და ჭირი შენ!   Leave a comment

სულ არ ვაპირებდი ამ შუაღამისას მოწერას, მაგრამ რაღაცნაირი დღე გაგვითენდა კი არა, დაგვიღამდა მე და ჰესტიას. ჰესტია ხომ იცით? ისე, რაც იცით, ბარემ ისიც იცოდეთ რომ არასწორად იცით. იმდენი ჭორია მოგონილი და მერე ინტერნეტით გავრცელებული, რომ სხვა გზა არ გაქვთ, კითხულობთ და იჯერებთ. მოკლედ, მე დამიჯერეთ, რასაც აქ წაიკითხავთ, ის არის სიმართლე, თან პირველი პირიდან მოყოლილი, ხუმრობა ხომ არ არის?!
და მე და ჰესტია დღეს წავედით იმ ქუჩაზე, სადაც ზეცის საუკეთესო ბარებია ერთად თავმოყრილი. ერთ–ერთი ავარჩიეთ, ძააალიან გვიყვარს ეგ ბარი, შევედით და რა შევედით??? რომ წამოვიდა ეს ჩაძინებული მოგონებებიიი … თან რა ჟანრის არ გინდა რომ იყოს, კომედია თუ დრამა თუ რომანტიული.

კუპიდონია, მაგრამ სახის წაშლა მთხოვა, ეს რა პოზაში გადაგიღივარო

ხოდა ვუყურებდით მე და ჰესტია ერთმანეთს თვალებში და ასე ვტივტივებდით წარსულისმე + ჯონი, მაგრამ აქაც წავშალე სახეები, მგონი იოკოს ჩემი ბლოგი გამოწერილი აქვს და მაჟრიალებს მაგ ქალზე ტალღებზე, რომ ჰოტეიმ დამიმესიჯა, მეც მოვალო. ჰოტეი არის ვინც არის.ჩინელი ღმერთია სიცილის და მატრაბაზობის. ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და გაცინებულ ბუდასაც ეძახიან. მაგრამ სანამ ჰოტეი მოვიდოდა და დაიწყებდა თავის მატრაბაზობას, მანამდე უნდა აღვნიშნო კუპიდონის გამოსვლა. ახლა ყველა ღმერთს დაწვრილებით ნუ ამახსნევინებთ, ერთს ვიტყვი, რომ სიყვარულის ღმერთია და სახელს ამართლებს.
ეს ბარაბანშიკი კუპიდონი დამჯდარა ჯოხებით ხელში და არც მესალმება. ხან იქიდან შევხედე, ხან აქედან, ხან ჰესტია გავახედე, მაგრამ შენც არ მომიკვდე! (ტფუ ტფუ ტფუ, მაგ სიტყვას ნუ ვახსენებ, ასრულება იცის). ბოლოს ავდექი და ტუალეტთან დავუსატკავე და რაც სათქმელი მქონდა. ყველაფერი ვუთხარი, დაღლილი იყო, თორემ სახე შეეცვლებოდა ცოტა მაინც.
მოკლედ, ასე თუ ისე, გავარკვიე ურთიერთობა და დავუბრუნდი მაგიდას და ვინ წამომჯდარა მეოთხე სკამზე??? იანუსი. იანუსი და ჯანდაბა! მაგრამ იმ დღეს კი კარგი იყო.
ახლა თქვენ დროში არ აიჭრათ, ეს ძველი პოსტია ახალი გაგრძელებით.
ეს მოგონებები და წარსულში ბოდიალი კარგია, მაგრამ ამ ჯონსაც რომ ვერ ვივიწყებ კაცო?? არ გამიხდა პრობლემად ეს ლენონი?! ახლა შერიგებაზე ვფიქრობ, აბა, ეს ანგელოზი როდემდე ვიყო მარტო, თან ამასწინათ სიმღერა მომიძღვნა და დაიღვენთა ეს ჩემი გული, ადრეც ხომ გითხარით, გულჩვილი ვარ მეთქი. თან დილით დედა ტერეზასთან შევიარე, მაღაზიაში მივდიოდი და რამე ხომ არ უნდა მეთქი და დამტოვა ჩაიზე, მომაყოლინა პირადულები და გამოსვლისას მომაძახა, გიყვარდეს მოყვასი შენიო, თითქოს ბიბლიის გამოცემაში არ მქონდეს მონაწილეობა მიღებული!
ისე, ცოტა მძიმედ კი მახსოვს ეგ პერიოდი. დავწერდით რაღაცას, მერე “ის” წაშლიდა, არა, მაგათთვის ზედმეტად რთულია, ვერ

ერთი საორჭოფო კითხვა მაქვს, იქნებ რაიმე მითხრას რა

გაიგებენო და ასე ხდებოდა ყოველ აბზაცზე. საბოლოოდ მაინც რთული გამოვიდა, ბოლომდე მაინც აზრზე არ ხართ, არადა ამდენი საუკუნეა ჩაჰკირკიტებთ, მაგრამ არაფერია, მოვა მეორედ და მიხვდებით ყველაფერს. ხოდა ეს “გიყვარდეს მოყვასი შენი” ჩემი შთაგონებითაა დაწერილი. იმ მომენტში კაკ რაზ კაბინეტში შემოვედი ხელფასების თაობაზე. იგვიანებდა და დამინახა თუ არა “იმან”, ტაში შემოჰკრა, ეგარიო და ჩააჯინა ფრაზაც!
მერე იმდენი გრამატიკული შეცდომა გაგვეპარა, რომ ძველ ქართულს მივაწერეთ.
მერე გავარჩიოთ თუ გინდათ და ამ გახსენებაზე 10 მცნების ამბებსაც მოგიყვებით, მაგრამ ახლა წავედი, ყავას დავლევ, გოგოებმა კარგი გადალკა ვიცით, კარგად იხედებაო და ვნახოთ აბა ვინ არის.
p.s. ნოსტრადამუსს არ უთხრათ ამ მკითხავის ამბავი, ამასწინათ კარტი გამიშალა და ისეთები მელაპარაკა, რომ მგონი ცოტა ამუქებს რაღაცეებს, სულ ცეცხლი და წალეკვა და დასასრულიო გაიძახოდა თქვენზე და ჭკუით იყავით

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: