ისევ ვალერიანკა თუ მიშველის   2 comments

კაი ხანია არაფერი მომიწერია, მაგრამ ემოციურად მძიმე კვირა მქონდა. თქვენ თუ გგონიათ, აქ – ზეცაში ანგელოზებს სულ გვილხინს და სადარდებელი არ გვაქვს, ძალიან ცდებით, ჩვენც გვახასიათებს განცდები და სიმთვრალისას ტირილი, ბატონო.
დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ სიფხიზლე დამიჯდა ახლა ძვირად ჩემი მეტიჩრობის გამო.
მეტიჩარა ვაარ, აბა რა ვარ! დღეს ჩინურ რესტორანში ვიყავით (“პიკასოში” – ისე უხარია პიკასოს მის საპატივსაცემოდ რომ დაარქვეს, რომ კაცი მეცხრე ცაზეა, არადა მისი საშვი მეორეს იქით არ ჭრის, მაგრამ ხომ გითხარით, “ის” კეთილია მეთქი და თან ხელოვნებასაც აფასებს) მე და იანუსი და ცოტა არ იყოს და გამაბრაზა. ეს ბოლო რამდენიმე ათასწლეულია მაბრაზებს. რა უნდა ვერ გამიგია.
ეგ არაფერი, სხვა ისეთები ხდება მანდ – მიწაზე, რომ თქვენს გამო ოხრად მაქვს სამუშაო. ხან სულები დაახარისხეო, ხან გადახედე მაგათ (თქვენ – ადამიანებს), რაღაც თავს გავიდნენო. მოკლედ, გამაგიჟებთ რა.
დღეს შაბათია, არ ვმუშაობდი და კურიერის ერთი ბლოკი ვნახე, ბუდაზე იყო.
კაი კაცია ეს ბუდა, მაგრამ არ გრცხვენიათ? ეს ამხელა კაცი აქ წვალობს, აღარ იცის რით დაგეხმაროთ და თქვენ კიდე ზიდჰარტას ქანდაკებებს დასდევთ ჩინეთში? მერე კიდე პირი დაგიღიათ, ცუდი ამინდები რატომ არისო. მადლობა თქვით, ნოესნაირი მუშა არ გყავთ ამ საუკუნეში, თორემ წარღვნა არ აგცდებოდათ.

უკაბელოც მაქვს, ჩამორჩენილი არ გეგონოთ

ეგ კი არა, საღამოობით ვიღაც რეკავს და ხმას არ იღებს ტელეფონში. ეჭვი მაქვს რომ დედამიწაზე აქაური კოდი გაიგეს და რომელიღაცა თქვენგანი მაიმუნობს. დავაყენებ ჩამწერს, და მერე ნახეთ, უახლოეს ორმოში ჩავარდნა გარანტირებულია.
ტელეფონზე გამახსენდა, ისმინებაო დაიზმენებულები რომ ხართ, დიახაც, ისმინება, მაგრამ რად გინდა, ხეირიანს ვერაფერს გაიგებ, ტყუილად დროის კარგვაა.
უხ, ეს რა გაბრაზებული წერილი გამომდის, მაგრამ სულ იანუსის ბრალია, რა უნდოდა, ვერ ვიყავი მშვენივრად მეგობრებთან ერთად?

ტუტუცი მუზები

საერთოდ, ბეძნებთან ვმეგობრობ ძალიან. ოლიმპოს დასახლებიდან არიან, მხიარული ხალხია, ბახუსი რომ მოვა ხოლმე, მერე იწყება სმა და ანეკდოტები, მერე მისი მუზები რომ აკნავლდებიან ხოლმე, ძნელი მოსასმენი კი არის, მაგრამ მალე ამთავრებენ ხოლმე.
ძააან ვდაქალობ ჰესტიასთან. განათლებული და კარგი ოჯახისშვილი ღმერთია, თან რომ მოკლა, საიდუმლოს არ გაამხელს, ცოტა ისაა, რომ … მაგრამ იპოვნის თავის ნახევარს, აბა, რას იზამს?
დილის ექვსი კი არის ახლა, მაგრამ ამ გახსენებაზე, წავალ, დავურეკავ, დეტალებში მას მოვუყვები დღევანდელ საღამოს, თორემ თქვენ კაცი ვერ გენდობათ, სადმე რამე არ თქვათ, ვინმემ არასწორად არ გაიგოს და თავი არ მომეჭრას ამ ანგელოზ გოგოს.

Advertisements

2 responses to “ისევ ვალერიანკა თუ მიშველის

Subscribe to comments with RSS.

  1. chemo motetro angelozo, dzalian sayvareli xar. mgoni es chemi pirveli komentaria shens axal blogze. shemovdgi pexi gwyalobdes ‘is’ :* :* :*.

  2. madlobt, sop, “imis” ckaloba ar mogklebodes da tu rame pirdapiri txovna gakvs, shuamavlebis gareshe gadavcem me ;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: