თეთრი მაგიდიდან   Leave a comment

გუშინ ვეღარ მოგწერეთ, ერთ–ერთ მიცვალებულისთვის ნოდარ დუმბაძის წიგნი ჩაუტანებიათ და იმას ვკითხულობდი მთელი საღამო. გენიალური კაცია რა! აი, სულ მასეთები უნდა გაეჩინეთ “იმას”, მერე ხომ იქნებოდით ჭკუით?
აქაც შევხვედრივარ ნოდარს, ერთად ვმსხდარვართ სუფრასთან, მაგრამ ისეთი თავმდაბალი კაცია, რომ ხელნაწერებსაც არ მათხოვებს, სერვანტესთან და დოსტოევსკისთან ვმეგობრობ და ჩემი ნაწერები რა გამოსაჩენიაო, არადა მე პირადად ყველას მირჩევნია.
არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ, ადამიანები ცოტა სულელები ხართ, არც კი იცით რა კაცი გამოუშვით ჩვენთან. ნუ, ახლა თქვენ გამოუშვით, რა, თავში არ აგივარდეთ. უბრალოდ მისი ფილმები რომ ვნახეთ, ყველა ვეხვეწეთ “იმას”, ამოიყვანე, გაცნობა გვინდა თქო და ვეღარ გვაწყენინა.

აფროდიტე. ცოტა თავქარიანი გოგოა, მაგრამ გული აქვს კეთილი

არა, ისე, გულჩვილი კია და მოწყალე “ის”. ჩვენთან ხომ როგორ არის? რამდენიმე, მოდით თქვენს ენაზე – “ინსტიტუტია”. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ღმერთები არიან, მთელი საბერძნეთის ელიტა აქაა, ზევსიდან დაწყებული, ჰადესით და პოსეიდონით დამთავრებული.
მერე რომაელებიც აქ არიან, მარსი და ავრორა, ავრორა ხომ იცით, მზის ჩასვლისას გამოჩნდება ხოლმე, მაგის მონაკვეთი საღამოს 6

ავრორას ფოტო აქაურ ფეისბუქზე. ნუ, ახლა ცოტა ფოტოშოფიც არის რა

მერე იწყება და გიჟდება “რომანტიკულ” წყვილებს რომ ხედავს. აი, ბათუმი უყვარს მაგიტომ, სულ ბულვარში გდია ხოლმე საღამოობით.
ხო, მოკლედ, ვინ გინდა რომ არ იყოს.
აი, ის აიღე, ჩვენი ბებია–ქალი მესკენეტი. ეგვიპტიდანაა და შობადობის ღმერთია, რომ ჰკითხოთ, მაგრამ სულ პირბადით და ხალათით დადის, ღმერთია თუ ბანდიტი, ვერ გაარჩევ და იმასთან მეგობრობს, უნუტი რომ არის, გველის ფორმა რომ აქვს. უიმეეე, ამასწინათ ფეხი დავადგი და დღემდე არ მელაპარაკება.
ხოდა, “ჩვენის” გულჩვილობა და მოწყალება რაში გამოიხატება, იცით? ხომ შეუძლია გაყაროს, მაგრამ არა, ბატონო! ეგ კი არა, ბუფეტში ერთადაც სადილობენ ხოლმე და ხანდახან ფეხბურთსაც ერთად უყურებენ. ძირითადად ამონ რა აგებს ხოლმე და სულ ეგ დარბის ლუდის ამოსატანად.
კაი, გავიქეცი ახლა, მერე მოგიყვებით მაგათ ისტორიებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: